პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოსტა, კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ოკუპანტების მიერ დანგრეული ირპენი მოინახულა.
არასდროს დამავიწყდება ვიზიტი ირპენში. ნგრევა და ძალადობა აბსოლუტურად შემზარავია. მე ვამოწმებ, რომ თავდასხმები იყო ბოროტული, განურჩეველი და გაუმართლებელი, - ამბობს კოსტა.