პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?

access_time2020-07-09 20:30:54

პოლონეთის მმართველი პარტიიდან სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ (ვიცე-მარშალმა), დეპუტატმა მაგოჟატა მარია გოშიევსკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ეხმაურება საქართველოს მხრიდან პოლონეთისთვის საზღვრის არგახსნის საკითხს.


“ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


“სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?


გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნის ქვეყნის საზღვრებს ევროპის 5 ქვეყნისათვის. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. სხვა ევროპის ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის პოლონეთის, შეუძლიათ საქართველოში ჩასვლა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წასვლამდე გაივლიან 14 დღიან კარანტინს, რომლის საფასურის დაფარვაც თავად მოუწევთ.

რას ნიშნავს ეს საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის?

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებიდან ჩანს, რომ 2019 წელს, საქართველოს ესტუმრა 88.300 პოლონელი ტურისტი, (გერმანიიდან 89.051, საფრანგეთიდან 27.952, ლიეტუვიდან 22.381, ლატვიიდან 20.514, ესტონეთიდან 13,482).

ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების 30%-ი ფინანსურად დამოკიდებულია ტურიზმზე. არაოფიციალური ინფორმაციით, მათი რიცხვი აღწევს 70-%ს. ფინანსურ მოგებას ტურისტულ სფეროში ნახულობენ არა მხოლოდ ზღვისპირა სასტუმროები და სამთო კურორტები, არამედ აგროტურიზმის მეურნეობები, სატრანსპორტო კომპანიები, ტაქსის მძღოლები, სასურსათო და სუვენირების მაღაზიები, რესტორნები და მეღვინეები.



აღსანიშნავია, რომ გერმანელი ტურისტებიდან ძირითადად სარგებლობას ნახავენ დიდი ტურისტული კომპანიები, რომლებიც არიან საზღვარგარეთ არსებული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები საქართველოში ან ტურისტული სააგენტოები, რომელებიც არიან მთავრობასთან კავშირში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რიგითი ქართველები აღმოჩნდებიან კიდევ უფრო დიდ სიღარიბეში ვითარებიდან გამომდინარე ვიდრე ამჟამად.


რას ნიშნავს ეს პოლონეთისთვის, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს განვითარების ყველა სფეროს ?


საქართველოს ხელისუფლების განცხადებიდან ირკვევა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ზემოაღნიშნული ხუთი ქვეყნის ავიაკომპანიებთან, საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.


იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიურად არდადეგების პერიოდში უამრავი პოლონელი მიემგზავრება საქართველოში, შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უშუალოდ ზიანს აყენებს პოლონურ ავიაკოპანია LOT-ს. მთავრობის გადაწყვეტილება გაუგებარია, მისი ახსნა ეპიდემიოლოგიური საფრთხის თვასაზრისით არ არის მართებული, რადგან ბოლო 7 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად გერმანიაში 500 ით მეტია ვიდრე პოლონეთში (დაინფიცირებულთა რიცხვი: გერმანია 2441 , პოლონეთი -1914 ).


უნდა აღინიშნოს, რომ ეპიდემიის დროს პოლონეთმა საქართველო არ დატოვა დახმარების გარეშე და ივნისში, სოლიდარობისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ვირუსთან საბრძოლველად პერსონალური დაცვის ეკიპირების სახით ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, რომელის ღირებულებაც შეადგენდა 183 ,000 ზლოტს.


ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ჩნდება კითხვა, ვის ინტერესებს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა?”, – წერს მმართველი პარტიის – “კანონი და სამართლიანობა”, დეპუტატი.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“


თეგები:
პოლონეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up