„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“

„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“

access_time2020-11-24 10:00:13

მთავრობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის ახალ პროგრამას იწყებს. ინვესტორს, რომელიც 10 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებს, მთავრობა 1 მლნ ლარიანი გრანტით დაეხმარება. ახალი პროგრამა შეეხება დარგებს, როგორიც არის გადამამუშავებელი ინდუსტრია, ელექტრული ინჟინერიის წარმოება, მანქანათმშენებლობა, მანქანების და მანქანადანადგარების და მათი ნაწილების წარმოება, ლოგისტიკა და სასაწყობო მეურნეობა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურეობა და ა.შ.


ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ მთავრობის ინიციატივას მიესალმება, თუმცა თვლის რომ პოლიტიკური სტაბილურობა, დემოკრატიული და არაკორუფციული გარემო ყოველთვის ნებისმიერი ინვესტორისთვის პრიორიტეტია და ამის შემდეგ აქცევენ ყურადღებას სხვა ბენეფიტებს.


„ინვესტორი პირველ რიგში პოლიტიკურ სტაბილურობას უყურებს და რეგიონულ ჭრილში რაც ხდება რა თქმა უნდა აისახება მათ გადაწყვეტილებაზე. დღევანდელ პირობებში, როდესაც პოლიტიკურად ცოტა უცნაურ სიტუაციაა საქართველოში და რეგიონშიც დაძაბულობაა, რთულია ინვესტიციების მოზიდვაზე საუბარი. თუმცა, როცა პანდემიის პირობებში მიდის ბიზნესების გადათამაშება-გადაწყობა, შესაძლოა ინვესტორმა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოში შემოსვლაზე, მაშინ როდესაც მთავრობა ასეთ პროგრამას სთავაზობს და ეუბნება, რომ თუ აქ ინვესტიციას მოიტანს, გარკვეულ ბენეფიტს მიიღებს, რა თქმა უნდა ეს დადებითი ფაქტია. მთავრობამ პირობაც ჩადო, რომ უნდა მოხდეს კადრების დასაქმება და გადამზადება, ინვესტორს ხელს ძირითადად კვალიფიციური კადრების არარსებობა უშლის, ამიტომ ეს ორმაგია სარგებელია, ინვესტორი მოახდენს გადამზადებას, ჩვენ შემთხვევაში კი ეს გადამზადებული კადრები თუნდაც მისი გასვლის შემდეგ ქვეყანაში დარჩება, ამიტომ ეს კარგი კომპონენტია.


თუმცა, პოლიტიკური სტაბილურობა, დემოკრატიული და არაკორუფციული გარემო ყოველთვის ნებისმიერი ინვესტორისთვის პრიორიტეტია, თუ ის მაინც გადადგამს ნაბიჯს და გადაწყვეტს საქართველოში შემოსვლას, მთავრობის ბენეფიტები და ის დამატებითი პირობები რასაც ახლა სთავაზობენ შეიძლება ერთ-ერთი სტიმულიც გახდეს. თუმცა მთავარია, ინვესტორს ვაჩვენოთ დემოკრატიული პროცესები, ის რომ მივყვებით ევროატლანტიკურ მიზნებს და ვახორციელებთ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას“, - განმარტავს მარიამ ქუჩულორია.



„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი რამაზ გერლიანი მიიჩნევს, რომ ახალი პროგრამა აუცილებლად გამჭვირვალე და თანმიმდევრული უნდა იყოს. გარდა ამისა, გერლიანი თვლის, რომ თანხის და დარგების დაკონკრეტება არასწორია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მთლიანად საინვესტიციო გარემო უნდა შეიცვალოს და სხვა ზოგადი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.


„წამახალისებელი გადაწყვეტილებები, სტიმულის წარმომშობია, თუმცა თუ ეკონომიკურ მდგომარეობას და არსებულ სიტუაციას გავითვალისწინებთ, ამას დიდი შედეგი არ ექნება. მითუმეტეს როდესაც სახელმწიფოს არ აქვს ამის საკმარისი რესურსი და არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ინვესტირების პროცესს გააკონტროლებს. მნიშვნელოვანია რა ჩაითვლება ინვესტირებად, რამდენად სწორად არის დაგეგმილი და ვინ გააკონტროლებს მას. გარდა ამისა, რატომ უნდა ჩავაყენოთ უკეთეს მდგომარეობაში 10 მლნ. ლარის შემომტანი ინვესტორი, მაგალითად 5 მლნ.-ის შემომტანთან შედარებით, ეს არ არის სწორი მიდგომა. ასეთი წერტილოვანი მიდგომა მაფიქრებინებს, რომ სხვა დინებებს ექნება ადგილი და მითუმეტეს რა მოლოდინიც აქვთ არ ექნება ის ეფექტი.


რაც შეეხება დარგების დაკონკრეტებას, თუ ამ სფეროებში პირობები ხელსაყრელია, ჩვენ მას ისედაც მოვიზიდავთ. გარკვეულწილად შეიძლება ვიფიქროთ, რომ ვიღაცა აპირებს ისედაც ინვესტირებას და ამ ბენეფიტსაც გამოიყენებს, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. დარგების მიხედვიც და თანხის დაკონკრეტების მხრივაც ასე გამოყოფა არასწორია. არ მესმის რატომ ხდება ამის გაკეთება საჭირო, როდესაც მთლიანად საინვესტიციო გარემო უნდა შეცვალო და სხვა ზოგადი ნაბიჯები უნდა გადადგა“,
- განაცხადა რამაზ გერლიანმა.


აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი განაცხადის ფორმით მიმართავს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში, რომელსაც ურთავს შესაბამისი საინვესტიციო პროექტის ბიზნესგეგმას. სააგენტოსა და ინვესტორს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორი იღებს საინვესტიციო ვალდებულებას და იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის მაქსიმალური ვადა 39 კვირას შეადგენს.


ნინო თამაზაშვილი

თეგები:
ინვესტიცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up