„პოლიტიკური კორუფციის დაკანონება“ - 19 პარტია პრეზიდენტს მიმართავს, პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადოს

„პოლიტიკური კორუფციის დაკანონება“ - 19 პარტია პრეზიდენტს მიმართავს, პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადოს

access_time2018-04-27 15:04:56

პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ შეტანილმა ცვლილებამ დააკანონა პოლიტიკური კორუფცია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების ლიდერმა მამუკა კაციტაძემ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ცვლილება პოლიტიკური კორუფციის რისკს ქმნის.

 

„როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა 18 აპრილს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლითაც დააკანონა ახალი ნორმები პარტიათა დაფინანსების თაობაზე, რაც სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კორუფცია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შევა 19 პარტიის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ვითხოვთ, რომ ამ უსამართლო კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადოს, - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

 

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილი ცდილობს, ხალხის ფულით იყიდოს არჩევნების შედეგები.

 


გარდა იმისა, რომ ივანიშვილი იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, ის ასევე ხალხის ფულით ყიდულობს არჩევნების შედეგებს. „ქართული ოცნების მიერ მიღებულ კანონს შეუძლია ერთ მაჟორიტარს შეუქმნას ფრაქცია პარლამენტში და შესაბამისად მისცეს 300 ათასის დაფინანსება ბიუჯეტიდან. ეს კანონი ემსახურება პოლიტიკურ კორუფციას და მოსყიდვას. ამიტომ პრეზიდენტს მივმართეთ თხოვნით, რომ გამოიყენოს ვეტოს უფლება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

ოპოზიციის წარმომადგენლები თვლიან, რომ პრეზიდენტის ვეტოს ხელისუფლება დაძლევს, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ვეტო აუცილებელია იმისათვის, რომ ამ თემაზე პარლამენტში წარიმართოს დებატები.

 

ინტერპარტიულმა ჯგუფმა საკუთარი წინადადებათა პაკეტიც მოამზადა პარტიათა დაფინანსების შესახებ წესის შეცვლასთან დაკავშირებით, რაც მათი აზრით, უფრო სამართლიანი და გამჭვირვალეა.

 

„ინტერპრესნიუსი“



„თანხები უნდა გამოიყოს არა ნაძვის ხეების და ქუჩების განათებაზე, არამედ სამედიცინო დანადგარების შესაძენად“ - ვახტანგ სურგულაძე

„თანხები უნდა გამოიყოს არა ნაძვის ხეების და ქუჩების განათებაზე, არამედ სამედიცინო დანადგარების შესაძენად“ - ვახტანგ სურგულაძე
access_time2020-11-24 11:00:08
„სამწუხაროდ, საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მართვა არ ვიცით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც მე ვეძახი საყოველთაო „ბედნიერების“ პროგრამას, იყო სრული პროფანაცია. რომელმაც მოიტანა უხარისხო სამედიცინო სერვისი. არავინ ფიქრობდა რისკებზე, არ ხდება დღეს პოსტ დიპლომური განათლების მიღება და კრიზისული მომენტების მართვა. ჩვენი მედიცინა უკან მიდიოდა და ხარისხზე არავინ ფიქრობდა. წინა მინისტრმაც თქვა, რა დროს ხარისხია, ხალხს სერვისი უნდა მივაწოდოთო, — ამის შესახებ „კომერსანტთან“...

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...


მსგავსი სიახლეები

up