"პოპულისტური განცხადებების ავტორები პასუხს არაფერზე აგებენ, განსხვავებით ხელისუფლებისგან, რომელიც პასუხისმგებელია ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე"- თენგიზ ცერცვაძე

access_time2021-02-06 20:15:33

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანამ ინფექციის გავრცელების ნოემბერ-დეკემბრის პიკი და ამით გამოწვეული პრობლემები უკვე დაძლია.

მისი შეფასებით, საქართველოში ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია.

ეპიდვითარება სტაბილურია, შეიძლება ითქვას, რომ ნოემბერ-დეკემბრის პიკი და ამით გამოწვეული სერიოზული პრობლემები ქვეყანამ უკვე დაძლია. ბოლო ორი კვირის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტამდეა, ხოლო ბოლო დღეებში დაახლოებთ სამ-ნახევარი პროცენტი. შემთხვევათა რაოდენობა ყოველ დღე სტაბილურია და ეს იმ ფონზე, რომ ტესტების რაოდენობა მაქსიმალურად არის გაზრდილი, დაახლოებით 19 -20 ათასი ტესტი კეთდება დღეში. მივიღოთ მოცემულობად, რომ დღეს ქვეყანაში არის სტაბილური, კარგი ეპიდსიტუაცია.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10-20-ს შორის მეტყველებს. დღეს იყო 11 შემთხვევა, რაც გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. ახლა ქვეყნის, ექიმების და საზოგადოების წინაშე დგას ძალიან სერიოზული ამოცანა – შეზღუდვები, რომლიც ძალიან აწუხებს მოსახლეობას, ეტაპობრივად როგორ მოვხსნათ. უჭირს ბიზნესს, უჭირს ცალკეულ მოქალაქეებს, რომელთაგან ბევრმა დაკარგა შემოსავლის წყარო, არის საპროტესტო აქციებიც, რომელიც მე კატეგორიულად არ მიმაჩნია გამართლებულად. არც საპროტესტო აქციები და არც პოპულისტური მოწოდებები საზოგადოებას კარგს ვერაფერს მოუტანს. არავინ არის დაინტერესებული იმაში, რომ შეზღუდვები იყოს იმაზე უფრ მკაცრი, ვიდრე აუცილებელია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი განცხადებით, ცალკეული პირები, რომლებიც შეზღუდვების მოხსნის აუცილებლობაზე პოპულისტურ განცხადებებს აკეთებენ, ქვეყნის ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, არაფერზე არიან პასუხისმგებლები. ცერცვაძის თქმით, მთავრობას კი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ეპიდემიოლოგიურ, ასევე ეკონომიკურ მდგომარეობაზე.


„მერწმუნეთ, ქვეყნის ხელმძღვანელობას ყველაზე მეტად უნდა, რომ მოიხსნას შეზღუდვები, რადგან ის არის პასუხისმგებელი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ განსხვავებით იმ პირებისგან, ვინც თავს უფლებას აძლევს, პოპულისტური განცხადებები აკეთოს, ქვეყნის ხელმძღვანელობა ასევე პასუხისმგებელია ქვეყნის მომავალზე. ის პასუხს აგებს იმაზეც, რომ არ გაუარესდეს ეპიდსიტუაცია .

ცალკეული პირები, რომლებიც პოპულისტურ განცხადებებს აკეთებენ, პასუხს არაფერზე არ აგებენ და მათთვის ძალიან იოლია ადამიანს ასიამოვნონ და უთხრან, რომ ყველანაირი შეზღუდვა უნდა მოიხსნას ერთბაშად. გაცილებით უფრო რთულია ხელმძღვანელობის მდგომარეობა, რომელმაც თუ არასწორად განახორციელა შეზღუდვების მოხსნა და აჩქარდა, შეიძლება მიიღოს უკუეფექტი, რაზეც ისევ მას მოსთხოვენ პასუხს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში 15 თებერვლიდან შეზღუდვების უმეტესი ნაწილი იხსნება. ცერცვაძის თქმით, ამას მოსახლეობამ უსაფრთხოების წესების დაცვითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებით უნდა უპასუხოს.

„დღევანდელი სიტუაცია იძლევა საშუალებას, რომ ეტაპობრივად მოიხსნას შეზღუდვები და ასეც კეთდება. 15 თებერვლიდან პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა იხსნება. ეს ჯერ არ გაუკეთებია ევროპის არც ერთ წამყვან ქვეყანას. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით საქართველომ წინ წაიწია, ყველაზე მეტად გაითვალისწინა მისი მოსალხეობის პრობლემები, მათი სურვილი და სხვა ქვეყნებზე უფრო დაჩქარებულად შეამსუბუქა შეზღუდვები. სახელმწიფოს ამ გადაწყვეტილებას უნდა ვუპასუხოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებით და რეგულაციების შესრულებით“, – განაცხადა ცერცვაძემ.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up