პოსტპანდემიური ეკონომიკა - ვინ იგებს და ვინ აგებს?

პოსტპანდემიური ეკონომიკა - ვინ იგებს და ვინ აგებს?

access_time2020-08-19 18:15:00

დღევანდელ საყოველთაო ეკონომიკური ვარდნა წარმოუდგენელი იყო 2008 წელსაც კი იმის მიუხედავად, რომ ის კრიზისი ძალიან მძიმე იყო. 

 

2020 წელს სხვადასხვა ქვეყნებს მიერ დაფიქსირებულ ეკონომიკურ ვარდნას ანალოგები არ გააჩნია. 

 

საფრანგეთში 2020 წლის მე-2 კვარტალში ეკონომიკა პირველ კვარტალთან შედარებით 13,8%-ით დაეცა. ვარდნა ყველაფერს შეეხო - მოხმარებას, ინვესტიციებს, ექსპორტს, წარმოებას, მომსახურებას.

 

საშუალოდ ევროკავშირის ფარგლებში  ვარდნამ 11,9%, ხოლო ევროზონაში 12,1% შეადგინა. განსხვავება ქვეყნებს შორის ძირითადად საკარანტინო ზომების ხანგრძლივობამ და სიმკაცრემ განაპირობა. ამიტომაც გერმანიის მშპ-ი 10,1%-თ დაეცა, ხოლო ესპანეთის  - 18,5%-ით.

 

გასაკვირი ისაა, რომ იტალიის ეკონომიკა საფრანგეთზე ნაკლებად - 12,4%-ით დაეცა, იმის მიუხედავად, რომ ევროპაში კორონავირუსისგან ყველაზე მეტად სწორედ იტალია დაზარალდა.

 

რაც შეეხება ამერიკას, მისი ეკონომიკა 9,5%-ით დაეცა, რაც საფრანგეთსა და გერმანიაზეც კი ნაკლებია. რაც შეეხება შტატების ეკონომიკის „ლიბერალურ მართვას“, კონგრესმა ეკონომიკის და მოსახლეობის დახმარების 3-ტრილიონიანი პროგრამა დაამტკიცა - ეს სულაც არაა ცუდი ლიბერალებისთვის, რომლებიც წესით ეკონომიკაში საერთოდ არ უნდა ჩაერიონ.

 

ამერიკა არაა ერთადერთი შემთხვევა - დღეს ყველა ქვეყანა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ეკონომიკის სტიმულირებას და მოსახლეობისთვის მძიმე პერიოდის გადალახვაში დახმარების გაწევას ცდილობს.

 


მექანიკური თვალსაზრისით, მშპ-ს ვარდნამ მოსახლეობის შემოსავლების კლება უნდა გამოიწვიოს, თუმცა, განვითარებულ ქვეყნებში ასე არ მოხვდა - პირიქით, ეკონომიკის ვარდნის პირობებში განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა.

 

ძირითადად ეს სახელმწიფოებისგან დახმარების წყალობით მოხერხდა, თუმცა, როგორც ჩანს ეს მიდგომა დღეს-ხვალ აქტუალურობას არ დაკარგავს. ეკონომიკის აღდგენა უკეთეს შემთხვევაში 2021 წლის ბოლოს და 2020 წელს მოხდება. ისეთ რთულ დარგებში, როგორ ტურიზმი და საავიაციო მრეწველობა სწრაფ აღდგენაზე საუბარიც კი ზედმეტია.

 

შტატებში ივლისში უმუშევრობამ 14,7%-ს მიაღწია, მაგრამ ივლისიდან კლება დაიწყო და 10,2%-მდე შემცირდა. თუმცა, სამუშაო ადგილების აღდგენის და შექმნის ტემპები ნელდება, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან და სრულ დასაქმებასთან დაბრუნების  ეჭვებს ბადებს.

 

ვითარებას ასევე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეპიდემიასთან გამკლავების საკითხში სრული უუნარობა ართულებს.

 

კრიზისიდან გამოსვლის პროცესი ხანგრძლივი იქნება და ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველოდება  - პანდემიამ ის, რაც ისედაც მწვავე იყო, კიდევ უფრო გაამწვავა - სავაჭრო ომი ვაშინგტონს და პეკინს შორის.

 

ისე ჩანს, რომ ჩინეთი კრიზისიდან სხვებზე ბევრად უფრო სწრაფად გამოდის იმის შემდეგ, რაც კომპარტიამ მშპ-ს დანაკარგების შემცირების ზომები მიიღო - პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 10%, დაეცა, მე-2 კვარტალში 11,5%-ით გაიზარდა, და დღეს 3,2%ით  სტაბილურად იზრდება.

 

თუმცა, ადგილი აქვს პროცესს, რომელიც პეკინში ალბათ ნაკლებად მოსწონთ - ბევრი კომპანია, მაგალითად Samsung-ი ჩინეთში ქარხნებს ხურავს და ისინი ვიეტნამში გადააქვს, სადაც მუშახელი გაცილებით უფრო იაფია.

 

თუმცა, ეს ძალიან გრძელვადიანი პროცესია, რომელიც ბევრ დროს მოითხოვს, დღეს კი ჩინეთის საგარეო ვაჭრობა თავს კარგად გრძნობს, ივლისში ექსპორტიც სწრაფად იზრდებოდა.

 

საფრანგეთში კი სავაჭრო ბალანსი მე-2 კვარტალში გაუარესდა, ექსპორტი კი იმპორტზე მკვეთრად დაეცა. ქვეყანა სულ უფრო მეტად საავიაციო მრეწველობაში გაყიდვების ვარდნის გამო ზარალდება, ამავე დროს პირბადეები იმპორტმა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი მე-2 კვარტალში 3,5 მლრდ. დოლარით გააუარესა.

 

მოკლედ, დღეს ჩვენ შუა პროცესში ვართ, პროგნოზირება ძალიან რთულია. პოსტ-კოვიდური ბრძოლა ჯერ მხოლოდ იწყება.


Slate.fr

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
covid 19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up