პრემიერ-მინისტრი სამართალდამცავებს პანკისის ხეობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდის

პრემიერ-მინისტრი სამართალდამცავებს პანკისის ხეობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდის

access_time2019-04-22 22:35:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამართალდამცავებს პანკისის ხეობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავშეკავებისთვის მადლობას უხდის. პანკისის ხრობაში გუშინ განვითარებული მოვლენებისას დაშავებული სამართალდამცავები მთავრობის მეთაურმა კლინიკაში მოინახულა.

 

 

პრემიერ- მინისტრის შეფასებით,  მათ მიერ გამოჩენილი თავშეკავება ძალიანმაღალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

 

მამუკა ბახტაძე ხეობაში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც საზოგადოებამ  იხილა, სრულიად მიუღებელია.

 

 


 

„ნებისმიერ ადამიანს აქვსშესაძლებლობა, გამოხატოსმშვიდობიანი პროტესტი და ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთიყველაზე დიდი მონაპოვარი. მთელიამ 6-7 წლის განმავლობაში ჩვენ ამისმკაფიო დემონსტრირებას ვახდენთ. ბუნებრივია, კანონის დარღვევა, მით უმეტეს იმ გზით, რაც ჩვენ გუშინვიხილეთ - აგრესიასამართალდამცველებზე,  სრულიადმიუღებელია. აქედანგამომდინარე, კანონისპასუხიც ადეკვატური იქნება",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა მოსახლეობასთან დიალოგის აუცილებლობაზე და პანკისის ხეობის მცხოვრებთა პატრიოტიზმზე.

 

"არასდროს, არც ერთ რეგიონში, დასახლებულ პუნქტში თუსოფელში, ხელისუფლებას არგანუხორციელებია არც ერთიპროექტი ისე, რომ არ ყოფილიყოკონსულტაციები და დიალოგიმოქალაქეებთან. სწორედ ეს არისჩვენი ხელისუფლების ხელწერა დაეს დიალოგი გრძელდება. გუშინაცდა დღესაც ისმოდა სრულიადუსაფუძვლო კომენტარები იმადამიანებისგან, რომლებიცშეცდომაში არიან შეყვანილი, ან დაკავებული არიან ძალიანიაფფასიანი პოპულიზმით, რომთურმე საქართველოს არ სჭირდება ენერგეტიკის განვითარება. საქართველოს ჰყავს ორი მტერი - ოკუპაცია და სიღარიბე. ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, რაც  გადის ეკონომიკის განვითარებაზე. ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა დამატებითი ენერგია. ელექტროენერგიის და დამატებითი სიმძლავრის მშენებლობის გარეშე შეუძლებელია,  გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს რაც გვაქვს საქართველოს ეკონომიკაში.  ეს არის ძალიან მარტივი ეკონომიკური კანონზომიერება. ჩვენ მივისწრაფვით ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ, რომ მივუახლოვოთ ის ევროპულ დონეს. იგივე აღმოსავლეთ ევროპაში ელექტროენერგიის მოხმარება  ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში არსებულ მაჩვენებელს ბევრად აღემატება. ეს ნიშნავს ძალიან მარტივ  ჭეშმარიტებას - როდესაც ვითარდება ეკონომიკა, მას სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მთავრობის მეთურის თქმით, ენერგეტიკის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის ან ეკოლოგიური  ზიანის ხარჯზე არასოდეს მოხდება.

 

მამუკა ბახტაძემ ყველა მხარეს ემოციური კომენტარების კეთებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა და საზოგადოებას მიმართა, არ დაეყრდნოს  სხვადასხვა ტიპის გადაუმოწმებელ ინფორმაციას. 






რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება
access_time2019-05-22 17:30:37
სოხუმში საპროტესტო მიტინგებს მართვას ადგილობრივი ოპოზიცია; გრძელდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაც. ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ნოემბერში გადატანას მოითხოვს, რასაც პარლამენტი მხარს არ უჭერს. ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ორიდან ერთი ავტომაგისტრალი გახსნეს . სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ ჟურნალისტებს აცნობა,...

პრემიერმა ივანიშვილის კომპანიას წითელ ნუსხაში დაცული 109 ხის მოჭრის უფლება მისცა - “სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად“

 პრემიერმა ივანიშვილის კომპანიას წითელ ნუსხაში დაცული 109 ხის მოჭრის უფლება მისცა - “სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად“
access_time2019-05-22 16:30:15
“სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად. ამისათვის საქართველოში შესაბამისი ტექნიკაც არსებობს და ისეთი ადგილებიც, სადაც თავისუფლად შეიძლება მათი გადარგვა. დაცული ხეების მოჭრა უკიდურესი მდგომარეობაა. ამისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ბევრი ფაქტორი, მათ შორის რა მდგომარეობაშია ხე. ვერ ვხვდები ამ საქმესთან რა შუაშია პრემიერი. ჯერ სპეციალისტებს დასკვნა უნდა დაეწერათ, რომ ამ ხეების გადარგვა არ შეიძლება და იგი უნდა...

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის
access_time2019-05-22 11:48:30
თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიის ხედვას დეველოპერები და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები უკვე იცნობენ და ეთანხმებიან კიდეც. რამდენიმე დღეში გვექნება დეტალური პრეზენტაცია. ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში  სამშენებლო მიმართულებით გარკვეული რეგულაციები შემოდის. ძველი თბილისის არეალი,...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანიები - The Trade Desk, Inc, რომლებიც მომავალი ბიზნესოპერირების წარმატების გარანტი იქნება

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია:  კომპანიები - The Trade Desk, Inc, რომლებიც მომავალი ბიზნესოპერირების წარმატების გარანტი იქნება
access_time2019-05-22 19:30:32
საკითხავ/გასაანალიზებელი დრო 16 წუთი მოგესლემბით  ფინანსურ სამყაროში უამრავი სახის ფინანსური გარიგებები ხდება. ინვესტორები, ჰეჯ-ფონდ მენეჯერები ყოველდღიურად ყიდულობენ და ყიდიან უამრავი კომპანიის აქციებს. მათ მფლობელობაში არსებული კომპანიის აქციებზე აღებული პოზიციები ძირითადად გრძელვადიანია. ამგვარ გარიგებებს ჩვენც ვახორციელებთ. Jdinvestment-ის  გრძელვადიან პორტფელში ამ...

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია
access_time2019-05-21 18:00:27
ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია ,-ამის შესახებ ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ლევან ახვლედიანი შეხვედრას პოზიტიურად აფასებს დაა აცხადებს, რომ ინვესტორების 8 მოთხოვნიდან 7-ზე შეთანხმება შედგა, ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ...


მსგავსი სიახლეები

up