პორტუგალია ვირუსის გავრცელების საშინელ ფაზაშია, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიო კოსტამ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
პრემიერი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სიტუაციის დასტაბილურებას შესაძლოა, რამდენიმე კვირა დასჭირდეს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პორტუგალიაში კოვიდ-19“-ის 668 951 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსით 11 305 ადამიანი დაიღუპა.
ლეტალური შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი პორტუგალიაში გუშინ დაფიქსირდა. ვირუსით 24 საათში 293 ადამიანი დაიღუპა.
1tv.ge