პოზიციურ-ოპოზიციური შეფასებები ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ პოლიტიკაში დაბრუნებაზე

პოზიციურ-ოპოზიციური შეფასებები ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ პოლიტიკაში დაბრუნებაზე

access_time2018-04-26 23:40:00


პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე

 

საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პარტია და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ამას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, რესურსი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება ბიძინა ივანიშვილი. ის სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში.


 ქართული ოცნებისგენერალურ მდივან კახა კალაძე  

 

მიღებული გადაწყვეტილება არის ძალიან კარგი - წაადგება ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობას, გაძლიერდება პარტიის როლი და ასე შემდეგ. რაც შეეხება პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს გიორგი კვირიკაშვილს, ის არის პრემიერ-მინისტრი და გააგრძელებს თავის საქმიანობას.

 

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარ ირაკლი კოვზანაძ



ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს, ამიტომ მისი, როგორც პარტიის დამფუძნებლის, გააქტიურება და დაბრუნება პოლიტიკაში „ქართული ოცნებისთვის“ განახლებისა და გაძლიერებისთვის დიდი ბიძგის მიმცემი იქნება.

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარია

 

რადგან ბიძინა ივანიშვილი დარწმუნდა, რომ პროცესებში უნდა ჩაერთოს, ესე იგი, ჟივილ-ხივილი ტყუილად არ გაგვიმართავს.
ძალიან კარგია ეს ამბავი, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის უპირობო ლიდერი არა მარტო „ქართული ოცნების“, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის და თუ ამის ნაკლებობა იყო, ესე იგი კარგია, რაც მოხდა.
მე მგონი, ცვლილებები იქნება.


ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერია


“ქართული ოცნების“ რეალური მმართველის იძულება, რომ ჩრდილიდან გამოსულიყო, ადასტურებს იმას, რაც მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ღრმა კრიზისია როგორც “ქართულ ოცნებაში“, ისე მთელ ქვეყანაში. მაგრამ ეს ამბავი ქვეყანას ვერ უშველის. ქვეყანას უშველის მხოლოდ ერთი რამ - ივანიშვილით დაწყებული გიორგი კვირიკაშვილით დამთავრებული, მთელი ამ გუნდის ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით და მერე მუშაობა ქვეყნის წინსვლაზე. მეტი არაფერი უშველის ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა თავისი გუნდით და მმართველობით.


ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა


ივანიშვილი არსადაც არ წასულა, უბრალოდ კულისებს მიღმა იყო. ამიტომ მისი დაბრუნება თან ასეთი დამამცირებელი ფორმით, როგორითაც გააკეთეს - ისაუბრა პრემიერმა, ხოლო ივანიშვილი ბოლო პერიოდის მსგავსად საერთოდ არ გამოჩენილა, ეს კიდევ უფრო მიუთითებს იმ ღრმა კრიზისზე, რომელშიც მმართველი პარტია იმყოფება. ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელმაც ადამიანები მიატოვა და ბედის ანაბარა დატოვა. ასე, რომ მისი დაბრუნება არაფერს არ ცვლის, გარდა იმისა, რომ ის აჩქარება რომლითაც ქართული ოცნება უფსკრულისკენ მიემართებოდა.

 

 

ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარე რომან გოცირიძე

 


ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში კი არ დაბრუნდა, არამედ კომფორტის ზონიდან გამოვიდა - ეს ნაბიჯი მისი მხრიდან მარცხის აღიარებას ნიშნავს. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ საუბარი არასწორია, რადგან ის არსად წასულა. იგი ნაწილობრივ გამოვიდა ჩრდილიდან. “წასვლისას“ მან განაცხადა, რომ მხოლოდ მაშინ დაბრუნდებოდა, თუკი ქვეყანა ღრმა კრიზისში ჩავარდებოდა. მისი არაფორმალური მდგომარეობიდან ნახევრადფორმალურ მდგომარეობაში გადასვლა ნიშნავს დიაგნოზსაც: - ქვეყანა და “ოცნება“ ღრმა კრიზისშია. რა შედეგი ექნება მის რეინკარნაციას?! - “გინდ შემოიტანეთ და გინდ გაიტანეთ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი.“

 

 შენების მოძრაობისლიდერი დავით უსუფაშვილი


ეს არის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კრახი და ბიძინა ივანიშვილის მეორე მცდელობა, თავი მოუყაროს პოლიტიკურ გუნდს ქვეყნის სამართავად. ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რომ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში იმ შემთხვევაში თუ მეორედ მოსვლის ვითარება შეიქმნებოდა. ანუ თუ ძალიან კრიზისული პროცესები განვითარდება ქვეყანაში და როგორც ჩანს, მან ჯანსაღად შეაფასა არსებული ვითარება - აქვს ამის ალღო, დაინახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კრიზისში შეიყვანა ქვეყანაც და საკუთარი თავიც და გადაწყვიტა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ამ ნაწილში კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, თუ რაოდენ მძიმე ვითარებასთან გვქონდა საქმე. ახლა, მთელი კითხვა იმაშია, შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მის მიერვე დაშვებული შეცდომების გააზრებას პარტიული მშენებლობის ნაწილში და ჯანმრთელი და ჯანსაღი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას.

 

 

რესპუბლიკური პარტიისერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი

 

„ბიძინა ივანიშვილი 2011 წლის შემოდგომიდან მოყოლებული პოლიტიკაში სულ იყო, არსად წასულა.  უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა სამწუხაროდ ვერ ისწავლა. მას ეგონა, რომ უპასუხისმგებლო მმართველის რანგში, რასაც სხვები არაფორმალურ მმართველობას ეძახიან, ის შეძლებდა სრულ კონტროლს. მიაჩნდა, რომ მას ჰქონდა ჭარბი ნდობა. ახლაც აქვს რეალობის არაადეკვატური აღქმა.

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე

 

ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაციიდან ბევრი კითხვის ნიშანი იყო. ძალიან ბევრი უარყოფითი გამოხმაურება იყო. ამაზე ღიად იყო საუბარი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და Freedom house-ის ანგარიშებში. ამაზე საუბარი იყო მასთან პირადი კომუნიკაციის დროსაც ამა თუ იმ დასავლელი ლიდერის მხრიდანაც. ალბათ ყველა დაბრუნებას ურჩევდა და მან გადაწყვიტა, რომ არაფორმალური მმართველობა მარტო ქვეყნის პრობლემა კი არა, მისი პრობლემაც ხდება და ამ ნაბიჯით ეს პრობლემა ასე თუ ისე გადაჭრა.

 

 

დემოკრატიული მოძრაობისლიდერ ნინო ბურჯანაძე

 

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასული იყო?! მე მგონი, ის არც ერთი დღე არ წასულა პოლიტიკიდან. მან უბრალოდ თავი აარიდა საჯარო პასუხისმგებლობას. ის მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანას კულუარებიდან მართავდა. ვინაიდან მან მიიღო გადაწყვეტილება რომ გამოჩნდეს, ეს თავისთავად პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს. პრეზიდენტადაც თუ იყრის კენჭს, ცუდი არ იქნება. 

 

პარტიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი

 

მხოლოდ პოზიტიურად ვაფასებ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების ფაქტს. ბოლო 2 წლის მანძილზე ჩემს არაერთ საჯარო გამოსვლაში იყო მოწოდება, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებულიყო პოლიტიკის სივრცეში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი დამთავრდება, რაც აშკარად გვაზიანებდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის შიგნით ბიძინა ივანიშვილის სახელით სპეკულაციები დასრულდება. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა უბედურება ხდება, რომლის შესაჩერებლადაც ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში შემოდის.  ეს ნიშნავს იმას, რომ შანსი ჩნდება - ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური ჩიხიდან და საერთო ძალებით დავიწყოთ საქართველოსთვის სასიკეთო და სასიცოცხლო საქმეების კეთება.

 

 ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილ

 

 დათვი გამოვაგდეთ ბუნაგიდან. ვფიქრობ, მისი მონადირება ჩვენ ხალხს აღარ უნდა გაუძნელდეს.

 

ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე


საერთაშორისო ზეწოლა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, გახდა ორი უმთავრესი ფაქტორი, რამაც აიძულა  ივანიშვილი დაბრუნებულიყო. ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული არაფორმალური მმართველობის მოდელი - ფლობდე ძალაუფლებას პასუხიმგებლობისა და ყველანაირი ლეგიტიმაციის  გარეშე, ეწინააღმდეგება და ანგრევს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფუძვლებს. რაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სრულიად მიუღებელია და  სამართლიან გულისწყრომას იწვევს.

 

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი

 

მე მგონია რომ ეს გადაწყვეტილება ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ სწორია. ის საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და შესაბამისად, პასუხისმგებლობა აიღოს ყველაფერზე, კარგზეც და ცუდზეც, საჯარო სივრცეში იყოს, კითხვებს პასუხი გასცეს. კარგი ამბავია პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღებისთვის დღევანდელი გადაწყვეტილება. ერთადერთი ვისთვისაც ეს ცუდია, არის ის, ვინც გვამცნო ამის შესახებ. დღეს ქვეყნის პრემიერმა უკვე ღიად გვითხრა, ის რაც აქამდეც ვიცოდით. ის პოლიტიკაში არ არის, არაფერს ეკითხებიან საკუთარ გუნდში, ავტორიტეტი არ ყოფნის და დღეიდან უკვე გააფორმა საკუთარი სტატუსი. ეს კი ცალსახად ცუდი ამბავია. პრემიერია მაინც. საკუთარ გუნდში უავტორიტეტო პრემიერი, რომელსაც, როგორც თავად გვითხრა, საერთო ღირებულებების მქონე ზაზა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ მიუთითა ყოჩები და ბელადები არ უნდა ვეძებოთო.

 



 


 

 

 



 

 



 




Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე
access_time2020-01-19 21:00:10
  რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ  მათ სურთ ფინანსური დამოუკიდებლობა.   თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინცმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ტიტულზე, ამ პროცესს აქვს ორი მხარე   - ერთია, რომ უკვე ყოფილ პრინცს მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება ოჯახიდან, მეორე კი - ამჟამად მას უკვე აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება.   რას აირჩევენ ჰარი და...

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...


მსგავსი სიახლეები

up