პოზიცია: ახალი ფულის ნიშნების ზრდა  მოძველებული კუპიურების ჩანაცვლების მიზნით ხდება

პოზიცია: ახალი ფულის ნიშნების ზრდა მოძველებული კუპიურების ჩანაცვლების მიზნით ხდება

access_time2022-04-28 22:00:27

საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილების უფროსი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მრჩეველი შალვა მხატრიშვილი ფულის მასის ზრდასთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.  აღნიშნულთან დაკავშირებით  Facebook-ის საკუთარ გვერდზე  მხატვრიშვილი ღიად აფიქსირებს თავის აზრს და წერს, რომ არასწორია მოსაზრება, თითქოს ეროვნული ბანკი „ჭარბ ფულს ბეჭდავს“:

 

,, ფულის მასის თემაზე ბევრი მასალაა ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. მეც ბევრგან მისაუბრია (ვიდეო, პოდკასტი, პრეზენტცია, ინტერვიუ, ა.შ.). თუმცა მაინც პერიოდული გაურკვევლობის წყაროა ეს თემა, სავარაუდოდ უნივესტიტეტის პირველი კურსის დამაბნეველი (ზედმეტად გამარტივებული) წიგნების გამო. ბოლო პერიოდში გამოითქვა მოსაზრება, რომ ახალი ფულის ნიშნები იმის დასტურია, რომ თითქოს ეროვნული ბანკი „ჭარბ ფულს ბეჭდავს“ და ამ ახალი ფულის ნიშნებით ფულის მასას ზრდის.


ბანკომატებში რომ ახალი ფულის ნიშნებია, ამაში უჩვეულო და განსაკუთრებული არაფერია. მიმოქცევაში არსებული ქაღალდის ბანკნოტი დროთა განმავლობაში ცვდება, რის გამოც ხდება მიმოქცევისათვის უვარგისი, მოძველებული ფულის ნიშნების მიმოქცევიდან ამოღება და მათი ვარგისი, ახალი ფულის ნიშნებით ჩანაცვლება. უფრო ზოგადად კი, ეროვნული ბანკიდან ნაღდი ფული გადის მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე, კომერციული ბანკების სარეზერვო ბალანსების სანაცვლოდ - ანუ იმ სარეზერვო ფულის სანაცვლოდ, რომელიც კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკის ანგარიშზე ჰქონდათ. ეს არის მსოფლიო პრაქტიკა. ასე მუშაობენ სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები.


 

 

რაც შეეხება იმას თუ რამდენადაა გაზრდილი ფულის მასა და რა განაპირობებს მას, სინამდვილეში ნაღდი ფული მიმოქცევაში წლიურ დონეზე შემცირებულია (1.7%-ით, 78 მლნ ლარით), არათუ გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ძველი ფულის ნიშნების ახლით ჩანაცვლება, ელემენტარულად არ ნიშნავს ფულის მასის ზრდას. რაც შეეხება ფართო ფულად აგრეგატ M2-ს, ანუ ფულის მასის იმ საზომს, რომელიც დეპოზიტების მოცულობასაც უყურებს, ამ საზომით ფართო ფულის მასა მართლაც გაზრდილია. თუმცა, როგორც არაერთხელ განგვიმარტავს სხვადასხვა ფორმით, აღნიშნული ფართო ფულის მასის ზრდა ხდება, უმეტესწილად, საბანკო სესხების შედეგად. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ბერკეტი იმისათვის, რომ ფულის მასის ზრდა შეანელოს მხოლოდ ისაა, რომ საბანკო სესხების გაცემა შეანელოს. ეროვნული ბანკი ამას აკეთებს კიდეც. თუმცა, სამწუხარო ისაა, რომ სესხების გაძვირების პოლიტიკას ხშირად ზუსტად ის ექსპერტები აკრიტიკებენ, ვინც ამავდროულად ფულის მასის შეზღუდვას ითხოვს“, - წერს შალვა მხატრიშვილი.

 





აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება
access_time2022-05-21 18:00:11
ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს გალაქტიკის ნაწილდად, მაგრამ Star...

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება
access_time2022-05-21 17:00:18
წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს...

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ
access_time2022-05-21 16:00:38
მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ...

მოცვი, ნუში და ვაშლი კვლავაც პოპულარულია ქართველ მწარმოებლებს შორის

მოცვი, ნუში და ვაშლი კვლავაც პოპულარულია ქართველ მწარმოებლებს შორის
access_time2022-05-21 15:00:01
EastFruit-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამამ „დარგე მომავალი - ბაღები“ მრავალწლიან ბაღებში 185 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა. საქართველოს მთავრობამ ამ ინვესტიციების 50%-ის თანადაფინანსება...

პირველად, 46 წლის მანძილზე, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ამერიკისას ჩამორჩება

პირველად, 46 წლის მანძილზე, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ამერიკისას ჩამორჩება
access_time2022-05-21 11:03:04
პირველად, 46 წლის მანძილზე, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ამერიკისას ჩამორჩება. მიზეზად კი კორონავირუსის ახალი ტალღით გამოწვეული კარანტინი სახელდება. Bloomberg-ის ექსპერტების შეფასებით,...


მსგავსი სიახლეები

up