„პორშეს“ ოფიციალურმა იმპორტიორმა პანდემიურ 2020-ში 5.79 მილიონი ლარის მოგება მიიღო

„პორშეს“ ოფიციალურმა იმპორტიორმა პანდემიურ 2020-ში 5.79 მილიონი ლარის მოგება მიიღო

access_time2022-01-17 14:00:27

შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელმა“ – საქართველოში „პორშეს“ ოფიციალურმა იმპორტიორმა, პანდემიური 2020 წელი მოგებით დაასრულა.

 

პანდემიის მიუხედავად, მოთხოვნა ავტომობილებზე კომპანიას არ შემცირებია, 2020 წელს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის“ რეალიზაციამ 30.89 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 3%-ით მეტია წინა წლის შედეგზე - 2019 წლის რეალიზაცია 29.95 მილიონი იყო. საერთო მოგებამ 2020 წელს 5.79 მილიონი ლარი შეადგინა, რითაც 2019 წლის მონაცემებს 10%-ით აჯობა.

 

2020 წელს საოპერაციო მოგებამ 3.41 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 32%-ით მეტია 2019 წლის საოპერაციო მოგებაზე, რომელიც 2.58 მილიონი ლარი იყო. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ საოპერაციო მოგების ზრდა პირველ რიგში გამოწვეულია გაყიდული მანქანების და, შესაბამისად, მარჟის ზრდით, ასევე არსებული რესურსების ოპტიმალური გამოყენებით და საოპერაციო ხარჯების დაზოგვით.


საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები 2020 წელს 10%-ით შემცირდა და 1.52 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიამ მოახდინა არსებული რესურსების ოპტიმალური გამოყენება, არ გაზრდილა კადრების რაოდენობა და არსებული პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე შემცირდა მივლინების ხარჯები.

 

რაც შეეხება კომერციულ ხარჯებს, 2019 წელს კომპანიის კომერციული ხარჯი 1.06 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო 2020 წელს ეს რიცხვი 36%-ით 0.68 მილიონ ლარმდე შემცირდა. ირკვევა, რომ კომპანიის კომერციული ხარჯის უდიდეს ნაწილს 2019 წელს წარმოადგენდა სხვადასხვა საიმიჯო, მარკეტინგული ღონისძიებები, რომლებიც 2020 წლის განმავლობაში არსებული პანდემიური სიტუაციიდან და კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე არ განხორციელებულა.

 

კომპანიის ფინანსური ხარჯი უმეტესწილად წარმოადგენს საპროცენტო ხარჯს და გადაფასებიდან მიღებულ ზარალს კომპანიის საბანკო ვალებსა და სხვა ინსტრუმენტებზე. 2020 წელს ზარალი საკურსო სხვაობიდან 0.55 მილიონი ლარი იყო, ხოლო 2019 წელს - 0.2 მილიონი ლარი. ანგარიშგების მიხედვით, ეს ზრდა გამოწვეულია ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ვალუტაში არსებული ვალდებულებების გაზრდით.

 

ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით „პორშეს“ აქტივები 13 853 000 ლარს შეადგენდა, კაპიტალი კი - 5 263 000 ლარს. კომპანიას 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით 28 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული.

 


ირკვევა, რომ კომპანია 2020 წლის განმავლობაში ბაზარზე წარმოდგენილი იყო შემდეგი სამოდელო ხაზით:

• Porsche Cayenne/Cayenne Coupe (S/GTS, Plug-in hybrid, Turbo/Turbo S Hybrid);

• Porsche Macan /S/GTS

• Porsche Panamera / Panamera sport Turismo (4/4S/GTS, Plug-in Hybrid, Turbo/Turbo S Hybrid);

• Porsche Taycan 4S/Turbo/Turbo S;

• Porsche 718 Cayman/Boxster (S/GTS);

• Porsche 911 Coupe /Cabrio (S/4S/GTS/Turbo/Turbo S);

• Mazda 3;

• Mazda 6;

• Mazda CX3

• Mazda CX30;

• Mazda CX5;

• Mazda CX9;

• Mazda MX5;

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს პორშეს სამოდელო რიგს დაემატა პირველი სრულიად ელექტრო ავტომობილი:

• Porsche Taycan;

ხოლო, 2021 წელს სამოდელო რიგს დაემატა:

• Porsche Taycan cross Turismo;

ხოლო განახლდა:

• Porsche Macan;

• Porsche Panamera;

 

შეგახსენებთ, რომ შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“ 2010 წელს დაარსდა და შპს „თეგეტა მოტორსის“ შვილობილი კომპანიაა. იგი გერმანული ბრენდი Porsche-ს და იაპონური ბრენდი Mazda-ს ოფიციალურ იმპორტიორი და ავტორიზებული სერვის ცენტრია საქართველოში.

 

 

ბაჩო ადამია


თეგები:
პორშე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up