პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში ფერმერებს შეხვდა და თხილის მოსავლის შესახებ ესაუბრა.

პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში ფერმერებს შეხვდა და თხილის მოსავლის შესახებ ესაუბრა.

access_time2019-08-16 14:45:48


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში ფერმერებს შეხვდა და თხილის მოსავლის შესახებ ესაუბრა.



ფერმერებმა პრემიერს მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ მათთვის გადაცემული შესაწამლი აპარატის შესახებ და აღნიშნეს, რომ მისი დახმარებით, ისევე, როგორც აგროკონსულტანტების რეკომენდაციით განხორციელებული აგროტექნიკური და მცენარეთა დაცვის ღონისძიებების შედეგად, რამდენიმე ასეული ტონა თხილის მოსავალი მიიღეს.



ფერმერების პრობლემას სარწყავი წყალი წარმოადგენს, რისი უმოკლეს ვადებში მოგვარებაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულს დაავალა.



მთავრობის მეთაურის განცხადებით, გაგრძელდება ძალისხმევა, რათა თხილის ექსპორტის მაჩვენებლები მოკლე ვადაში გაორმაგდეს.



„თხილის გადარჩენის პროგრამა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), Ferrero-სა და CNFA-ს საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რომლებითაც მეთხილე ფერმერებმა ისარგებლეს და აგროსამუშაოები ჩაატარეს.



მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად თხილის მწარმოებელთა ასოციაციის საშრობიც დაათვალიერა და ფერმერებს გაესაუბრა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმოში ამ ეტაპზე 70 ტონამდე თხილი მუშავდება.


აღნიშნული სასაწყობე და საშრობი მეურნეობა სეზონზე, 1 000 ტონა თხილის გაშრობას და 500 ტონა თხილის მუდმივ რეჟიმში შენახვას უზრუნველყოფს. თხილის საშრობი საწარმო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და აგრიჯორჯია-ფერეროს თანადაფინანსებით 2018 წელს დაფუძნდა.





ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up