პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა რეალისტურია- გიორგი აბაშიშვილი

პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა რეალისტურია- გიორგი აბაშიშვილი

access_time2020-11-28 11:50:31

„ჯიპას“ კანცლერი, ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა რეალისტურია.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივებზე საუბრისას აღნიშნა, ეპიდვითარების დასტაბილურების შემთხვევაში, რეგულაციების მოხსნას ეკონომიკის სწრაფი ზრდა მოჰყვება.

თუ ჩვენ ნაკლები ინფიცირების შემთხვევები გვექნება, ეკონომიკის გახსნა უფრო სწრაფ ეფექტს მოიტანს. ესაა ისეთი ტიპის ეკონომიკური კრიზისი, რომლის პროგნოზირებაც რთულია, თუმცა თუ ჩვენ პანდემიის გავრცელების შემცირებისკენ წავალთ, რეალისტურია, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა იყოს პროგნოზირებული“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.


რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენად გაუძლებს სახელმწიფო ბიუჯეტი შექმნილი ვითარების ფონზე ეკონომიკურ კრიზისს, როგორც აბაშიშვილი აცხადებს, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება პანდემიასთან დაკავშირებული რისკები, ბიუჯეტიდან მეტი თანხის მობილიზება გახდება საჭირო, თუმცა ეს რთული იქნება ბიზნესის გაჩერებიდან გამომდინარე, შესაბამისად, გათვლებია საჭირო, თუ რამდენადაა ამისთვის მზად ქვეყანა.

bpn.ge




“გაცვალე ძველი ტექნიკა რაშიც გაგიხარდება” – Extra.ge მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს!

“გაცვალე ძველი ტექნიკა რაშიც გაგიხარდება” – Extra.ge მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს!
access_time2021-01-27 13:55:15
ხანდახან ადამიანებს იმ ნივთების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებები გვიჩნდება, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ. ტექნიკა და ტექნოლოგიები ჩვენი დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათ გარეშე წარმოუდგენელიც კია ჩვენი ყოფა. თუმცა, ამ ტექნიკაშიც არის განსაკუთრებული ურთიერთობები, რომელიც ყველაზე აქტიური, ხშირი და განსაკუთრებულია, მაგალითად სმარტფონთან, პლანშეტთან, კომპიუტერთან, სმარტ საათთან და ა.შ.    ეს ის შემთხვევაა, როცა ტექნიკასთან გაცილებით ახლო და...

450 000 ლარი დავხარჯე კოვიდუსაფრთხოებაზე, ჩემნაირი რატომ უნდა იყოს დაკეტილი? - სავაჭრო ცენტრი საბა

450 000 ლარი დავხარჯე კოვიდუსაფრთხოებაზე, ჩემნაირი რატომ უნდა იყოს დაკეტილი? - სავაჭრო ცენტრი საბა
access_time2021-01-27 13:00:37
„ეპიდემიოლოგებმა შეიძლება იცოდნენ, ავადმყოფს როგორ უმკურნალონ, მაგრამ ეკონომიკის მართვის გაგებაში არ არიან“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სავაჭრო ცენტრ „საბას“ დირექტორმა პაატა კაჭარავამ განუცხადა.   კახა კაჭარავა ამბობს, რომ კოვიდუსაფრთხოებისთვის 450 000 ლარი დახარჯა, გაითვალისწინა ყველა რეკომენდაცია, გაიზიარა საერთაშორისო გამოცდილება, შესაბამისად, მისი სავაჭრო ობიექტის დაკეტვა, გაუმართლებელია.   „აღარ მჯერა, რომ ეპიდემიოლოგები რამეში ერკვევიან....

ქართული თაფლის ყველაზე დიდი საწარმო „ბრეტი“ დახურვის პირასაა

ქართული თაფლის ყველაზე დიდი საწარმო „ბრეტი“ დახურვის პირასაა
access_time2021-01-27 12:00:23
თაფლის მწარმოებელი კომპანია „ბრეტის“ ხელმძღვანელი და მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ბოლო პერიოდი თაფლის წარმოებისა და რეალიზაციისთვის იმდენად რთული იყო, რომ საწარმო, რომელიც ერთერთი ყველაზე დიდია საქართველოში დახურვას გეგმავს, ამჟამად კი სრულად გაჩერებულია.  „ჩვენ  ახლა  არაფერს არ...

სილქფესტი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ოთხ სააქციო პირობას თავაზობს მომხმარებლებს

სილქფესტი  ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების  ოთხ სააქციო პირობას თავაზობს მომხმარებლებს
access_time2021-01-27 10:50:01
 მხოლოდ 28 იანვარს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად 7 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 7 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) - 10 ლარად   კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით...

„რესურსი იმისა, რომ ფუნქციონირება თავიდან დავიწყოთ აღარ გვაქვს„ - ოქტოპუს ფიტნეს კლუბი

„რესურსი იმისა, რომ  ფუნქციონირება  თავიდან  დავიწყოთ  აღარ გვაქვს„ - ოქტოპუს ფიტნეს კლუბი
access_time2021-01-27 11:00:45
„თუ გახსნის თარიღი კიდევ გაურკვევლი ვადით გადაიწევს ის მოთამაშეები ვინც დღეს ფიტნეს ბაზარზე არიან, ფუნქციონირებას უბრალოდ ვეღარ გააგრძელებენ  - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემა "კომერსანტის დილაში" ოქტოპუს ფიტნეს კლუბის დირექტორმა   გიორგი ასათიანმა ისაუბრა.  მისი განმარტებით,ის კომპანიები, რომლებიც  წლების განმავლობაში 24  საათიანი მუშაობის შედეგად  ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის და ამ ...


მსგავსი სიახლეები

up