ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გამო, 1-ლი ივლისიდან პორტუგალიაში, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა. ამიერიდან ტურისტებს აღარ მოუწევთ ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის ან უარყოფითი პისიარ ტესტის პასუხის წარდგენა.
შეზღუდვების მოხსნა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული.
ცოტა ხნის წინ, მსგავსი პრეცედენტი დაფიქსირდა ეგვიპტეშიც. ქვეყნის ხელისუფლებამ ტურისტებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოხსნა. მოგვიანებით ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს იტალიამ და კვიპროსმა.
bpn.ge