პრემიერ-მინისტრის დავალებით,  შემუშავდა სქემა, რომლის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს

პრემიერ-მინისტრის დავალებით, შემუშავდა სქემა, რომლის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს

access_time2021-08-13 23:40:17

ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულმა ოპერაციულმა შტაბმა შეიმუშავა სქემა, რომლის მიხედვითაც, სპეციალური ტრანსპორტი ვაქცინაციის დიდი ცენტრების მიმართულებით ხვალიდან, 14 აგვისტოდან იმოძრავებს:



1. სამედიცინო უნივერსიტეტი (ვაჟა ფშაველას №33)

2. შპს „Medicai Service” (თბილისის ზღვის პლაზა, ჰუალინგი“)

3. შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრი-საბურთალოს პოლიკლინიკა“ (დ. თავხელიძის №1)

4. სს „ევექსი ჰოსპიტალები“ - ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი(ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1)

5. შპს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა (თბილისი ალ. ყაზბეგის №16)

6. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე (კოსტავას 77)

7. შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6)

8. სს „ევექს ჰოსპიტალები“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (თბილისი, ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6)



მარშრუტები:



1. მ/ს „ტექნიკური უნივერსიტეტი“ (სპორტის სასახლეს მიმდებარედ) - მერაბ კოსტავას ქ. (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე, კოსტავას №77) - გიორგი სააკაძის მოედანი - ვახტანგ ჭაბუკიანის ქ. - სულხან ცინცაძის ქ. - დავით გამრეკელის ქ. – ადამ მიცკევიჩის ქ. - ტანძიის ქ. (შპს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა (თბილისი ალ. ყაზბეგის №16) - ვაჟა ფშაველას გამზირი (სამედიცინო უნივერსიტეტი (ვაჟა ფშაველას №33) - პეტრე ქავთარაძის ქ. შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრი-საბურთალოს პოლიკლინიკა“ (დ. თავხელიძის №1) - ზურაბ ანჯაფარიძის ქ. - მ/ს „სახელმწიფო უნივერსიტეტი“.


უკუ მიმართულება: მ/ს „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ - პეტრე ქავთარაძის ქ. (შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრი-საბურთალოს პოლიკლინიკა“ (დ. თავხელიძის №1) -ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი - მიხეილ თამარაშვილის გამზირი - მ/ს „დელისი“ - ფერდინანდ თავაძის ქ. - სერგო ზაქარიაძის ქ. - მიხეილ ასათიანის ქ. (სამედიცინო უნივერსიტეტი (ვაჟა ფშაველას №33) - ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი (შპს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა (თბილისი ალ. ყაზბეგის №16) - პეკინის გამზირი - თინა იოსებიძის ქ. - დები იშხნელების ქ. - ჟიული შარტავას ქ. - გიორგი სააკაძის მოედანი - მერაბ კოსტავას ქ. (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე, კოსტავას №77) - გიორგი მიროტაძის ქ. - პეკინის გამზირი - მერაბ კოსტავას ქ. (მობრუნება 26 მაისის მოედნის მიმდებარედ) - მ/ს „ტექნიკური უნივერსიტეტი“ (სპორტის სასახლეს მიმდებარედ).



2. მ/ს „ვარკეთილი“ (მიმდებარედ) - ჯავახეთის ქ. – 17 შინდისელი გმირის ქ. - შანდორ პეტეფის ქ. - თეოფანე დავითაიას ქ. - ზურაბ პატარიძის ქ. - მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირი - შპს „Exspress Medicai Service” (თბილისის ზღვის პლაზა, ჰუალინგი“).



უკუ მიმართულება: შპს „Exspress Medicai Service” (თბილისის ზღვის პლაზა, ჰუალინგი“) - მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირი - ზურაბ პატარიძის ქ. - თეოფანე დავითაიას ქ. - შანდორ პეტეფის ქ. - ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ. - მ/ს „ვარკეთილი“ (მიმდებარედ).



3. მ/ს „სამგორი’ (ქვედა გასასვლელის მოპირდაპირედ) - მოსკოვის გამზირი - ქინძმარაულის პირველი შესახვევი (სს „ევექსი ჰოსპიტალები“ - ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1) - ემირ ბურჯანაძის ქ. (ქინძმარაულის პირველი შესახვევის გადაკვეთის მიმდებარედ).



უკუ მიმართულება: ემირ ბურჯანაძის ქ. (ქინძმარაულის პირველი შესახვევის გადაკვეთის მიმდებარედ) - ქინძმარაულის პირველი შესახვევი (სს „ევექსი ჰოსპიტალები“ - ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1)) - მოსკოვის გამზირი -მ/ს „სამგორი’ (ქვედა გასასვლელის მოპირდაპირედ).



4. მ/ს „დიდუბე“ (ქვედა გასასვლელი) - აკაკი წერეთლის გამზირი - შოთა შალიკაშვილის ხიდი - გრიგოლ რობაქიძის გამზირი - აკაკი ბელიაშვილის ქ. - სანდრო ახმეტელის ქ. - ლუბლიანას ქ. (სს „ევექს ჰოსპიტალები“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (თბილისი, ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6); შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) - ლუბლიანას ქ. №19-ის მიმდებარედ.



უკუ მიმართულება: ლუბლიანას ქ. №19-ის მიმდებარედ - ლუბლიანას ქ. (სს „ევექს ჰოსპიტალები“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (თბილისი, ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6); შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) – სანდრო ახმეტელის ქ. - რობერტ ბარძიმაშვილის ქ. - ევგენი მიქელაძის ქ. - აკაკი ბელიაშვილის ქ. - გრიგოლ რობაქიძის გამზირი - შოთა შალიკაშვილის ხიდი - აკაკი წერეთლის გამზირი - მ/ს „დიდუბე“ (ქვედა გასასვლელი).



5. თავისუფლების მოედანი - ალექსანდრე პუშკინის ქ. - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. - ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი - ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი - ქეთევან დედოფლის გამზირი - ლეხ კაჩინსკის ქ. - ჯორჯ ბუშის ქ. - კახეთის გზატკეცილი - ჯავახეთის ქ. (მობრუნება მ/ს „ვარკეთილთან) – 17 შინდისელი გმირის ქ. - შანდორ პეტეფის ქ. - თეოფანე დავითაიას ქ. - ზურაბ პატარიძის ქ. - მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირი - შპს „Exspress Medicai Service” (თბილისის ზღვის პლაზა, ჰუალინგი“).



უკუ მიმართულება: შპს „Exspress Medicai Service” (თბილისის ზღვის პლაზა, ჰუალინგი“) - მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირი - ზურაბ პატარიძის ქ. - თეოფანე დავითაიას ქ. - შანდორ პეტეფის ქ. - ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ. - ჯავახეთის ქ. - კახეთის გზატკეცილი - ჯორჯ ბუშის ქ. - ლეხ კაჩინსკის ქ. - ქეთევან დედოფლის გამზირი - ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი - ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. - ალექსანდრე პუშკინის ქ. - თავისუფლების მოედანი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





თეგები:
ვაქცინაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up