Pratichem - კომპანია, რომელიც საკუთარ თანამშრომლებს Tesla-ს ავტომობილებს გადასცემს

Pratichem - კომპანია, რომელიც საკუთარ თანამშრომლებს Tesla-ს ავტომობილებს გადასცემს

person access_time2016-05-24 10:31:49

ჩრდილოეთ კაროლინაში არსებობს სტარტაპი, სახელწოდებით Pratichem, რომელიც ბიოტექნიკური კვლევებისთვის სპეციალურ ხელსაწყოებსა და ინსტრუმენტებს ამზადებს. მთავარი მიზეზი, რის შედეგადაც კომპანიამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, ისაა, რომ Practichem-მა თავისი თანამშრომლებისთვის უკვე დაჯავშნა 15 ცალი Tesla Model 3 და ამასთან, კომპანიის 10 ახალი თანამშრომელი სრულიად ახალ Tesla-ს მიიღებს. 

 

Tesla Model 3-ის ღირებულება 35,000-ს შეადგენს. Pratichem-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნიკ დემარკოს განცხადებით, ასეთი დანახარჯის გაწევა ნამდვილად ღირს.

 


„როდესაც ვფიქრობდი, თანამშრომლების დაქირავებისა და დატრენინგებისათვის რამდენი ხარჯის გაწევა გვიწევს, პირველად მაშინ მივხვდი, რომ ჩემს იდეას აზრი ჰქონდა და რაც უფრო ღრმად ჩავწდი რიცხვებს, მით უფრო ნათელი პასუხი მივიღე,“ – აღნიშნა დემარკომ. თუმცა, როგორც კომპანიის PR მენეჯერი, ენ რეველი აცხადებს, Tesla-ს ახალი მოდელით გადაადგილება თანამშრომლებისთვის ერთ-ერთი სარგებელი იქნება და იმ შემთხვევაში, თუკი ისინი სამსახურს დატოვებენ, ავტომობილით ცხადია, ვეღარ ისარგებლებენ. დემარკო გაცილებით ძვირადღირებულ Tesla Model S-ს ერთ წელიწადზე მეტია, რაც მართავს. „შესანიშნავი ავტომობილია, ჩემს სანაცნობო წრეში 6 ადამიანს შევაძენინე,“  – განაცხადა მან. Tesla-მ ავტომობილზე შეკვეთების მიღება 1 აპრილიდან დაიწყო. ელექტრომობილის შეძენა უკვე 375,000-ზე მეტ ადამიანს სურს. თუმცა 2017 წლის ბოლომდე მათი რეალიზაცია არ მოხდება. შესაბამისად, Pratichem-ის თანამშრომლები ავტომობილებს 2018 წლამდე ვერ მიიღებენ.


 



„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up