პოსტ პანდემიურ პერიოდში შევდივართ, უნდა მოხდეს იმ საკანონმდებლო რეგულაციების იდენტიფიცირება, რომლებიც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის - სოსო ფხაკაძე

პოსტ პანდემიურ პერიოდში შევდივართ, უნდა მოხდეს იმ საკანონმდებლო რეგულაციების იდენტიფიცირება, რომლებიც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის - სოსო ფხაკაძე

access_time2021-02-10 12:30:56

 „კარგი იქნება თუ მოხდება იმ საკანონმდებლო რეგულაციების იდენტიფიცირება, რომლებიც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის ან აფერხებს“, -  ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განუცხადა. „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი განმარტავს, რომ რეგულაციები, რომლებიც ბიზნესის საქმიანობას აფერხებს უნდა გადავადდეს ან საერთოდ გაუქმდეს.

 

 

„ძალიან კარგი იქნება თუ  დღეს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გარკვეული რევიზია მოხდება. იმის გათვალისწინებით, რომ პოსტ პანდემიურ პერიოდში შევდივართ, კარგი იქნება თუ მოხდება იმ რეგულაციების იდენტიფიცირება, რომლებიც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის ან აფერხებს .ეს რეგულაციები უნდა გადავადდეს ან საერთოდ გავაუქმოთ. ნაკლები რეგულაცია ნიშნავს ბიზნესის სწრაფ განვითარებას, სწრაფად განვითარებული ბიზნესი კი  ეკონომიკურ აღმავლობას და წინსვლას ნიშნავს,  ეს ყველაფერი კი ნებისმიერი ქვეყნის ნორმალური და ჯანსაღი განვითარების საწინდარია“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

 

 


ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების პრეზიდენტმა „კომერსანტთან“ შრომით კანონმდებლობაში მიღებულ ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ კანონის პროექტის პირველადი ვარიანტის, დამტკიცების შემთხვევაში, ბიზნეს სექტორი 300 მილიონ ლარზე მეტს დაკარგავდა.

 

 

„შრომით კანონმდებლობასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ძალიან მწვავე შენიშვნები,  მინდა აბსოლუტურად  ღიად  გითხრათ, რომ საკუთარი პოზიცია ბოლომდე დავიცავით, ეს იყო მთლიანად ბიზნესის პოზიცია და არ ეხებოდა  ეკონომიკის რომელიმე  ერთ ან ორ სექტორს. ეს ეხებოდა მთლიანად ქართულ ბიზნესს და ხაზგასმით ვიტყვი, რომ თითოეული ჩვენი მოთხოვნა ძალიან ობიექტური და სამართლიანი იყო. ჩვენ ყოველთვის ძალიან აკადემიურად და პროფესიონალურად ვაყენებთ ჩვენ საკითხებს. ის კანონმდებლობა, რომელიც საწყის ეტაპზე  შემოგვთავაზეს, რომ დამტკიცებულიყო და გასულიყო ქართული ბიზნესი ძალიან დიდი პრობლემების  წინაშე დადგებოდა. საუბარი იყო დაახლოებით 300 მილიონ ლარზე, რომელსაც ქართული  ბიზნესი დაკარგავდა და ამის გაკეთება არ შეიძლებოდა“, - აცხადებს სოსო ფხაკაძე.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up