“პომპეომ ღიად განაცხადა, რომ საჭიროა ნატო-ში საქართველოს დაჩქარებული მიღება, ჩვენი აზრით, ეს დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე”

“პომპეომ ღიად განაცხადა, რომ საჭიროა ნატო-ში საქართველოს დაჩქარებული მიღება, ჩვენი აზრით, ეს დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე”

access_time2019-06-14 15:25:55

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ღიად განაცხადა, რომ საჭიროა ნატო-ში საქართველოს დაჩქარებული მიღება. ჩვენი აზრით, ეს დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.


“ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ საქართველო არის შემადგენელი ნაწილი გარკვეული ბლოკის, რომელზეც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართულ გარკვეულ საქმიანობაში დაყრდნობა შეიძლება… და ეს ხალხი გააქტიურდა. ისინი ემზადებიან ნატო-ს დეკემბრის სამიტისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ღიად განაცხადა, რომ საჭიროა ნატო-ში საქართველოს დაჩქარებული მიღება. ეს ჩვენთვის არათუ შემაშფოთებელია, რაც ძალიან რბილ ნათქვამს წარმოადგენს, არამედ ეს, ჩვენი აზრით, დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე, ” – განაცხადა კარასინმა.



შეგახსენებთ, 13 ივნისს, პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა.


თეგები:
კარასინი



ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია
access_time2020-08-04 11:30:28
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2020 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის საფუძველზე, კვლავ უარყოფითია. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი პირველ კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და -2.8 ქულა შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up