პოპულიზმი და კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა - რა ხდება მეორე ტურის წინ

პოპულიზმი და კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა - რა ხდება მეორე ტურის წინ

access_time2021-10-29 10:00:14

თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ტური 64-დან 20 ქალაქში ხვალ, 30 ოქტომბერს ჩატარდება. ბოლო ერთ თვეში ისედაც მაღალი პოლარიზაცია კიდე უფრო გაღრმავდა. გახშირდა პოპულისტური და არაკონსტიტუციური განცხადებებიც. მელიას დაპირებების შესრულებას წელიწადში დამატებით 356 მლნ ლარი სჭირდება, პრემიერი კი ღიად აცხადებს რომ ოპოზიციური მერის არსებობა ვერ წარმოუდგენია.

 


დედაქალაქში პირველობისთვის ნიკა მელია და კახა კალაძე იბრძვიან. პირველი ტურის წინ მელიას წინასაარჩევნო კამპანია ფაქტობრივად არ უწარმოებია და რაიმე კონკრეტული დაპირება არ გაუცია. აქცენტი ძირითადად ე.წ. რეფერენდუმზე იყო გადატანილი, მაგრამ რადგან ქართულმა ოცნებამ ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ ნაწილში 43%-ზე მეტი აიღო, მეორე ტურის წინ ტაქტიკა შეცვალა და უხვი სოციალური დაპირებები გასცა.

 


სკოლები განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია, მერიის კომპეტენციის საგანს არც პენსიების ზრდა წარმოადგენს, თუმცა შეუძლებელი არც ერთია. 2002 წელს, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი გახდა, თბილისში 14 ლარიან პენსიას 3 ლარი დაამატა. შეუძლებელ დაპირებას - აქციზის ფასის განულებას მელია 2014 წელს გასცემდა, მაშინ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მეორე ტურში დავით ნარმანიასთან დამარცხდა.

 


ყოველი სოციალური დაპირების შესრულებას გარკვეული თანხა სჭირდება, რაც თავის მხრივ გადასახადების გადამხდელთა ფულია. დაპირების შესრულებას პარლამენტის, ქალაქის შემთხვევაში საკრებულოს თანხმობა სჭირდება, სადაც უმრავლესობას ქართული ოცნება ფლობს.  საკრებულოს დათანხმების შემთხვევაშიც ხარჯი საკმაოდ მაღალი იქნება.

 


მელიას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 21 ოქტომბრით დათარიღებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ 180 ათასი მოსწავლის კვებას, თუ მას 170 სასწავლო დღეზე ვიანგარიშებთ, წლიურად 80 მლნ ლარი დასჭირდება. დღიურად ეს ბავშვზე 2.61 ლარია. ამ თანხით დღეს არსებული ფასებით 1 ლობიანის ან პატარა ხაჭაპურის ყიდვაა შესაძლებელი. დიდ შეკვეთაზე ერთეულის ფასი შემცირდება, მაგრამ მთავარი ეს არ არის. პრობლემა საყოველთაობაა. ოჯახების დიდ ნაწილს შვილის კერძო სკოლაში სწავლის საფასურის გადახდის საშუალება, რაც თვეში მინიმუმ 500 ლარია, არ გააჩნია, თუმცა მათგან ბევრს შეუძლია რომ შვილს საკვებად დღეში 3 ლარი გაატანოს. თვეში საშუალოდ 22 სასწავლო დღეა.  2.61 ლარზე გადაანგარიშებით ხარჯი 57.4 ლარი გამოდის, ისიც მხოლოდ იმ დროს, როდესაც სასწავლო პროცესია, მაშინ როცა ადამიანს კვება ზაფხულშიც სჭირდება. შეზღუდული რესურსის პირობებში ალბათ უფრო სამართლიანი სოციალურად დაუცველ ოჯახებზე თითო მოსწავლისთვის თვეში 100 ლარის დამატება იქნებოდა. ის რომ ქულების შეფასების სისტემა გაუმართავია და ხშირად უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანი ბაზაში ვერ ხვდება, ცალკე პრობლემაა და ცალკე მოგვარებას საჭიროებს.

 



პენსიაზე 100 ლარიანი დანამატი ქალაქის ბიუჯეტს კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება. პენსიონერთა საერთო რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 800 ათასს აღწევს და ყოველწლიურად იზრდება. 2007 წელს საქართველოში 611 ათასი ასაკით პენსიონერი იყო, 2012 წელს 683 ათასი, 2017 წელს 732 ათასი, 2020 წელს 784 ათასი. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდისა და 60-70-იან წლებში დაფიქსირებული მაღალი შობადობის გამო პენსიონერთა რაოდენობა შემდეგ წლებშიც გაიზრდება. არსებული სტატისტიკითაც კი თბილისში 230 ათასი პენსიონერია (2020 წლის მონაცემებით). 230 000 X 12 X 100=276 000 000. არსებული სტატისტიკით დათვლითაც კი საპენსიო დანამატს წელიწადში 276 მლნ ლარი, 4 წლიან ციკლში კი 1.1 მლრდ დასჭირდება, რაც საკმაოდ დიდი თანხაა თბილისის ბიუჯეტისთვის.

 


საპენსიო დანამატი და სკოლებში უფასო კვება წლიურად დამატებით მინიმუმ 356 მლნ ლარს საჭიროებს. ეს ფული რაღაცას უნდა მოაკლდეს, სავარაუდოდ ის რაღაც ახალი ავტობუსები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება.

 


პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით, მელიას გამარჯვების შემთხვევაში, ვიცე-მერის პოსტს ზურა ჯაფარიძე იკავებს. ლიბერტარიანული პოზიციების მქონე პოლიტიკოსისთვის მარქსისტული დაპირებები პრობლემა არ აღმოჩენილა, ან როგორც მინიმუმ იმაზე ნაკლები პრობლემა აღმოჩნდა, ვიდრე კალაძის შესაძლო გამარჯვება.

 


თავად კალაძემ ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სკოლებში უფასო კვების შესახებ კანონპროექტი მელიას განცხადებამდე ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა პარლამენტში დარეგისტრირებული. მალევე გაირკვა, რომ მსგავსი კანონპროექტი დარეგისტრირებული არ ყოფილა, რის შემდეგაც ოცნების წევრებმა განაცხადეს, რომ იდეას ზეპირად განიხილავდნენ.

 


დიდი სოციალური ხარჯები ეკონომიკური ზრდის ტემპს ამცირებს, მაგრამ მსგავსი დაპირება მაინც პოლიტიკოსის უფლებაა. მაგრამ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლები კონსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება. ღარიბაშვილმა რამდენჯერმე ღიად განაცხადა, რომ რომელიმე ქალაქში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ახალ მერს ცენტრალური ხელისუფლება მუშაობაში ხელს შეუშლიდა. პრემიერმა მეჭიაურის სახით კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ განვლილი 4 წელი იყო მუდმივი დაძაბულობა, მუდმივი არასტაბილურობა, ბევრი სირთულე, რაც თიანეთის მოსახლეობაზე აისახა. მანვე მოუწოდა მეჭიაურს, რომ გაიწიოს და გზა ახალგაზრდა ნიჭიერ კანდიდატს დაუთმოს. რაზედაც მეჭიაურმა უპასუხა, რომ ურჩევნია ღირსეულად წააგოს, ვიდრე ასეთი გზით გავიდეს თამაშიდან.

 


თუ მერი აუცილებლად ცენტრალური ხელისუფლების პარტიიდან უნდა იყოს, მაშინ ჩნდება კითხვა - საერთოდ რა აზრი აქვს არჩევნებს? 2021 წელს ცესკო-სთვის ბიუჯეტიდან 74.5 მლნ ლარი გამოიყო, საიდანაც 45 მლნ ლარი უშუალოდ არჩევნების ჩატარებისთვის იყო გათვალისწინებული.

 


როცა აშშ-ში ოვალურ კაბინეტში რესპუბლიკელი პრეზიდენტი ზის და ამ დროს ნიუ-იორკის მერი დემოკრატია, ეს ფაქტი არავის უკვირს, მაგრამ ერდოღანის თურქეთშიც კი 2019 წელს ანკარასა და სტამბოლში ოპოზიციურმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს.



გიორგი ელიზბარაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up