პოპულარული ბრიტანული გამოცემა Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას და ფოტო კოლაჟს აქვეყნებს

პოპულარული ბრიტანული გამოცემა Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას და ფოტო კოლაჟს აქვეყნებს

access_time2017-10-13 19:00:00

პოპულარული ბრიტანული გამოცემა Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას და ფოტო კოლაჟს აქვეყნებს. ცნობილმა ფოტოგრაფმა ეიმოს ჩეპელმა საქართველოში უახლესი ოთხძრავიანი დრონით იმოგზაურა და ტურისტული ადგილები, მთები, დაბლობები და ქალაქები გადაიღო. საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, რომელიც დასავლეთ აზიასა და ევროპას შორის მდებარეობს. ჩრდილოეთით, კავკასიონის გასწვრივ, საქართველო რუსეთს ესაზღვრება. ევროპის უმაღლესი მწვერვალების სიაში საქართველოც შედის.-წერს გარდიანის ჟურნალისტი.

 

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტატიაში დრონით გადაღებულ თითოეულ ფოტოს სათაური და აღწერილობა ახლავს. 

 



ფოტოკოლაჟში შესულია ხევსურეთის კოშკები, ცხვრის ფარა, რომელსაც მწყემსები საღამოს ბანაკებში ერეკებიან, რომ მგლისგან დაიცვან, ასევე ომალოს მახლობლად ბაკიდან დილით გარეთ გაშვებული ცხვრები, რომლებიც მზეს ეფიცხებიან. ფოტოებს შორისაა მცხეთა-მთიანეთის მაღალმთიანი სოფელი ჯუთა, დილის ავდარს წამიერად არღვევს ღრუბლებში შემოღწეული მზის სხივი. დრონით გადაღებულ ფოტოებს შორის მოხვდა ომალო, თუშეთის ეროვნული პარკი, ისტორიული საფორტიფიკაციო ნაგებობები, ასევე ზღვის დონიდან 2 826 მეტრის სიმაღლეზე მდებარე თუშეთის უღელტეხილი. სტატიის ავტორის თქმით ეს ადგილი უფასო მოგზაურთა შორის უფასო Wi-Fi ინტერნეტით, პოპულარულია, ავტორი სტატიაში კახეთიდან თუშეთში მიმავალ სახიფათო გზაზეც აკეთებს აქცენტს. მთის შემდეგ Guardian-ის სტატიაში საქართველოს დაბლობებია აღწერილი. 

 


საქართველოში დააახლოებით 2 500 მდინარეა, ხოლო დაბლობი ვენახებითა და სასოფლო-სამეურნეო მიწებითაა მოფენილი. კაცხის სვეტი არის მხცოვანი ქართველი ბერის თავშესაფარი, რომელმაც იქ უკვე 24 წელი გაატარა, რათა „უფრო ახლოს იყოს ღმერთთან“. საკვებს ბერს მოხალისეები ქვევით მდებარე მონასტრიდან აწვდიან. -წერს ჟურნალისტი. 

 


ულამაზეს ფოტოკოლაჟში ეროვნული პარკები, უღელტეხილები, ციხე-კოშკები, ნისლში დაბურული ხეობები, ჩანჩქერები,ციხისჯვართან ახლოს, სამცხე-ჯავახეთში, ბარალეთის ტაძრის გუმბათზე მოკალათებული ყანჩა, ბათუმი, თბილისი და ადგილებია აღბეჭდილი.



Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up