პოსტ-კოვიდ პერიოდის გამოწვევები და შესაძლებლობები ქართული ლაბორატორიებისთვის

პოსტ-კოვიდ პერიოდის გამოწვევები და შესაძლებლობები ქართული ლაბორატორიებისთვის

access_time2020-06-04 11:48:20

 „კომერსანტი“ დაინტერესდა თუ რა გავლენა იქონია კორონავირუსმა ქართულ ლაბორატორიებზე და ესაუბრა „ხარისხის ლაბორატორია-Quality Lab“ დირექტორ ირაკლი ჭკადუას: 


„გლობალურმა ლოკდაუნმა არსებითი ზეგავლენა მოახდინა  ყველა სექტორზე და გამონაკლისი არც ჩვენი ლაბორატორია იყო, თუმცა არც ერთი დღით არ შეგვიწყვეტია საქმიანობა და კოვიდ-პანდემიის პერიოდში ძირითად ფოკუსირებას ვახდენდით სადისტრიბუციო კომპანიების ჰიგიენური და სანიტარული ნორმების ასევე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ  იმპორტირებული პროდუქციის კონტროლზე.


 ფაქტიურად შესაძლებელია ითქვას, რომ ფრონტის წინა ხაზზე ვიდექით, ვინაიდან  პანდემიის პერიოდში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ასევე ადამიანებისთვის შესაძლო საფრთხის შემცველი ბიოლოგიური აგენტების გამოვლენა სასურსათო პროდუქტში, ასევე ჰიგიენური და სანიტარული ნორმების კონტროლი.



  როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი ლაბორატორიის მიერ ყოველწლიურად ხდებოდა იმ  ტიპის ახალი ISO კვლევის მეთოდების დანერგვა-აკრედიტაცია, რასაც  სხვა ლაბორატორიები არ ახორციელებდნენ და  სამოქმედო სფეროში  იმ მაჩვენებლების დამატება, რომლიც ხელს შეუწყობდა მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვას და ქართული პროდუქციის ექსპორტს.


 ამ ეტაპზე აკრედიტაციის რეჟიმშია რამდენიმე  მეთოდი, მათ შორის კვლევები გლუტენის შემცველობაზე და სურსათის ვადის განსაზღვრაზე, რომლებიც საქართველოში აქამდე არ ხდებოდა. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უკვე  დამტკიცდა „სურსათის ვარგისიანობის ვადის განსაზღვრის, მონიტორინგის და ვალიდაციის“  საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაიდლაინი, რომელიც აბსოლიტურად შეესაბამება ევროპულ და ამერიკულ ანალოგებს  და  მოგვეცა საშუალება დაგვეწყო მუშაობა აღნიშნული მეთოდების დანერგვაზე,  რომელიც  აქტიურად მიმდინარეობდა უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. მხოლოდ სურსათის ვადის განსაზღვრაზე სფეროს ვალიდაციის პერიოდში  ჩატარდა 5000-მდე კვლევა სხვადასხვა პარამეტრებზე, იყო შრომატევადი და დიდ ფინანსურ დანახარჯებთან დაკავშირებული, თუმცა შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის.   


 კოვიდ-პანდემიის პერიოდში ასევე  მონაწილეობა მივიღეთ და წარმატებით გავიარეთ მსოფლიოში განთქმული, ოფიციალურად აკრედიტირებული ბრიტანული ორგანიზაციების Fapas-ის და Fera Science-ის მიერ მოწყობილ, საერთაშორისო პროფესიულ ტესტირება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევაში, რომელიც სხვა ტესტირებებიდან გამორჩეული იყო სირთულით.  აღსანიშნავია რომ მსოფლიო მაშტაბით მონაწილე 61 ლაბორატორიიდან მხოლოდ 11-მა ლაბორატორიამ  შეძლო სრული შედეგების წარდგენა, რომელთა შორისაც ვიყავით  და როგორც თვისობრივ, ასევე რაოდენობრივ კვლევებში „ხარისხის ლაბორატორიამ“ 100% სიზუსტე აჩვენა“.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up