პრემიერ-მინისტრი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრში  ბრძოლის შედეგებს გაეცნო

პრემიერ-მინისტრი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრში ბრძოლის შედეგებს გაეცნო

access_time2019-08-16 19:30:08

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი დაათვალიერა.

 

მთავრობის მეთაურმა შტაბის წარმომადგებლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო მავნებელთან ბრძოლის პროცესში გამოყენებული საშუალებებისა და მეთოდების შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვან წვლილს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებაში და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

 

აღინიშნა, რომ აშშ-ის მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადდა მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სამოქმედო პროგრამა. USAID-პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა მავნებლის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შარშან ივნისში გადაეცა 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი საშუალებები, ხოლო წელს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს - 45 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა.

 


როგორც პრემიერს შტაბში განუცხადეს, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, წელს აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

 

აღინიშნა, რომ ღონისძიებები მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში; მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, შექმნილია გზავნილების სისტემა და სპეციალური ვებგვერდი; ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება მოსახლეობასთან შეხვედრები და აქტიური საინფორმაციო კამპანია; ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულები არიან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები; სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების ტერიტორიები, მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე სადგურები.

 

„ბოლო სამი წლის განმავლობაში აზიურმა ფაროსანამ ძალიან დაგვაზარალა. ბოლო რამდენიმე წელი ჩვენი ფერმერები ვერ იღებენ შემოსავალს. ჩვენი ზარალი აღემატებოდა რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს. ეს იყო ძალიან მტკივნეული გამოწვევა. წელს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემა არის მოგვარებული. მოსავალი წელს არის ძალიან კარგი და 2020 წელს გვექნება კიდევ უფრო კარგი მოსავალი. ფასი არის სამჯერ მეტი ვიდრე იყო შარშან, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობა შეძლებს დაახლოებით 120 მილიონ დოლარამდე შემოსავლის მიღებას თხილის რეალიზაციის შედეგად, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მთავრობის მეთაურმა სამინისტროს დაავალა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები გაგრძელდეს მანამ, ვიდრე მავნებელი საბოლოოდ არ დაექვემდებარება კონტროლს, ასევე ყურადღება გამახვილდეს სოკოვან დაავადებებზეც, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის მეთხილეობის დარგს.

 

პრემიერი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან და USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მავნებელთან ბრძოლისთვის განკუთვნილი ტექნიკა და სპეციალური აღჭურვილობაც დაათვალიერა.





სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია

სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია
access_time2020-01-17 20:00:46
სუპერმარკეტების ქსელებში ახალი წლის პირველივე რიცხვებიდან რძის პროდუქტების დეფიციტი შეიმჩნევა, მომხმარებლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში დახლებზე იმაზე ბევრად ნაკლები მაწონი, ხაჭო და სხვა რძის პროდუქტებია, ვიდრე აქამდე.  „კომერსანტი“ თემასთან დაკავშირებით რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციას გაესაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხდება იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ბაზარზეა ასოციაციის პრეზიდენტი პასუხობს, რომ საწარმოები არ აღმოჩნდნენ მზად ახალი წლის პერიოდში...

„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-17 21:30:37
„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა 1.„ფინანსთა სამინისტროს საქმიანობაში ხარვეზები არის, მაგრამ ბევრი კარგიც კეთდება“ - ბიზნესი NDI-ს კვლევას...

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან  18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი
access_time2020-01-17 19:00:02
ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან 38 უკვე გაიყიდა, საიდანაც 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა. კერძოდ, ამ დროისთვის გაყიდული ქონების საერთო მოცულობამ 47 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 8 მლნ ლარზე მეტი (8 387 700 ლარი) კერძო პირებმა გადაიხადეს. ამასთან ერთად, ყველაზე ძვირად თბილისში ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე შენობა/მიწის ნაკვეთი და მესტიაში პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი...

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა
access_time2020-01-17 13:00:43
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“  გაიხსნა.  მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით  აშენდა. თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის...

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს
access_time2020-01-17 17:00:50
ზამთრის კურორტებს წელს რთული სეზონი ჰქონდათ. უჩვეულოდ თბილი და უთოვლო ზამთრის გამო,საქართველოს სამთო კურორტები  ტურისტების შემცირებულ რაოდენობას მასპინძლობენ. თოვლის გარდა, მთის კურორტები სხვა გამოწვევის წინაშეც იდგნენ, უწყლობის გამო, ბაკურიანსა და გუდაურში ტურისტები ან არ ჩადიოდნენ ან უკვე დაჯავშნილ სასტუმროებს ტოვებდნენ. კერძო სექტორის თქმით, უწყლოდ დარჩენილ კურორტზე ზამთრის სეზონი...


მსგავსი სიახლეები

up