პორტუგალია ევროკავშირში ყველაზე ბევრ ველოსიპედს აწარმოებს

პორტუგალია ევროკავშირში ყველაზე ბევრ ველოსიპედს აწარმოებს

access_time2021-11-25 13:50:00

პორტუგალია ევროკავშირში ველოსიპედების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანაა. ამის შესახებ BBC ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის, Eurostat-ის გასული წლის მონაცემბზე დაყრდნობით იუწყება.


„ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბევრმა ადამიანმა შეიძლება, არ იცოდეს, რომ გასულ წელს პორტუგალიაში 2,6 მილიონზე მეტი ველოსიპედი დამზადდა,“ - იუწყება ტელეკომპანია.


ეს ევროკავშირში წარმოებული მთლიანი 12,2 მილიონი ველოსიპედის მეხუთედზე მეტია. მეორე ადგილზე არის იტალია 2,1 მილიონი ველოსიპედით, მესამეზე კი - გერმანია, სადაც 1,3 მილიონი ველოსიპედი დაამზადეს. საშუალოდ, 1,1 მლიონი ველოსიპედი აწარმოეს პოლონეთში, ხოლო ტოპ-5-ეულის მეხუთე ადგილზე ბულგარეთია ნახევარ მილიონამდე ველოსიპედით, რომელიც, სხვათაშორის, საფანგეთს, ჩეხეთს, ავსტრიასა და ნიდერლანდებს უსწრებს. ამ ქვეყნებში, საშალოდ, 300-400 ათასი ველოსიპედი დამზადდა.


BBC-ის ცნობით, პორტუგალია ველოსიპედის ცნობილი ბრენდებით არ გამოირჩევა. სამაგიეროდ, ის პროდუქციას, ძირითადად, უცხოური კომპანიებისთვის აწარმოებს. მაგალითად, პორტუგალიის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, RTE ველოსიპედებს ფრანგულ გიგანტ Decathlon-ისთვის ამზადებს. კიდევ ერთი მსხვილი კომპანია, FJ Bikes Europe ტაივანის Fritz Jou Manufacturing-ს ეკუთვნის.


ველოინდუსტრია ერთი პატარა ქალაქის, აგუედას გარშემო არის კონცენტრირებული, რომელიც ცენტრალურ პორტუგალიაში, პორტოს სამხრეთით, დაახლოებით 75 კმ-ის (47 მილის) მოშორებით მდებარეობს. სრული ველოსიპედების წარმოების გარდა, არსებობს ფირმები, რომლებიც ველოსიპედის ნაწილებს ან აქსესუარებს ამზადებენ. მაგალითად, კომპანია Rodi. მთლიანობაში, ქალაქ აგუედასა და მის გარშემო 60-ზე მეტი ქარხანა მუშაობს და სექტორში, თითქმის, 8000 ადამიანი არის დასაქმებული.



კომპანია Miranda ველოსიპედის მექანიზმებისთვის, მათ შორის ელექტრო ველოსიპედებისთვის გადამცემ კომპლექტებს აწარმოებს. 1940 წელს, დაარსების შემდეგ კომპანიამ შემოსავლების საუკეთესო მაჩვენებელი წელს პირველად დააფიქსირა, რამაც 27 მლნ ევრო (30 მლნ დოლარი) შეადგინა.


BBC-ის ცნობით, პორტუგალიის ველოსიპედის ინდუსტრია ცნობილია თავისი ხარისხით და სარგებლობს იმითი, რომ ევროპელ მომხმარებლებს, აზიელ კონკურენტებთან შედარებით, ბევრად უფრო მოკლემანძილიან მიწოდების ქსელს სთავაზობს. ამასთან, პორტუგალიას ევროკავშირში ჩინური ველოსიპედის იმპორტზე დაწესებული ტარიფები მეტად ეხმარება. ეს დამატებითი გადასახადი ან ბაჟი სტანდარტული ველოსიპედებისთვის 48,5%-მდე, ელექტრო ველოსიპედებისთვის კი 79,3%-მდე არის განსაზღვრული.


პორტუგალიური ველოსიპედის სექტორის სავაჭრო ორგანოს, Portugal Bike Value-ს გენერალური მდივანი, გილ ნადაისი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს ინდუსტრიაში მთლიანი ექსპორტი 20%-დან 30%-მდე გაიზრდება.


bpn.ge





თეგები:
ველოსიპედი



„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში
access_time2021-12-07 10:00:58
„ინფლაცია არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, ეს არის მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების გამოწვევა. აშშ-ში 6.2% ინფლაცია, გერმანიაშიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან მაღალი ინფლაციაა და ნუ წარმოვაჩენთ ამას როგორც მხოლოდ საქართველოს პრობლემას, ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიტანა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე...

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას
access_time2021-12-06 15:50:29
მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდება ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით წლის ბოლომდე. დაიბრუნებს როგორც დეკემბრის, ისე იანვრის კომუნალური გადახდების საკომისოს. შეღავათი მოიცავს კომუნალური, სადაზღვევო, საფოსტო და სწავლის გადახდებზე...


მსგავსი სიახლეები

up