დადგება დრო, როდესაც ყველას მოგვიწევს იმის გაგება თუ რა მოხდა, რათა მათ, ვინც კორონავირუსის ეპიდემიაზეა პასუხისმგებელი, პასუხი აგონ, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ BILD Live-თან საუბრისას.
„ჩვენ გლობალური დებატები გვჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ და სად დაიწყო ეს ყველაფერი. დადგება დრო, როდესაც დამნაშავეები პასუხს აგებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. ამჟამად კი საჭიროა კონცენტრირება მიმდინარე სამუშაოზე, რათა კვლავ გავხსნათ ამერიკული და მსოფლიო ეკონომიკა. ბრალდებებისთვის დრო კიდევ დადგება.
მნიშვნელოვანია, მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერებმა, მათ შორის ჩინელმა მეცნიერებმა, მონაწილეობა მიიღონ იმის დადგენაში, თუ სად დაიწყო და წარმოიშვა ვირუსი, თუ როგორ გავრცელდა ის“, – აღნიშნა პომპეომ.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“