კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

access_time2019-11-18 20:15:51

გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა.

საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.

 

ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს.

 

დღეს, დილიდან, ამ ადამიანებმა სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა,  გადაკეტილი ქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც უხეშად არღვევდნენ კანონს.

 

მიუხედავად შსს-ს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების, თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე. შესაბამისად,  სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა.


 

პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად, აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა. ამისთვის გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამართალდამცავს.

 

ამ დროსითვის, პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია.

 

მომიტინგეები თავისუფლად განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს, როგორც თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე კონსტიტუციის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას!







კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველა მთავრობის წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა  ყველა მთავრობის  წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“
access_time2019-12-15 10:00:50
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა ქართულ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და 2020 წლის პერსპექტივები ისაუბრა. მისი თქმით, ლარის გამყარებაზე დადებითი როლი რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა. გიორგი ხიშტოვანი საზოგადოების მხრიდან ეროვნული ბანკის მიმართ ნდობის გაზრდაზე საუბრობს და ამბობს,რომ ლარის გამყარება ეკონომიკურ მაჩვენებლებში არსებულ კონკრეტულ ცვლილებებთან არ არის...

მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა

მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა
access_time2019-12-14 15:00:33
კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია ელექტრონულ აუქციონზე ცოტა ხნის წინ გაიყიდა. აუქციონის საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო, თუმცა ვაჭრობის შედეგად ყოფილი რეზიდენცია 7 510 000 ლარად გაიყიდა. რეზიდენცია კომპანია „აი ღვინის სახლმა“ იყიდა. კომპანიის  მფლობელი ყოფილი სპორტსმენი და მოქმედი ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილია.   ქაშაკაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია . ბიზნესმენმა...

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
access_time2019-12-14 11:00:58
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა, პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი...

საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნები დაინერგება

საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნები დაინერგება
access_time2019-12-14 20:00:22
2020 წელს ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) გეგმავს საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნების დანერგვას, აღნიშნულის შესახებ განცხადებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე აკეთებს. კარანაძის თქმით, აღნიშნული წესის მიზანია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროს ხომალდის...


მსგავსი სიახლეები

up