Porsche Cayenne Platinum Edition საქართველოშია

Porsche Cayenne Platinum Edition საქართველოშია

access_time2022-07-04 16:36:15

  • „პორშე ცენტრი თბილისი“ Platinum სერიის მოდელის გაყიდვებს იწყებს


დახვეწილი დიზაინი და გამორჩეული აღჭურვილობა - გერმანული ავტოგიგანტის სპეციალურ სერიას „პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ექსკლუზიურად სთავაზობს.  

 

Porsche Cayenne Platinum Edition კომპანიამ საგანგებოდ მოწყობილ საღამოზე წარადგინა და სტუმრებს პრემიუმ კლასის სპორტული ავტომობილის ტექნიკური მონაცემები გააცნო. ღონისძიება „შატო დე ვერეში“ გაიმართა, რომელსაც პორშეს მომხმარებლები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Platinum Edition-ის პრეზენტაციას კომპანიის დირექტორი უძღვებოდა.




პეტრე წაქაძე, Tegeta Premium Vehicles დირექტორი: „გერმანული ბრენდის გამორჩეული მოდელის სპეციალური სერია ქართველი მომხმარებლისათვის უკვე ხელმისაწვდომია. ჩვენს სტუმრებსა და პორშეს მოყვარულებს  Porsche Cayenne Platinum Edition წარვუდგინეთ, მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და შესაძლებლობების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია. მომხმარებელზე ზრუნვა, მათთვის კომფორტის შექმნა და რაც მთავარია, პრემიუმ ბრენდის, პორშეს სრული სამოდელო რიგის შეთავაზება ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მომხმარებლის მოთხოვნებისა და განწყობების შესახებ, ამ უკუკავშირის მისაღებად კი ვფიქრობთ, მსგავსი არაფორმალური შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა“. 


პორშე კაიენის Platinum  სერია საბაზისო მოდელში გვთავაზობს ისეთ დამატებით ოფციებს, როგორებიცაა: LED ფარები - Porsche Dynamic Light System (PDLS), 21-დიუმიანი RS Spyder Design დისკები, პანორამული სახურავი, BOSE-ის აუდიოსისტემა, ანალოგური საათი, მულტიფუნქციური საჭე, ტყავის სპორტული სავარძლები პორშეს ლოგოთი, „Platinum Edition“-ის ლოგო ალუმინის ელემენტებით ინტერიერში, დამუქებული შუშები და სპორტული გამონაბოლქვის მილები.

 

კონცეპტუალურ ღონისძიებაზე სპეციალურად მოეწყო საგამოფენო სივრცეც, სადაც მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინის სტენდებზე ბრენდის განვითარების ისტორია იყო დატანილი.





რა აქვს საერთო ბრენდის წარსულსა და მომავალს - გამორჩეული, ელეგანტური სტილი და თანამედროვე ხედვა. ამ კონცეფციით დაგეგმილ საღამოზე, სიმბოლურად, პორშეს სხვადასხვა თაობის  მოდელები წარმოადგინეს: გასული საუკუნის 90-იან წლებში წარმოებული და უკვე ლეგენადად ქცეული Porsche 964, განსაკუთრებული 991 GT3 და Porsche Taycan, რომლითაც პორშეს სრულად ელექტრომობილების ისტორია დაიწყო, ავტომანქანა ბაზარზე 2019-ში გამოჩნდა და ამ დროისათვის 40-ზე მეტი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია.

 

„შატო დე ვერეში“ გამართული ღონისძიების პარტნიორი სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ახალი ბრენდი „პრიმო“ იყო, რომელიც მომხმარებელს პრემიუმ დაზღვევას სთავაზობს.

---

 

„პორშე ცენტრი თბილისი“ „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე, კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.


(R)





ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება
access_time2022-08-12 23:55:40
ლიკუნა კოტეტიშვილს საქორწილო აქსესუარების დამზადების იდეა საკუთარი ქორწილის შემდეგ გაუჩნდა. დღეს კი კომპანია მომხმარებელს სხვადსხვა სახის საქორწილო მომსახურებასა და აქსესუარებს სთავაზობს.   როგორც "ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარების" დამფუძნებელი "ბიზნესპარტიორთან" ყვება, ქორწილში მის მიერ დამზადებულმა დეკორაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ აქედან წამოვიდა იდეა ეს ყველაფერი ბიზნესად ექცია.   "პირადად ჩემთვის, ეს არის სფერო,...

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას
access_time2022-08-12 23:00:51
Reuters-ის სააგენტოს ცნობით, რამდენიმე წყაროს თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უნდა გამოაცხადოს თავისი კანდიდატურის ხელახლა წამოყენების შესახებ უფრო ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ, ნოემბრის რბოლამდე კონგრესში, რათა გააქარწყლოს სპეკულაციები დემოკრატების გეგმების შესახებ 2024 წლის საარჩევნო კამპანიის წინ.   ბაიდენი, რომელიც 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ 80 წლის გახდება, სულ უფრო მეტი შეკითხვის წინაშე დგას თავისი პოლიტიკური მომავლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ...

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“
access_time2022-08-12 20:02:05
„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“ -  ამის შესახებ ინფორმაციას  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კომერსანტი“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.  მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ,...

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე
access_time2022-08-12 17:58:05
ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს, როგორ მილსადენიდან ასევე რკინიგზიდან, აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გია არაბიძე, რითაც ის ყაზახური ნავთობის, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაწყებას გამოეხმაურა. როგორც...

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2022-08-12 17:30:06
12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.73 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7880 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7916 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1508 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2829 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up