პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლა ვილლას შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლა ვილლას შეხვდა

access_time2020-09-16 16:37:07

MasterCard-ი პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლა ვილლას შორის გამართული შეხვედრისას გახდა ცნობილი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„თანამშრომლობის მემორანდუმი MasterCard-სა და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ხვალ გაფორმდება - მსოფლიოში წამყვანი გლობალური საგადახადო და ტექნოლოგიური კომპანია ქვეყანას ტურიზმის შესახებ მონაცემების, ცოდნის და ანალიზის გაზიარების, აგრეთვე, მარკეტინგული საქმიანობისა და ინვესტიციების დაგეგმვის ნაწილში, ერთი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ დაეხმარება.



მთავრობის მეთაურთან გამართულ შეხვედრაზე MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ წინა წლების მაჩვენებლებით საქართველო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში და კომპანია მზად არის დაეხმაროს ქვეყანას პოსტ-კრიზისულ პერიოდში, როგორც ტურიზმის სექტორის, ისე ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის თვალსაზრისით.




შეხვედრისას, აგრეთვე, განიხილეს ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული გადახდებისა და მონაცემთა ანალიზის განვითარების შესაძლებლობები ახალი კორონავირუსის და პანდემიის დაძლევის მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.



მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს
access_time2020-10-26 14:30:55
კომპანია KTW ჯგუფი მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება განხორციელებული. მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს...

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
access_time2020-10-26 13:20:47
26...

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის
access_time2020-10-26 13:30:58
საქართველოს ბანკმა 9 თვე 77,5 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თხუთმეტი კომერციული ბანკის კონსოლიდირებული ზარალი 252 მლნ. ლარი იყო, შესაბამისად საქართველოს ბანკის წილი საერთო მოცულობაში 30.8%-ით განისაზღვრა. ბანკი 2.6 მლრდ. ლარის საზედამხედველო კაპიტალით და 19.3 მლრდ. ლარის აქტივებით, მეორე ადგილზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის სექტემბერში წმინდა ზარალი, რომელიც 8 თვეში 317 მილიონ ლარს...

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-26 11:00:33
საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30303- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს...

შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...


მსგავსი სიახლეები

up