NATO-ს გენერალური მდივნის პოსტი, შესაძლოა, ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ დაიკავოს. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა „პოლიტკო“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დალია გრიბაუსკაიტესთან ერთად NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე კიდევ 2 ქალის: ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტის კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩისა და ესტონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის კერსტი კალიურანდის კანდიდატებიც განიხილება.
ამასთან, როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ნატო-ს გენერალურ მდივნად ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლის არჩევა შესაძლოა, განიხილოს როგორც ზედმეტად მტრული გზავნილი მოსკოვისადმი.
NATO-ს ამჟამინდელი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამ პოსტს 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს. მას ვადა 2022 წლის სექტემბერში ეწურება.
დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს ევრო–ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას.
გრიბაუსკაიტე ლიეტუვის პრეზიდენტის პოსტს 2009—2019 წლებში იკავებდა (2014 წელს მეორე ვადით აირჩიეს). 2004–2009 წლებში ევროკომისიის კომისარი იყო საბიუჯეტო და ფინანსური დაგეგმვის საკითხებში.
accentnews