პრემიერის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ PSP-ს აფთიაქებში თურქულ მედიკამენტებთან დაკავშირებით მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი

პრემიერის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ PSP-ს აფთიაქებში თურქულ მედიკამენტებთან დაკავშირებით მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი

access_time2022-11-28 14:48:50

პრემიერ-მინისტრის ბლარდებები პსპ-ს სააფთიაქო ქსელს. როგორც მთავრობვის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საგანგაშო ინფორმაცია მოისმინა, რომ პსპ ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი. 


„დავალებაა ასეთი, რომ გამყიდველი ეუბნება მყიდველს: „რომელი წამალი გნებავთ, ხარისხიანი თუ უხარისხო თურქული?“ თითოეულ ასეთ შემთხვევას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება,- აღნიშნა პრემიერმა. 


მისი თქმით, ზურაბ აზარაშვილი მედიკამენტების ფასების შემცირების საკუთხზე აქტიურადე მუშაობს და აღნიშნული რეფორმა იანვარშია დაწყებული.



„ჩემი ინიციატივით გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ვთქვით, რომ ხარისხიანი, „ჯიემპის“ სტანდარტების წამლების შემოტანა დაიწყებოდა, რაც განხორციელდა წარმატებით. მაშინ ბევრი ადამიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი. მახსოვს ერთ-ერთი მთავარი მსხვილი შემომტანი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი ღიად აკრიტიკებდა ამას. მე მესმის, რომ ეს მათთვის იყო საკმაოდ დიდი დარტყმა. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 200 მილიონს ლარს დაზოგავს ჩვენი მოსახლეობა წელიწადში ამ რეფორმის შედეგად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, ეს არის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, რაც კატეგორიულად მიუღებელია.


„ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე რამდენიმე დღის წინ და მინდა პირდაპირ დავასახელო ეს კომპანია - პსპ, რომ თითქოს პსპ-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი. მაგალითად, როცა მომხმარებელი შედის და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს და ვიცი, რომ დავალებაა ეს (ასეთი ინფორმაცია არსებობს, რასაც რა თქმა უნდა, გადამოწმება სჭირდება). კერძოდ, გამყიდველი ეუბნება - რომელი გნებავთ, ხარისხიანი და ძვირიანი თუ უხარისხო თურქული? ამას რა ჰქვია თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა? ეს არის მტრობა, როგორ შეიძლება ასეთი უმსგავსობა, რომ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანო. პენსიონერი და სხვა ბევრი გაჭირვებული ყიდულობს წამალს, რა მნიშვნელობა აქვს, ვინც შევა აფთიაქში. ამას სჭირდება რეაგირება, ამაზე მქონდა საუბარი ზურა აზარაშვილთან და მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, თითოეულ ასეთ შემთხვევას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ეს არის დაუშვებელი, მიუღებელი კატეგორიულად. გასაგებია, რომ ეს 200 მილიონი ლარი, რომელიც მათ უნდა წაეღოთ, მათ შორის, ამ ჯგუფის ხელმძღვანელს და ეს მათთვის არ არის სასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ მთავარი ვალდებულება ჩვენი, ყველას მინდა შევახსენო, მათ შორის ოპოზიციას, არის ხალხზე ზრუნვა. ამიტომ ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. ახლა პარლამენტში გვაქვს შეტანილი ახალი კანონპროექტი, რომელიც დაახლოებით 40 პროცენტით გააიაფებს უკვე გაიაფებულ წამლებს. ჯამში, მოსახლეობა დიდ თანხებს დაზოგავს,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up