პოლონეთის პრემიერი - მეორე მსოფლიო ომთან მიმართებაში ვლადიმერ პუტინი მიზანმიმართულად იტყუება

პოლონეთის პრემიერი - მეორე მსოფლიო ომთან მიმართებაში ვლადიმერ პუტინი მიზანმიმართულად იტყუება

access_time2019-12-30 13:42:03

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მათეუს მორავეცკიმ რუსეთის პრეზიდენტი, „გამიზნულ ტყუილებში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი მეორე მსოფლიო ომზე საუბრისას მიზანმიმართულად იტყუება.„პრეზიდენტი პუტინი პოლონეთთან მიმართებაში გამიზნულად იტყუება. ეს არაერთგზის მოხდა. როგორც წესი, ის ასე მაშინ იქცევა, როცა რუსეთი გრძნობს საერთაშორისო ზეწოლას თავისი ქმედებების გამო“, - განაცხადა მორავეცკიმ.


მისივე განცხადებით, რუსეთმა ბოლო კვირების მანძილზე მრავალი მარცხი განიცადა, მათ შორის ბელორუსზე ვერ დაამყარა სრული კონტროლი, რამაც პუტინის გაღიზიანება გამოიწვია.


შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა პოლონეთის ელჩს ნაცისტურ გერმანიაში „ნაბიჭვარი და ანტი-სემიტი ღორი უწოდა“.მისი თქმით, პოლონელი დიპლომატი „სრულ სოლიდარობას უცხადებდა ჰიტლერს“.


აღნიშნული განცხადების შემდეგ, რუსეთის ელჩი პოლონეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს.


ცნობისთვის, ისტორიკოსებისა და მკვლევარების ნაწილი პოლონეთს მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტური გერმანიისთვის მიერ მოწყობილი ჰოლოკოსტის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. 2018 წელს, მორავეცკის მთავრობამ მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ნებისმიერი განცხადება პოლონეთის ნაცისტურ გერმანიასთან თამაშრომლობაზე, ადმინისტრაციული წესით ისჯება.


ipn.ge


თეგები:
პოლონეთი



Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა

Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა
access_time2020-04-07 20:00:11
კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მარათონში რუსეთი ყველაზე ნაკლებ რესურსს ხარჯავს ეკონომიკის მხარდასაჭერად, ვიდრე სხვა ქვეყნები, რაც მძიმე რეცესიის საწყისი შეიძლება გახდეს -  წერს Bloomberg-ი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეზერვების გამოყენებისგან თავის შეკავების მიზეზი არის რუსეთის ხელისუფლების შიში ნავთობის დაბალ ფასებზე.   სანამ მსოფლიო ლიდერები მთელი პლანეტის მასშტაბით, კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ ეკონომიკის...

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა
access_time2020-04-07 19:00:39
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი
access_time2020-04-07 17:55:17
ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში, რომელიც საფერავის საუკეთესო ღვინოსთან ასოცირდება. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი,...

„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...


მსგავსი სიახლეები

up