„პორშე ცენტრი თბილისის“ რეკორდული გაყიდვები და თანამედროვე სტანდარტების შოურუმი  2022-ის გეგმებში - ინტერვიუ პეტრე წაქაძესთან

„პორშე ცენტრი თბილისის“ რეკორდული გაყიდვები და თანამედროვე სტანდარტების შოურუმი 2022-ის გეგმებში - ინტერვიუ პეტრე წაქაძესთან

access_time2022-03-14 15:05:02

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, „The Volkswagen Group“-მა, რომლის ერთ-ერთი ბრენდი პორშეა, რუსული ბაზარი დატოვა. კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ იმედს იტოვებენ, კონფლიქტის გადაწყვეტა დიპლომატიურ ჩარჩოებს დაუბრუნდება და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მოხდება.

 

როგორ აისახება უკრაინაში განვითარებული მოვლენები და რუსეთისათვის დაწესებული სანქციები ავტოინდუსტრიასა და მათ შორის, ქართულ წარმომადგენლობებზე - ამ ეტაპზე რთული სათქმელია. თუმცა, მანამდე, პორშეს საქართველოს ოფისში პანდემიური წელი შეაჯამეს. ,,პორშე ცენტრი თბილისმა“ გასული წელი რეკორდულად მაღალი მაჩვენებლებით დაასრულა. გაყიდვები წლიურად - 65%-ით,  2019 -თან შედარებით კი 32%-ით გაიზარდა. „თეგეტა ჯგუფში“ შემავალმა კომპანიამ 2022-ისთვის კიდევ უფრო მასშტაბური ამოცანები დაისახა მიზნად. კომპანია მზად არის, დანაპირები შეასრულოს - პრემიუმ ბრენდის მომხმარებელს, ახალ მოდელებთან ერთად, გაუმჯობესებული, კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სერვისი შესთავაზოს. როგორია კომპანიის სტრატეგია ამ მიზნის შესასრულებლად?

უკვე მიღწეულ შთამბეჭდავ შედეგებსა და მიმდინარე წლის ამბიციურ გეგმებზე „პორშე ცენტრი თბილისის“ გენერალური დირექტორი პეტრე წაქაძე საუბრობს.   

 

,,2021 წელს კომპანიამ  91 ახალი და 30 მეორადი პორშე გაყიდა, თუმცა პოტენციალი მეტი იყო. მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი პანდემიის მორიგი ტალღა და მისი თანმხლები პრობლემები იყო, პირველ რიგში  მიკროჩიპები დეფიციტი, რამაც არაერთი კომპანიის წარმოება შეაფერხა. ეს საკითხი გარკვეულწილად, პორშე ცენტრი თბილისსაც შეეხო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პოტენციური რისკები ბევრად ადრე შევაფასეთ, გლობალურ გამოწვევას მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდით. საჭირო იყო თამამი ნაბიჯები, რაშიც დიდი ხელშეწყობა მივიღეთ პორშეს სათავო ოფისისგან, - აცხადებს პეტრე წაქაძე.



კრიზისის რეჟიმის სამუშაო პროცესად ქცევა და სირთულეების შესაძლებლობების ჭრილში განხილვა „პორშე ცენტრი თბილისისთვის“ უწყვეტ ჯაჭვად იქცა, რაშიც თითოეულ თანამშრომელს დიდი წვლილი მიუძღვის.

 

2021 წელი პორშესთვის შემოსავლების ნაწილშიც რეკორდული იყო. 2020-თან შედარებით 90%-იანი ზრდა გვქონდა, ხოლო 2019-თან შედარებით - 96%-იანი. რა თქმა უნდა, მეტად ორგანიზებულად შევხვდით პანდემიურ პერიოდს და ის საკითხებიგავითვალისწინეთ, რომლებსაც კრიზისულ პერიოდში 2020 წელს შევეჩეხეთ. მთავარი იყო, რომ თამამი ნაბიჯების გადადგმის არ შეგვეშინდა, რაშიც პორშე ცენტრი თბილისის გუნდის დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი და რამაც მოგვცა მუხტი, რომ წარსულზე ნაკლები გვეფიქრა და პორშეს სიჩქარით გვევლო წინ.

 

პორშეს გამორჩეულ მოდელებს შორის, მსოფლიო მასშტაბით 2021 წელს განსაკუთრებით პოპულარული Porsche Taycan იყო, რომლის გაყიდვებმაც 41,296 შეადგინა. ტაიკანი - ესაა პორშეს პირველი, სერიული ელექტრომობილი, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობდა, რათა იდეალური სპორტული ელექტროავტომობილი მიეღო.

 

პორშემ ეს შეძლო - ტაიკანი არ არის მხოლოდ ელექტროავტომობილი, მასში პორშეს ხასიათი, პორშეს DNA იგრძნობა. ბაზარზე ლიდერის პოზიცია ტაიკანმა, როგორც საუკეთესო ელექტროავტომობილმა, 40-ზე მეტი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოთი დაამტკიცა. ინტერესი დიდი იყო. როგორც მსოფლიო, ისე ქართულ ბაზარზე ტაიკანმა შექმნა მოლოდინები, რომელიც მართვის პირველი წამებიდან მართლდება.

 


,,პორშე ცენტრი თბილისი“, რომელიც საქართველოში პორემიუმ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, იყო პირველი, რომელმაც ქართულ ბაზარზე სრულფასოვანი ელექტროავტომობილი შემოიყვანა პორშე ტაიკანის სახით. გაყიდვების პროგნოზირება არათუ რთული, არამედ შეუძლებელიც იყო.


ტაიკანი 2020-ში შემოვიყვანეთ.  პირველი თვეების განმავლობაში მომხმარებელი  მხოლოდ აკვირდებოდა. ამ პერიოდში ინფორმაციის ინტენსიურად და სწორად მიწოდებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა წარმატებულ გაყიდვებში. დღესდღეობით 30-ზე მეტი ტაიკანია გაყიდული და მასზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ფეხს მსოფლიო ტენდენციას ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების პოპულარიზაციის თვალსაზრისით და 2022 წელიც შესაბამისად დავგეგმეთ, რომ, ჯამურად, გაყიდული ავტომობილების 50% ჰიბრიდული ან ელექტროძრავის უნდა იყოს.

 

საერთაშორისო მოთხოვნებისა და, ამასთანავე, ქვეყანაში ელექტრიფიცირების ხელშეწყობის ფარგლებში,  კომპანიამ საქართველოს 6 რეგიონში  ელექტროდამტენები განათავსა, რომლითაც როგორც ტაიკანის, ისე ნებისმიერი ელექტრომობილის დატენაა შესაძლებელი. ,,პორშე ცენტრი თბილისი“ გეგმავს, რომ 2022 წელს ელექტრომობილის დამტენები ახალ ლოკაციებზეც განათავსოს და მეტი რეგიონი მოიცვას.

 

პორშე ცენტრი თბილისი“ რეგიონის მასშტაბით ელექტროავტომობილების სერვისის პირველი ჰაბია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა ჩვენთვის. ამის მისაღწევად ჩვენ, ერთი მხრივ, განვახორციელეთ საკმაოდ დიდი ინვესტიცია როგორც ელექტროავტომობილების დამტენების და სპეცინსტრუმენტების შესყიდვის, ისე საგანმანათლებლო თვალსაზრისით. ჩვენი მექანიკოსები მუდმივად გადიან გადამზადების კურსებს სხვადასხვა ქვეყანაში. წელს ჩვენმა თანამშრომლებმა ელექტროავტომობილებთან მუშაობის დამადასტურებელი ვერცხლის სერტიფიკატები მიიღეს“.

 

როგორც იცით, პორშეს ისტორია სპორტქარებიდან იწყება. პორშეს დახვეწილი და განსაკუთრებული მოდელებიდან ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და ლიმიტირებული მოდელია Porsche 911, GT2 RS. ამ იშვიათ მოდელებს თბილისის ქუჩებშიც შეხვდებით.

 

ძალიან გასახარია, რომ ამ ინჟინრულ შედევრებზე საქართველოშიც  წლიდან წლამდე მზარდია მოთხოვნა, სადაც ჩვენ ბაზრის უპირობო ლიდერები ვართ. 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, მომხმარებლებს სამჯერ მეტი სპორტქარი მივაწოდეთ, რაც ასევე რეკორდული გაყიდვების მაჩვენებელია პორშე ცენტრი თბილისის ისტორიაში.


ზოგადად, 911 პორშეს აიქონიქ მოდელია. საქართველოს ბაზარზე რამდენიმე 911 GT2 RS-ია. ეს მოდელი 911-ებში ყველაზე მძლავრი და უფრო სარბოლო ტრასაზე ორიენტირებული. ის შეზღუდული რაოდენობით იწარმოება, დროის გარკვეულ მონაკვეთებში. შესაბამისად, GT2 RS-ს და ზოგადად, პორშეს GT ვერსიებს, კონკრეტული სამიზნე აუდიტორია ჰყავს და სასიხარულოა, რომ ქართველი მომხმარებლების ინტერესი ამ თვალსაზრისითაც გაზრდილია, - აცხადებს ცენტრის გენერალური დირექტორი.



2022-ის მთავარი სიახლე ახალი, ბევრად უფრო მასშტაბური შოურუმია. ცენტრი, რომლის რენოვაციაც უკვე დაწყებულია, პორშეს უახლესი სტანდარტებით იქნება მოწყობილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ ასეთი სტანდარტების შოურუმი ჯერ მხოლოდ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია, ერთ-ერთი კი სწორედ საქართველო იქნება. ახალი ცენტრის გახსნა ივნისში იგეგმება.

 

ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტრის მშენებლობა გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე გახდა საჭირო, რათა მომხმარებელს სასურველი სერვისი და პრემიუმ ბრენდის ახალი მოდელები კიდევ უფრო სწრაფად და თან კომფორტულ გარემოში შევთავაზოთ. წელს განახლებული მოდელების მხრივ წარმოვადგენთ კაიენის და პანამერას Platinium Edition ვერსიებს, ასევე Taycan GTS-ს და მეოთხე კვარტალში უკვე - 911 GT3 RS-საც. მუდმივად ვცდილობთ, ავტომობილის შეძენის პროცესი ჩვენი მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მოქნილი გავხადოთ. ჩვენი ციფრული სერვისები ახლა უფრო მრავალფეროვანია. ვთარგმნეთ და ქართულ ენაზე შევთავაზეთ წელს მომხმარებელს პორშეს კონფიგურატორი, რომლის დახმარებითაც სასურველი მოდელის აწყობას საკუთარი გემოვნებით  შეძლებს“.

 

 

წლის გეგმა კვლავ რეკორდსმენობაა - „პორშე ცენტრი თბილისი“ 2022 წლის ისევ რეკორდული გაყიდვებით დახურვას გეგმავს. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალამდე კვლავაც დარჩება ავტომობილის სხვადასხვა კომპონენტის გლობალური დეფიციტი, რაც, გარკვეულ შემთხვევებში, დაგეგმილ გრაფიკებთან აცდენას იწვევს. თუმცა, ამაზე „პორშე ცენტრი თბილისის“ გენერალურ დირექტორი ერთი ფრაზით გვპასუხობს: ჩვენთვის გამოწვევები არ აღიქმება როგორც პრობლემა, პირიქით, მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ გავიზარდოთ, რათა გერმანული ხარისხით და სიზუსტით შევთავაზოთ მომხმარებლებს მათთვის სასურველი მსოფლიოს ინჟინრული შედევრი-Porsche  J.

 

 

(R)




თეგები:
პორშე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up