„პოლიტიკური პროცესები და არაპროგნოზირებადი გარემო მოსახლეობას და ბიზნესს, ფულადი დანაზოგების მყარ ვალუტაში შენახვისკენ უბიძგებს“ - სოსო არჩვაძე

„პოლიტიკური პროცესები და არაპროგნოზირებადი გარემო მოსახლეობას და ბიზნესს, ფულადი დანაზოგების მყარ ვალუტაში შენახვისკენ უბიძგებს“ - სოსო არჩვაძე

access_time2020-11-16 14:30:46

„ლარის კურსი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა, ვინაიდან მასზეა დამოკიდებული ოჯახების შემოსავალი, მათი მსყიდველუნარიანობა, ფასების დონე. რეალურად, ლარის კურსი უფრო მეტს აინტერესებს, ვიდრე არჩევნები“ რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო“ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე, ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს.


მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესები და არაპროგნოზირებადი გარემო მოსახლეობას და ბიზნესს, ფულადი დანაზოგების მყარ ვალუტაში შენახვის მოთხოვნილებას უჩენს.


„ადამიანი სოციალური არსებაა და შესაბამისად, მასზე ეკონომიკური პროცესები ახდენს გავლენას. პოლიტიკური სიმპატიები და ანტიპატიები მეორე პლანზე გადადის. 2020 წელი საკმაოდ ატიპიურია, ერთმანეთს დაემთხვა მთელი რიგი მომენტები: პანდემია, პოლიტიკური ვნებათაღელვა, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და მივიღეთ კოქტეილი, რომელმაც საბოლოოდ, ასახვა ჰპოვა ლარის კურსზე. 



ნორმალურ სიტუაციაში ლარის კურსზე ძირითადად წმინდა ეკონომიკური ფაქტორები ახდენს გავლენას. ისეთები, როგორიცაა ქვეყნის შიდა ეკონომიკური მდგომარეობა, სავაჭრო ბალანსი და ა.შ. ამ პირობებს კი დაემატა ორი ახალი ფაქტორი: პირველი - პანდემია, რომელმაც ცვლილებები და დისონანსი შემოიტანა ეკონომიკურ პროცესებში, უცხოური ტურიზმი 96%-ით შემცირდა საქართველოში. მეორე კი პოლიტიკური პროცესები, რომელიც ლარის კურსზე დადებითად არ მოქმედებს და გარკვეულ მოლოდინებს აჩენს,“- ამბობს სოსო არჩვაძე.


ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას, სოსო არჩვაძე პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს. მისი თქმით, პოლიტიკოსების განცხადებები საზოგადოებაში ნეგატიურ განცდებს ბადებს.


„საქართველო აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით დემოკრატიული სახელმწიფოა და აზრთა პლურალიზმი შეუზღუდავად არის წარმოდგენილი. ზოგიერთი ამ ყოველივეს საკუთარი თავის პოპულარიზაციისთვის იყენებს. რიგით მოქალაქე ტელევიზიის, პრესის მეშვეობით ეცნობა ინფორმაციას და მას უჩნდება განცდა, რომ ყველაფერი ცუდად არის.


პოლიტიკოსები ლარის კურსზე მუდმივად ამბობენ „გაღმა გავიდა“, „მოკვდა“. მოქალაქე კი იწყებს თანხების გადაყვანას მყარ ვალუტაში. ამიტომ, პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა სჭირდებათ, მათ უნდა გაავრცელონ ობიექტური ინფორმაცია. ნეგატიური მოლოდინები და ვნებათაღელვა იმაზე დიდ როლს ასრულებს, ვიდრე ეკონომიკური ფაქტორი ან პანდემია. მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ადგილობრივ წარმოებაზე, არამარტო მატერიალური დოვლათის შექმნის თვალსაზრისით, არამედ პროგრამული მომსახურების განვითარებაზეც, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ პროდუქტისა და მომსახურების ექსპორტი. 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდა არ არის საკმარისი იმ პრობლემების დასაძლევად რაც გვაქვს. ნეგატიური ტენდეციები მცირდება, მაგრამ კუმულატიური ეფექტი მატულობს. ამდენად, აქცენტი უნდა ავიღოთ რეფორმებზე და ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე,“- აღნიშნავს სოსო არჩვაძე.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up