„პოლიტიკა პარლამენტში არ კეთდება, პოლიტიკა კეთდება ქუჩაში, მოსახლეობის მიერ“ - კახა ოქრიაშვილი

„პოლიტიკა პარლამენტში არ კეთდება, პოლიტიკა კეთდება ქუჩაში, მოსახლეობის მიერ“ - კახა ოქრიაშვილი

access_time2021-03-25 16:32:12

„პოლიტიკა პარლამენტში არ კეთდება, პოლიტიკა კეთდება ქუჩაში, მოსახლეობის მიერ“, - ამის შესახებ პარტიის „პროგრესი და თავისუფლება ლიდერი“ კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი და „ქართული ოცნება“ თოჯინების თეატრს ჰგავს, ყველას ძაფი აქვს მობმული. როგორც ოქრიაშვილი ამბობს ვინც არ არის თოჯინა, პარლამენტში არ ზის.

 

„დღეს პოლიტიკურ სპექტრს დავყოფდი სამ ნაწილად: „ქართული ოცნება“, ოპოზიცია და ფსევდო-ოპოზიცია. რეალური ოპოზიცია დღეს პარლამენტში არ არის. ფსევდო-ოპოზიცია კი არის ის ოთხი ადამიანი, ვინც ადრე „პატრიოტთა ალიანსში“ იყო, მერე თქვეს, მანდატები ვიყიდეთო და „ევროპელი სოციალისტები“ დაირქვეს, ასევე, „ოცნების“ ნაწილია პარტია „მოქალაქეები“ და ახლა, „გირჩის“ ე.წ. განაყარის ასარჩევია, საით ჩაეწერებიან საბოლოოდ“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილმა.

 

კახა ოქრიაშვილი „გირჩის“ შეთავაზებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ ოპოზიციას გვაქვს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვს ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების  და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება:

 


„მიხეილ სააკაშვილი არ არის უფრო მნიშვნელოვანი პიროვნება, ვიდრე ჩვენი ქვეყანა და ქვეყნის მომავალი. ასეთ ჩანაცვლებებს აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები! ჩვენ, ოპოზიციას გვაქვს ორი ძირითადი მოთხოვნა - ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ პოლიტპატიმრები არ გვყავს, თუმცა სენატში ყველა იმაზე საუბრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობა ქვეყნის დიდი პრობლემაა. „ოცნებამ“ ამერიკის სენატიდან გაიგო, რომ ქვეყანაში არსებობს ღრმა პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, არამარტო პოლიტიკური, არამედ უკვე რვა წელია, ვიმყოფებით კიდევ უფრო უარეს ეკონომიკურ კრიზისში, რაც იმით არის გამოწვეული, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მართავს ქვეყანას. თოჯინები ქვეყანას ვერ მართავენ!“, - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა.

 

პარტიის „პროგრესი და თავისუფლება ლიდერი“ ყურადღებს ექსპრემიერი გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებაზეც ამახვილებს. ოქრიაშვილს იმედი მაქვს, გიორგი გახარია არავის პროექტი არ იქნება.

 

„საქართველოში უკვე არსებობს მესამე ძალაც, მეოთხეც და მეხუთეც. ბევრი პოლიტიკური პარტიაა ქვეყანაში, რომელიც 3 %-იან ბარიერს გადასცდა. შეიძლება დღეს ისინი სუსტები არიან, რადგან 3 % აიღეს,  მაგრამ ხვალ, შესაძლოა, უფრო ძლიერ ძალად მოგვევლინონ. რაც შეეხება ბატონ გიორგი გახარიას, მან უნდა აირჩიოს, სად იქნება მისი პარტია, თუკი ასეთს შექმნის. თუ გახარია დაფიქსირდება  როგორც ოპოზიციური მოთამაშე და ოპოზიციური ძალა, ეს სხვა საკითხია. ხოლო, თუ ის იქნება „ქართული ოცნების“ მოკავშირე, ეს უკვე სულ სხვა მოცემულობაა. ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იმედი მაქვს, ბატონი გიორგი გახარია არავის პროექტი არ იქნება და იქნება დამოუკიდებელი მოთამაშე. მეტიც, იმედია,  საქართველოს პოლიტიკაში არცერთი პოლიტიკური ძალა არ იქნება ვინმეს პროექტი. „პროექტები“ ისედაც ძალიან ბევრია, ზოგი უკვე  პარლამენტში ზის, ზოგი კი ახლა ემზადება პარლამენტში შესასვლელად და ეს ყველა ერთად ბიძინა ივანიშვილის პროექტია“, - განმარტავს ოქრიაშვილი.

 

®




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up