პოლონეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ ისევ მოიმატა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადამ ნიჯელსკის თქმით, შემთხვევების რაოდენობის ზრდა წესების უგულებელყოფასთანაა დაკავშრებული. მინისტრმა იმ ტურისტების ქცევა დაგმო, რომლებიც სამთო სათხილამურო კურორტებზე ერთობოდნენ და სოციალურ დისტანციას არ იცავდნენ.
პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, პარასკევს გაიხსნა სათხილამურო ტრასები, ასევე კინოთეატრები და სასტუმროები, რომლებსაც მხოლოდ 50-პროცენტიანი დატვირთვით მუშაობის უფლება აქვთ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 5 178 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 196 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე პოლონეთში ვირუსის 1 569 673 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, სულ გარდაცვლილია 41 028 ადამიანი.
1tv.ge