იტალიური მოდის სახლ Prada-ს დირექტორთა საბჭო გეგმავს, რომ 26 იანვარს, საბჭოს სხდომაზე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე რეკომენდაცია ანდრეა გუერას კანდიდატურას გაუწიოს, რომელიც LVMH Moet Henne ssy Louis Vuitton SE-ს ტოპ მენეჯერის პოზიციას იკავებდა.
მიუჩია პრადა და პატრიჩიო ბერტელი, რომლებიც აქამდე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობებს იკავებდნენ, თანამდებობებს დატოვებენ, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მიუჩია პრადა, კომპანიის დამფუძნებლის შვილიშვილი, Miu Miu-ს და Prada-ს ბრენდების კრეატიულ დირექტორად დარჩება, ხოლო ბერტელი Prada SpA-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ იქნება.
გუერა ადრე ლინზებისა და სათვალეების მწარმოებლ Luxottica Group S.p.A-ს აღმასრულებელი დირექტორი იყო და ასევე სასტუმრო ბიზნეს LVMH-ს ხელმძღვანელობდა.