პოლონეთი და უკრაინა საერთო სატრანზიტო ზონის შექმნაზე მუშაობენ

პოლონეთი და უკრაინა საერთო სატრანზიტო ზონის შექმნაზე მუშაობენ

access_time2022-11-24 10:00:31

უკრაინასა და პოლონეთს შორის საერთო სატრანზიტო ზონის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უფრო სერიოზული ნაბიჯია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს - უკრაინულ კომპანიებს მოუწევთ გაითვალისწინონ სრულიად ევროპული ნორმები და, სავარაუდოდ, გადახედონ საკანონმდებლო ტოლერანტობას.


მსგავსი პრაქტიკა უკვე არსებობს უკრაინა-მოლდოვას საერთო საზღვარზე. თუმცა, თუ ვსაუბრობთ პოლონურ მხარეზე, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ პოლონეთი ამ ვითარებაში წარმოადგენს ევროკავშირს.


„ორ სახელმწიფოს შორის ტრანზიტის გამარტივებული პირობები დააჩქარებს ინფორმაციის გაცვლას მეზობელი ქვეყნების საკონტროლო სამსახურებს შორის და შესაძლებელს გახდის ერთობლივი პატრულირების ჩატარებას. სამომავლოდ კი - ოფიციალური უფლებამოსილების და ფუნქციების შესრულება განაწილდება ორივე სახელმწიფოს საკონტროლო სამსახურებს შორის“- განმარტავენ კომპანია ZAMMLER-ში.



ასევე, კომპანიამ აღნიშნა, რომ დადგინდება საერთო საგუშაგოების მუშაობის ზოგადი პროცედურები და წესები. ეს, თავის მხრივ, უკრაინის საბაჟო ბაზას და პროცესების ხარისხს საერთაშორისო სტანდარტებამდე ამაღლებს.


„ეს ნაბიჯი უფრო სერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს – უკრაინულ კომპანიებს მოუწევთ გაითვალისწინონ სრულიად ევროპული სტანდარტები და, ალბათ, გადახედონ საკანონმდებლო ტოლერანტობას. და ეს, ფაქტობრივად, პირველი ასეთი გამოცდილებაა“  ამბობენ ZAMMLER-ში.


შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, უკრაინისა და პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციები ვარშავაში შეიკრიბნენ, რათა განეხილათ მთავრობათაშორისი შეთანხმების პროექტი საერთო საგუშაგოებზე პირების, მანქანებისა და საქონლის ერთობლივი კონტროლის შესახებ.





„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი ბრიტანეთში დააკავეს

„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი ბრიტანეთში დააკავეს
access_time2022-12-03 22:50:49
    დიდი ბრიტანეთის დანაშაულის ეროვნული სააგენტო (NCA) იტყობინება, რომ 58 წლის რუსი ბიზნესმენი ლონდონში დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (TASS) წყარო ირწმუნება, რომ ის Alfa Group-ის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანია. ინფორმაციას ...

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა
access_time2022-12-03 22:20:33
2021 წელს ევროკავშირმა 328 მლრდ ევრო დახარჯა კვლევასა და განვითარებაზე, (R & D) რაც 6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს ამ მიმართულებით 310 მლრდ ევრო დაიხარჯა, მონაცემებს ევროსტატი აქვეყნებს.   2021 წელს R&D ხარჯები მშპ-ს პროცენტულად ყველაზე მაღალი დაფიქსირდა: შვედეთში (3.35%), ავსტრიასა (3.22%) და ბელგიაში (3.19%). ყველაზე დაბალი - რუმინეთში (0.48%), მალტასა (0.65%) და ლატვიაში...

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს
access_time2022-12-03 19:30:40
მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება.   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა.   „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის...

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა
access_time2022-12-03 20:00:58
სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა.   მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს.   მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური...

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ
access_time2022-12-03 19:00:47
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ადამიანს აინფიცირებს და დაახლოებით 400 000-ს კლავს. ვირუსი ღვიძლის ქრონიკულ ინფექციას იწვევს და უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურების წარმოქმნა ან კიბოც კი გამოიწვიოს, წერს Inverse-ი.   ამჟამად HCV-ის შედეგად გამოწვეული ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ძვირია და პაციენტს ხელახალი...


მსგავსი სიახლეები

up