ფინანსთა ექს–მინისტრის რუსულ კომპანიაში დასაქმებამ საქართველოში კითხვები გააჩინა

ფინანსთა ექს–მინისტრის რუსულ კომპანიაში დასაქმებამ საქართველოში კითხვები გააჩინა

access_time2021-06-22 10:00:07

ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სამწლიანი პაუზის შემდეგ კერძო სექტორს დაუბრუნდა და „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურ დირექტოტად დაინიშნა. მინისტრთა კაბინეტის წევრობამდე მაჭავარიანი ჯეოსელის კომერციული დირექტორის პოსტს იკავებდა. სახელმწიფო საიდუმლოებებზე წვდომის მქოდე პოლიტიკური თანამდებობის პირის რუსულ კომპანიაში დასაქმებამ საზოგადოებაში გარკვეული კითხვებიც გააჩინა.


გულუბრყვილო მოლოდინის საპირისპიროდ, საქართველოს რჩენა ვერც მხოლოდ „ბორჯომმა“ შეძლო, ვერც „ბორჯომმა“ და ღვინომ ერთად ვერ მოახერხა, მაგრამ ბრენდი, თავი ისტორიის გამო, ეკონომიკურთან ერთად ყოველთვის პოლიტიკურ დატვირთულობასაც იძენდა.  დღეს შედარებით ნაკლებად, მაგრამ 15 წლის წინ „მინერალური წყლები“ ისევ ავტომატურად „ბორჯომთან“ ასოცირდებოდა.


ნამარხებიდან ირკვევა, რომ ბორჯომს ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ პირველ ათასწლეულში მოიხმარდა, თუმცა მისი ჩამოსხმა მხოლოდ XIX საუკუნეში დაიწყო, საბჭოთა პერიოდის მიწურულს კი წარმოებამ წლიურად 450 მლნ ბოთლს მიაღწია.


დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ წარმოება მკვეთრად შემცირდა, 1995 წლის პრავატიზაციამ მდგომარეობა მხოლოდ ნაწილობრივ გამოასწორა. 1995-2020 წლებში ყველა სახის მინერალური წყლის ექსპორტმა $1.266 მლნ შეადგინა.


ქართული მინერალური წყლების მთავარ საექსპორტო ბაზრად რუსეთი რჩება, რასაც  სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნები მოსდევს. 2020 წელს ექსპორტირებული 213 მლნ ლიტრიდან 78 მლნ რუსეთზე, 124 მლნ ლიტრი კი სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებზე მოდის. ჯამში პოსტსაბჭოთა სივრცეზე მთელი ექსპორტის 94.8% მოდიოდა.


ბორჯომისთვის 2020-ზე მეტად კრიზისული 1998 და 2006 წლები აღმოჩნდა, პირველ შემთხვევაში რუსეთმა დეფოლტი გამოაცხადა, 8 წლის შემდეგ კი იმავე რუსეთმა ღვინოსა და მინერალურ წყლებს ემბარგო დაადო.



ბორჯომის პრივატიზაციის შემდეგ მისი მესაკუთრე „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია“ გახდა, რომელიც შემდგომ რუსულმა „IDS ბორჯომი საქართველომ“ ჩაანაცვლა.


ბოლო, 2019 წლის აუდიტორული დასკვნის თანახმად, ბორჯომის შემოსავალი გაყიდვებიდან 20 მლნ დოლარით $140 მლნ-მდე გაიზარდა. წმინდა მოგება $2.8 მლნ-ით – $17.3 მლნ-მდე გაიზარდა.


უშუალოდ ბორჯომის გარდა, რომლის ჩამოსხმის უფლებაც 2009 წლის ლიცენზიით კომპანიას 2034 წლამდე აქვს, ბორჯომის 2 ქარხანა მინერალურ წყალ „ლიკანსა“ და მტკნარ წყალ „ბაკურიანსაც“ ასხამს.


მიმდინარე წლის მაისში ბორჯომის 350 თანამშრომელი ხელფასების 50%-იანი ზრდის მოთხოვნით გაიფიცა. მოთხოვნის ეტაპობრივი შესრულების დაპირების შემდეგ 9–დღიანი პროტესტი შეწყდა.


საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში ბიზნესიდან პოლიტიკაში ან პოლიტიკიდან ბიზნესში გადანაცვლება უცხო არ არის. 2021 წლამდე ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, 13 წლის წინ პრეზიდენტობაზე კენჭს ბადრი პატარკაციშვილიც იყრიდა. დღემდე კითხვებს ბადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის აქტივების წარმომავლობა. მილიარდერი სილვიო ბერლუსკონი 3-ჯერ სხვადასხვა დროს იტალიის პრემიერის პოსტს იკავებდა, ნიუ-იორკს 11 წელი მაიკლ ბლუმბერგი მართავდა, პრეზიდენტი გახდა ტრამპიც. 2012 წელს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მილიარდერმა მიხაილ პროხოროვმა მესამე ადგილი დაიკავა. პარალელურად ყოფილი ევროპელი მაღალჩინოსნები ხშირად გაზპრომში წამყვან პოზიციებს იკავებენ. მათ შორის ყველაზე დიდი სკანდალის მიზეზი, 1998-2005 წლებში გერმანიის კანცლერის გერჰარდ შრედერის “ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ გახდომამ გამოიწვია. პუტინის ამ იმპერიალისტურ პროექტს, რომელსაც ტრამპის სანქციებს უწესებდა, ბაიდენმა მწვანე შუქი აუნთო.


ივანე მაჭავარიანი არც მილიარდერია და არც ქვეყნის მმართველი ყოფილა. კერძო სექტორშიც დიდი გამოცდილება აქვს, 21 წელი ჯეოსელში მუშაობდა, ბოლო დროს კომერციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს კანონი თანამდებობის დატოვებიდან 6 თვე კომერციულ ბანკში დასაქმებას უკრძალავს და ამ პერიოდში მას ხელფასი სრულად უნარჩუნდება. მსგავსი რეგულაცია მინისტრზე არ ვრცელდება.


ძალოვანი მინისტრების გარდა, სახელმწიფო საიდუმლოებაზე ხელი ფინანსთა მინისტრსაც მიუწვდება. მას წვდომა კომერციულ საიდუმლოებებზეც გააჩნია. საიდუმლო ინფორმაციის მატარებელი პირის რუსულ კომპანიაში დასაქმება კი ავტომატურად კითხვებს აჩენს.


ცხადია, მხოლოდ დასაქმება განაჩენის გამოტანის საფუძველს არ იძლევა. ბოლოს და ბოლოს, თეორიულად საიდუმლოს მატარებელს რაიმე სარგებლის სანაცვლოდ საიდმულოს გადაცემა ისედაც შეუძლია და არც რუსულ კომპანიაში დასაქმება ნიშნავს ინფორმაციის აუცილებელ გადინებას. თუმცა ღია სამხილის არარსებობის მიუხედავად, საქართველოში ყოფილი მინისტრის გადადგომიდან 2 თვეში რუსულ კომპანიაში დასაქმებამ საზოგადოების ნაწილში მაინც უკმაყოფილება გამოიწვია.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up