მამუკა ბახტაძე აშშ-ის საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე ესაუბრა

მამუკა ბახტაძე აშშ-ის საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე ესაუბრა

access_time2019-06-13 00:32:16

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოწინავე პოზიციებზე ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, ქვეყანაში არსებულ დაბალ გადასახადებსა და მსოფლიოს მსხვილ ეკონომიკებთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე, რომლებიც ინვესტორებს უდიდეს სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომას აძლევს.


პრემიერმა ექსპერტებსა და მსხვილი ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ, ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ცენტრად გარდაქმნას ისახავს მიზნად.



ხაზი გაესვა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის განმავლობაში არსებულ მიღწევებს და თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით.


შეხვედრაზე, მამუკა ბახტაძემ ასევე ყურადღება დაუთმო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და განსაკუთრებით აღნიშნა ამ გზაზე ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო სადილი ამერიკის საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა.








პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს

პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს
access_time2019-06-20 23:06:49
საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს. ამასთან, მათ რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს. ადგილზე დაძაბული ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს. ამასთან, ისმის შეძახილები „საქართველო, საქართველო“.

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით
access_time2019-06-20 22:49:10
როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა. „ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანი, თუმცა სახელწმიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება, როგორც არ...

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან
access_time2019-06-20 22:20:57
არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებისას არიან დაშავებულები. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. IPN

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი
access_time2019-06-20 22:09:04
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. შეიძლება იმ ხალხს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან შეიძლება აქვთ სამართლიანი პროტესტი, მაგრამ მათ მოვუწოდებ დაემორჩილონ პოლიციას, რადგან ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი. მანამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა — შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის...

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ
access_time2019-06-20 21:52:01
აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ. აქციაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. ამასთან, პარლამენტის შენობის ეზოში შსს-ს დანაყოფები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. დანაყოფები შენობის შემოსასვლელებს იცავენ. ისინი შენობაშიც იმყოფებიან. 


მსგავსი სიახლეები

up