პოსტ-კოვიდურ მსოფლიოში ბევრი სამუშაო ადგილი გაქრება

პოსტ-კოვიდურ მსოფლიოში ბევრი სამუშაო ადგილი გაქრება

access_time2020-12-06 17:00:12

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში შესაძლოა, რომ ძველი სამსახურების საჭიროება აღარ დადგეს. 


სასწავლო პროგრამების მიზანია, რომ გადააამზადონ ადამიანები და მისცენ მათ შესაფერისი უნარები იმისათვის, რომ უფრო სტაბილურად დასაქმდნენ.


რობ სიმინოსკი, კოლეჯის დასრულების დღიდან, კალიფორნიაში, უნივერსალური კინოწარმოების თემატურ პარკში მუშაობს. სცენის  მმართველთა სიაში ის მხოლოდ მე-13 ადგილს იკავებს, რასაც ათწლიანი მუშაობის შედეგად მიაღწია. იმ  შემთხვევაში, თუ პანდემიის გამო, მარტში დახურული პარკი კვლავ გახსნის ზოგიერთ ატრაქციონს, მაგალითად Water World-ის ტრიუკების შოუს, ან ღამის შუქებს ჰოგვარტსის ციხეში, ის სავრუდოდ პირველთა შორის აღარ იქნება. 


თუმცა, სხვებისგან განსხვავებით მას გაუმართლა, რადგან  მისი პროფკავშირი, ”ელექტრიკოსთა საერთაშორისო საძმო" კინომოედანზე მომუშავე ელექტრიკოსებს სასწავლო პროგრამას სთავაზობს.


პროგრამას ხუთი წელი სჭირდება, 33 წლის სიმინოსკის კი სასწავლო პროგრამაზე ჩაირიცხვისთვის, ბოლო კლასებში ნასწავლი ალგებრის გახსენება მოუწევს. 


Covid -19 ით გამოწვეული პანდემიის შედეგად  ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენა  დამოკიდებულია, იმაზე თუ რამდენად სწრაფად ადაპტირდება საზოგადოება და ახალ საქმიანობაზე მორგებას შეძლებს. 


მაგალითად, რამდენად სწრაფად შეძლებენ მენეჯერები, რომ გახდნენ ელექტრიკოსები, რამდენად მოახერხებენ ტაქსის მძღოლები მილების შეკეთებას  და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული მზარეულები რამდენ ხანში ისწავლიან პროგრამირებას ისე, რომ ბანკის პროგრამული უზრუნველყოფა შეძლონ.  


შრომის ბაზარმა თებერვლიდან აპრილამდე დაკარგული 22 მილიონი სამუშაო ადგილიდან  მხოლოდ 12 მილიონი აღადგინა, თუმცა შესაძლოა, რომ ბევრი პოზიცია აღარ არსებობდეს, მას შემდეგ როდესაც ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება. 


ეს განსაკუთრებით პრობლემური, მომსახურეობის სფეროსთვის და მილიონობით დაბალანაზღაურებადი მუშაკისთვის აღმოჩნდება. 


ისეთი სფეროები, როგორებიცაა საცალო ვაჭრობა, სტუმარმასპინძლობის სექტორი, შენობების მოვლა და ტრანსპორტირება, შესაძლოა საერთოდ გაქრეს ან ძირეულად გარდაიქმნას.


რას იზამენ დამლაგებლები, თუ ნაკლები ადამიანი იმუშავებს ოფისებში? რა იზამენ მიმტანები იმ შემთხვევაში, თუ ურბანული რესტორნის ეკოსისტემა აღარასდროს აღდგება ? მათი პროგნოზი ძალიან მწვავეა. 


ბრუკინგის ინსტიტუტის ეკონომისტი მარსელა ესკობარი გვაფრთხილებს, რომ კორონავირუსის რისკის შემცირება და ეკონომოკაში ახალი სამუშაო ადგილები გამოჩენა კოვიდის მიერ ყველაზე მეტად დაზარალებულებს ვეღარ უშველის.


 ესკობარმა 16 წლის მონაცემები შეაჯამა და აღმოაჩინა, რომ დასაქმებულებმა გაზაფხულის შემდეგ იმდენად მძიმე  დარტყმა  მიიღეს , რომ მათ საკუთარი თავის რჩენა გაუჭირდათ. 


ტაქსის მძღოლებს, მოცეკვავეებსა და კლერკებს უჭირთ სამსახურის შეცვლა, რადგან მათ არ აქვთ სათანადო გამოცდილება და ცოდნა, რომ რეგისტრირებულ მედდებად იმუშავონ, მათ არ შეუძლიათ მილების შეკეთებაზე და აპარატურის ხელოსნებად მუშაობა.


დღეს უმუშევრების დიდ ნაწილს დასაქმება და  შრომის ბაზარზე დაწინაურება  უფრო გაუჭირდებათ, ვიდრე ეს აქამდე იყო. 


მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების ნაწილს მათი სამსახური სხვებთან შედარებით სტაბილური ჰგონიათ, კოვიდი ყოველდღიურად გვართმევს სამუშაო ადგილებს.  განსაკუთრებით კი ადამიანები სამსახურს ისეთ პოზიციებზე კარგავენ, რომლებიც  მომხმარებლებთან კომუნიკაციას მოითხოვს.


პანდემიამ განსაკუთრებული ზიანი მიაყენა ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ საშუალო განათლება აქვთ და დაბალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობენ. 


” ეკონომიკისა და განსაკუთრებით მუშების ზარალი შესაძლოა იმაზე უფრო გრძელვადიანი და მძიმე იყოს ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ” - აღნიშნა პიტერ ბერდმა, რეგიონის სამუშაო ჯგუფის უფროსმა და ვიცე-პრეზიდენტმა.


მეტიც, მან თქვა, რომ კოვიდი გააძლიერებს იმ დინამიკას,რომელიც  სამუშაო ადგილებს სრულიად გარდაქმნის.


მიუხედავად ნიჰილიზმისა, ექსპერტები მაინც აღნიშნავენ, რომ კოვიდის გამოწვევა დაუძლეველი არ არის.


სტეფან ბრაუნმა, რომელმაც როჩესტერის სასტუმროში 11 წელი მზარეულის პოზიციაზე გაატარა, მარტის თვეში კოვიდის გამო სამსახურის დაკარგვის შემდეგ ადაპტირდა და ახალ სფეროში ფეხი მოიკიდა.


მან ისარგებლა ტრენინგ პროგრამით, რომელსაც დიდი პროგამული უზრუნველყოფის პლატფორმა, ბიზნსისთვის სთავაზობდა და ოქტომბერში იგი  salses force მენეჯერის პოზიციაზე პროგრაული უზრუნველყოფის კომპანია pymetric-ში დასაქმდა.


მიუხედავად წარმატებული ისტორიებისა, მილიონობით მშრომელი ადამიანისთვის ახალ საქმიანობაზე გადაყვანა უზარმაზარ გამოწვევად რჩება. 


ჯარედ სკუპერი ერთერთია მათ შორის, ვინც მარტში სამუშაო დაკარგა, იგი სან დიეგოს ჩრდილოეთ პარკში რესტორანში მუშაობდა, პანდემიის გამო მისი რესტორანი დაიხურა, რის გამოც მან და მისმა პარტნიორმა ქირის გადახდა ვეღარ შეძლეს, აკრიფეს თავიანთი ნივთები და სახლად გადაკეთებულ სათავსოში გემბანზე გადასახლდნენ.


იქ ჩასვლისას 37 წლის სკუპერმა აშშ- ს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის შესახებ შეიტყო, რომლის მიზანი პანდემიით დაზარალებული ადამიანებისა და დამსაქმებლის ერთმანეთთან დაკავშირებაა.


ნოემბერში მან ხუთკვირიანი კურსი დაასრულა და ადგილობრივ ორგანიზაციაში მილსადენების შემდუღებლად დასაქმდა. 


30 წლის დერიუს გოშა, მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა ლოს ანჯელესში, როდესაც პანდემიამ მას  Bath and body works- ის გაყიდვების სართულზე სამუშაო დააკარგვინა.

ის ახლა ბირმინგემის შტატში დედასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს.

 

57 წლის ბარბარას  კი მარტის თვეში დასუფთავების სამსახურის დატოვება მოუწია და ქალიშვილთან ერთად ნოუ ჰეივენიდან ნიუ იორკში დაბრუნდა.


ყველა ელოდება ეკონომიკის მიერ ნაცნობი სამუშაო ადგილების აღდგენას. თუ საცალო ვაკანსიები არ არის, მე შემიძლია საწყობში ვიმუშაო და ასევე კარგად შემიძლია მუშაობა კონვეიერზე”, - თქვა გოშამ. 


ერთადერთი, რისი გაკეთებაც არ მსურდა, არის და თხრილების გათხრა.” სამსახურის რამდენიმენკვირიანი ძიების შემდეგ, მან სეზონური პოზიცია გაზონისა და მებაღეობის სფეროში დაიკავა.


31 წლის ოსტინ ურიკი , რომელმაც  მარტის თვეში ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისთვის აღჭურვილობის გაყიდვების სფეროში სამსახური დაკარგა, ჰიუსტონის მახლობლად მდებარე სან ჟაკინტოს კოლეჯში ინსტრუმენტული და ელექტრო სისტემების შესასწავლად ჩაირიცხა. იგი ”ნავთობისა და გაზის კომპანიების მიერ გამოყენებული ლიანდაგებისა და ტუმბოების დაკალიბრებისა და შეცვლის შესახებ” კურსს გაივლის. 


გარდა იმისა, რომ მას აქვს კარგი უნარები, ასევე შეუძლია ლიდერობა და გუნდის მართვა, თუმცა ჯერჯერობით არანაირი შემოთავაზება არ მიუღია.


" ეს შემაშფოთებელია, - თქვა მისტერ ურიკმა. ”მაგრამ ჩემი გეგმა B არ არის მხოლოდ ნავთობი და გაზი.” აპარატურის ხარისხის მიღება შესაძლებელია სხვადასხვა მიმართულებით. ”მე შემიძლია ვიმუშავო ლიფტების კომპანიაში ან საავადმყოფოში, ან ყველგან სადაც ჩემი ლიანდაგი წავა”- დასძინა მან. ”ბოლოს და ბოლოს შემიძლია ქუჩაში ჩავიდე ბუდვაიზერთან”.


ჰარისის ოლქმა სექტემბრიდან დაახლოებით 160,000 სამუშაო დაკარგა.


”სამუშაო ძალების განვითარება მთავარი პრიორიტეტი იყო, როდესაც ოფისში მოვედი,” - თქვა ადრიან გარსიამ, კომისარმა, რომლის რაიონიც ყველაზე ღარიბია.


 ”ახლა, პანდემიის პირობებში, ეს კრიტიკულია.” სასწავლო პროგრამის შევსებისთანავე, იგი იმედოვნებს, რომ ქვეყანა მოიძიებს ფულს მის დასაფინანსებლად. 


მიუხედავად მასშტაბისა, მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება მშრომელთა დახმარება ახალ ეკონომიკაში გადასვლის პროცესში, სადაც ბევრი სამუშაო აღარ არის, ხოლო რაც ხელმისაწვდომია ხშირად  დახვეწილ ციფრულ ინსტრუმენტებს საჭიროებს.


”პრეზიდენტმა რუზველტმა დიდი დეპრესიის პირობებში უმუშევართა დიდი რაოდენობა დაასაქმა იმ პროექტებზე, რომლებმაც შექმნა მრავალი კაშხალი გზა და ხიდი. ჩვენ ასეთი რამ გვჭირდება ”. Rhode Island იყენებს ფულს CARES აქტიდან, იმისათვის, რომ დააფინანსოს ტრენინგების ინიციატივა, რომელიც ადამიანებს შეასწავლის და დაასაქმებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბავშვის მოვლა და ტრანსპორტირება.


გუბერნატორი ჯინა რაიმონდო მიიჩნევს, რომ პანდემია ბევრ რამეს გვთავაზობს? თუმცა აღნიშნავს, რომ ამ შესაძლებლობების გამოყენება რთულია.


ეს ყველაფერი ადვილი სათქმელია და ძნელი გასაკეთებელი," - თქვა მან. ”ჩვენ ვსაუბრობთ მთელი ეკონომიკის გარდაქმნაზე, რაც ძალიან რთულია.”


ბატონი სიმინოსკი კი იმედოვნებს, რომ მისი გადასვლა თემატიკის პარკის სცენის მენეჯერიდან  კინოს ელექტრიკოსობაზე გაამართლებს,მაგრამ სანამ ის ამ საქმის შესწავლას ელოდება, მას კვლავ დასჭირდება სუფრაზე სადილის გატანა, ასე რომ, უახლოესი მომავლისთვის ფიქრობს ავტოსკოლაში სწავლის დაწყებას  და სატვირთო მანქანისთვის მართვის მოწმობის აღებას. 


ეს ძვირია - დაახლოებით $ 1,600 ღირს, - თქვა მან. ”მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ტრენინგს თვეზე ნაკლები დასჭირდება და დაუყოვნებლივ დასაქმებას შევძლებ. 


Nytimes.com



 თაკო კვაჭანტირაძემ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up