პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, ბიზნესის წარმომადგენლებთან, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე შეხვედრა გაიმართა

პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, ბიზნესის წარმომადგენლებთან, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე შეხვედრა გაიმართა

access_time2021-01-26 22:30:00

ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა და თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელსაც მთავრობა დგამს, რათა ერთის მხრივ თავიდან იყოს აცილებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, ხოლო მეორეს მხრივ ეკონომიკამ შეინარჩუნოს სწრაფი აღდგენის პოტენციალი - იყო მთავარი თემები ტურისტული, რესტორატორთა და სამთო კურორტების ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებმა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო კვეტენაძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.




„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად მიღწეულ შედეგებზე და აღინიშნა, რომ თითოეული ნაბიჯი შემსუბუქების მიმართულებით უნდა გადაიდგას ფრთხილად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგის საფუძველზე, რათა ინფიცირების შემთხვევები ისევ მკვეთრად არ გაიზარდოს.



პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესში მთავრობა ხელმძღვანელობს როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკის ინტერესებით და სწორედ ამიტომ, შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს მათ შორის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის გათვალისწინებით, რომელიც 4%-ზე ნაკლები უნდა იყოს. ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბოლო 7 დღის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების დადებითობის მაჩვენებელი 6-7%-ის ფარგლებში მერყეობს, შესაბამისად ნებისმიერი დამატებითი შემსუბუქება აღნიშნული ციფრის დასტაბილურებამდე არარელევანტურია.




ეკონომიკური გუნდის წევრებმა ბიზნესის წარმომადგენლებთან უშუალოდ განიხილეს ის სირთულეები, რომელიც მათ კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში დაწესებული შეზღუდვების შედეგად შეექმნათ. მათ შორის, საუბარი შეეხო მთის კურორტებისა და სარესტორნო ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს.



აღინიშნა, რომ მთავრობა აცნობიერებს ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ყველაფერს აკეთებს, რათა დაბალანსებული მიდგომისა და პროცესის ეფექტური მართვის შედეგად, ზაფხულის ტურისტულ სეზონს შეფერხებები არ შეექმნას. მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს რომ, თითოეული გადაწყვეტილება მიიღება არა იმპულსურად, არამედ ეკონომიკის აღდგენის გრძელვადიანი მიზნებიდან გამომდინარე, რათა ქვეყანამ წარმატებით გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომელიც მათ შორის გლობალური ვაქცინაციის შედეგად, სწრაფი ეკონომიკური აღდგენის კუთხით გაჩნდება.



ბიზნესთან ინტენსიური კომუნიკაცია გრძელდება და მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, ისევე, როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატი მუდმივად ჩართულია ბიზნესთან კომუნიკაციაში, მათ შორის სამუშაო ჯგუფების დონეზე“.




თეგები:
შეზღუდვები



Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი

Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი
access_time2021-02-26 20:00:16
ათწლეულების მანძილზე ევროპის ავიაციაში 3 ურყევი ფაქტი იყო - პირველი - ბრიტანეთს ავიარეისების ყველაზე დიდი რაოდენობა აქვს, მეორე - ლონდონი სხვა ქალაქებთან ყველაზე უკეთესადაა დაკავშირებული, მესამე - აეროპორტი „ჰიტროუ“ პირველ ადგილზეა მგზავრთა რაოდენობით. პანდემიამ და მის წინააღმდეგ ბრძოლამ ეს ურყევი რეალობა რადიკალურად შეიცვალა - ამაზე საავიაციო ბიულეტენის The Anker Report-ის ექსპერტის რალფ ანკერის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგები მეტყველებს. მან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-26 21:00:20
 დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ...

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია "5 ელემენტი" გამოჩნდა

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია
access_time2021-02-26 19:00:23
ქართული ტურისტული ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული და უნიკალური ტურებით ახალი კომპანია „5 ელემენტი“ გამოჩნდა.როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განაცხადა, კომპანიის ტურები იქნება ბევრი ელემენტის ერთობლიობა, როგორიცაა: ქვესტები, ფიზიკური თუ ინტელექტუალური აქტივობები, დრონით გადაღება, ვიდეო მონატაჟი. „გარდა ამისა, ტურებში აუცლებლად იქნებიან საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები, რაც კიდევ უფრო სხვა ელფერს შესძენს ჩვენს ტურებს“, – დასძენს...

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-26 18:16:21
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დღეს გამართულ ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე ასოციაციის წევრებმა იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სეტორის დროულ აღდგენას შეუწყოფს ხელს. შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა, საუბარი შეეხო სახმელეთო საზღვრის ეტაპობრივი გახსნის საჭიროებას, რადგანაც ამ გზით ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის გარეშე დროულ...

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის
access_time2021-02-26 17:10:15
ფერმერთა ასოციაცია ქართველების გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამას ნაწილობრივ აკრიტიკებს. ნინო ზამბახიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანებს მიგრაციისკენ უბიძგებს. ზამბახიძე ეჭვობს, რომ გერმანიაში 3 თვით წასული მოქალაქეები საქართველოში დაბრუნებისგან თავს შეიკავებენ.   „ქართული შრომის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კვალიფიციური კადრები იყო. სოფლის მეურნეობის სექტორი დასაქმების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახლდათ....


მსგავსი სიახლეები

up