პოლიტიკური დაძაბულობა ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას კიდევ უფრო ასუსტებს

პოლიტიკური დაძაბულობა ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას კიდევ უფრო ასუსტებს

access_time2021-11-08 11:00:23

პოლიტიკური არასტაბილურობის, სავალუტო რყევებისა და პანდემიის ფონზე სპეციალისტები ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას ნაკლებად ხედავენ. ისინი ფიქრობენ, რომ ინვესტორებზეც უკვე ფსიქოლოგიური ფაქტორი მოქმედებს, რაც ინვესტიციებს დიდ რისკს უქმნის და სამომავლო პოტენციალსაც ამცირებს.

როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს,  პოლიტიკური დაძაბულობისას  პოტენციურმა ინვესტორებმა საქართველოზე  გააკეთონ აქცენტი, ამის შანსი  პრაქტიკულად ძალიან მცირეა. 

,,ბოლო წლების განმავლობაში ინვესტიციები მუდმივად მცირდებოდა. ეს განპირობებული იყო რამდენიმე მიზეზით, მათ შორის, ერთ-ერთი ფაქტორი პოლიტიკური არასტაბილურობაა. ბუნებრივია, კორონავირუსი დამატებითი წნეხია ინვესტიციებისთვის, რამაც პრობლემა მთელ მსოფლიოში შექმნა. ბუნებრივია, ისინი სხვა ქვეყნებში ინვესტირებისგან თავს იკავებენ. მით უმეტეს საქართველოში, სადაც ასეთი პოლიტიკური სიტუაციაა. რთული პოლიტიკური გარემოა, მუდმივი დაძაბულობა, ინვესტიციებისთვის მაღალი რისკი და სხვა, რაც ბიზნესისთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. ასევე გასათვალისწინებელია ენერგეტიკის სექტორი, რომელიც ერთ-ერთი მიმზიდველი იყო ინვესტორებისთვის, მაგრამ ენერგეტიკული პროექტების ჩავარდნა ამ მიმართულებაზეც ნეგატიურად აისახა. სამწუხაროდ, საქართველოში ინვესტირებისგან ყველა თავს იკავებს იმ პრობლემების გამო, რომელიც შეიქმნა“, - ამბობს გიორგი კაპანაძე.

საუკეთესო სიტუაციაში, თუკი ინვესტიციებში მცირედით მაინც გამოსწორდება მდგომარეობა, მხოლოდ შარშანდელთან შედარებით, როცა საინვესტიციო ბაზარზე უძრაობა იყო. კაპანაძის თქმით,  პანდემიამდე ნიშნულთან შედარებით კი, დიდი ხნის განმავლობაში გაუარესება გვექნება.

პოლიტიკური პროცესების ნეგატიურ გავლენაზე საუბრობს ,,კომერსანტთან“ ,,ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი პაატა შეშელიძე.

მისი თქმით, საინვესტიციო კლიმატი ბოლო წლების განმავლობაში იმდენად გაუარესებულია, რომ მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ვითარების გამოსწორება შეუძლებელია. გარდა ამისა, ეკონომისტი სისტემურ პრობლემასაც ხედავს, როგორიცაა მმართველი პარტიის დამოკიდებულება ინვესტორების მიმართ.

 


,,საქართველოში ისე წავიდა საქმე, რომ ინვესტიციები დიდწილად დამოკიდებული არის კონკრეტულად მთავრობაზე, რომელიც თვითონ ეძებს კომუნიკაციებს, მარტივად არ ხდება. თვითონ უცხოელი ინვესტორებიც, თუკი სადმე რაიმე ინტერესი აქვთ, ცდილობენ ქვეყნის ხელისუფლებასთან ითანამშრომლონ.

შეიძლება ვაჭრობის სფეროში, მშენებლობაში რაიმე ინვესტირების შესაძლებლობა გაჩნდეს, მაგრამ უმნიშვნელო დონეზე. მსხვილ ინვესტიციებს რომ ეხება საქმე, შეუძლებელია, მთავრობის გარეშე რამე გამოვიდეს.  შედეგი საბოლოოდ პოლიტიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. მიმაჩნია, რომ მთავრობამ პასუხი უნდა აგოს, აქამდე მიიყვანეს საქმე და ვითარების  გამოსწორება შეუძლებელია. ეკონომიკის სამინისტრომ სპეციალური ჯგუფის შექმნა, ვინც ინვესტიციების მოზიდვით უნდა დაკავდეს, მაგრამ რეალურად რა შედეგიც მიღწეულია, ამას ციფრებიც ადასტურებენ.“, - ამბობს პაატა  შეშელიძე.

 

ცნობისთვის, PMCG-ის მონაცემით,  2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში FDI-ის მოცულობამ 234.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.6%-ით ნაკლებია 2020 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით და 77.1%-ით მეტი 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. 

2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 366.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 11 წლის განმავლობაში წლის პირველი ნახევარში დაფიქსირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დაბალი მოცულობაა.

 

საქსტატმა ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად სააქციო კაპიტალის შემცირება და რამდენიმე კომპანიაში საკუთრების არარეზიდენტიდან რეზიდენტ ერთეულებზე გადაცემა დაასახელა. საქართველოს ეკონომიკამ პანდემიით გამოწვეული ვარდნისგან აღდგენა დაიწყო, თუმცა ეს კრიზისი კვლავაც რჩება 2021 წელს FDI-ის შემოდინების შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად.

მარი ჩიტაია




„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი ბრიტანეთში დააკავეს

„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი ბრიტანეთში დააკავეს
access_time2022-12-03 22:50:49
    დიდი ბრიტანეთის დანაშაულის ეროვნული სააგენტო (NCA) იტყობინება, რომ 58 წლის რუსი ბიზნესმენი ლონდონში დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (TASS) წყარო ირწმუნება, რომ ის Alfa Group-ის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანია. ინფორმაციას ...

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა
access_time2022-12-03 22:20:33
2021 წელს ევროკავშირმა 328 მლრდ ევრო დახარჯა კვლევასა და განვითარებაზე, (R & D) რაც 6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს ამ მიმართულებით 310 მლრდ ევრო დაიხარჯა, მონაცემებს ევროსტატი აქვეყნებს.   2021 წელს R&D ხარჯები მშპ-ს პროცენტულად ყველაზე მაღალი დაფიქსირდა: შვედეთში (3.35%), ავსტრიასა (3.22%) და ბელგიაში (3.19%). ყველაზე დაბალი - რუმინეთში (0.48%), მალტასა (0.65%) და ლატვიაში...

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს
access_time2022-12-03 19:30:40
მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება.   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა.   „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის...

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა
access_time2022-12-03 20:00:58
სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა.   მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს.   მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური...

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ
access_time2022-12-03 19:00:47
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ადამიანს აინფიცირებს და დაახლოებით 400 000-ს კლავს. ვირუსი ღვიძლის ქრონიკულ ინფექციას იწვევს და უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურების წარმოქმნა ან კიბოც კი გამოიწვიოს, წერს Inverse-ი.   ამჟამად HCV-ის შედეგად გამოწვეული ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ძვირია და პაციენტს ხელახალი...


მსგავსი სიახლეები

up