ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პოლიკნილიკების და მცირე ამბულატორიების დახურვა დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პოლიკნილიკების და მცირე ამბულატორიების დახურვა დაიწყება

access_time2020-02-18 12:30:48

თბილისში მოქმედი პოლიკლინიკების ნახევარს დახურვა ემუქრება. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პოლიკლინიკები და ამბულატორიები, რომელთაც 13 ათასზე მეტი დაზღვეული არ ჰყავთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გაემოეთიშებიან. ცვლილებები პირველ ეტაპზე საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება.


ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ თბილისში 115 პოლიკლინიკაა და აქედან 54 დაწესებულებას 5 ათასზე ნაკლები ბენეფიციარი ჰყავს. ეს არის მცირე ზომის სადიაგნოსტიკო ცენტრები. ამ 54 სამედიცინო დაწესებულებაში კი ძალიან ბევრია ისეთი, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 1000 ნაკლებია. ჯანდაცვის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ რენტაბელობის ზღვარი ამ გათვლებისთვის უნდა იყოს 13 ათასი ბენეფიციარი.


ფაქტია, რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამიდან გათიშვა პოლიკლინიკების დახურვას გამოიწვევს. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, დედაქალაქის მასშტაბით, ეს საფრთხე სულ მცირე 60 პოლიკლინიკას ემუქრება. ერთადერთი გამოსავალია მოხდეს სამედიცინო დაწესებულებების შერწყმა, თუმცა ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის. თუკი დაწესებულებას პროგრამაში ჩართვის შემთხვევაშიც უჭირდა პაციენტის მოზიდვა, ახლა მით უფრო გაუჭირდებათ და ფუნქციობას ვერ მოახერხებენ. ამის გამო ასეულობით ადამიანი უმუშევარი დარჩება.


ეს არის რეალობა, რასაც პოლიკლინიკებისთვის ახალი სტანდარტის დაწესება გამოიწვევს. თუმცა დღეს თითქმის ყველა თანხმდება, რომ რეფორმა აუცილებელია და ამ მიმართულებით ნაბიჯი ადრეც უნდა გადადგმულიყო. სპეციალსიტები იმედოვნებენ, რომ ცვლილება ექიმის შრომის ანაზღაურებასაც შეეხება და ხელფასის მოცულობა მოიმატებს.


სამინისტრო კლინიკების გეოგრაფიულ მდებარეობას გაითვალისწინებს და სტარტეგიული მნიშვნელობა ექნება იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ისეთ დასახლებებში შენარჩუნდეს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა. ასეთ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო კაპიტაციური (სულადობრივი) ტარიფის გადახედვაზე იმუშავებს.


პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხელშემწყობთა კავშირის პრეზიდენტი ნანა ასათიანი აცხადებს, რომ რეფორმის მიზანი სამედიცინო სფეროში ხარისხის გაუმჯობესებაა, რა მხრივაც ქვეყანაში ბევრი პრობლემაა.


,,მთავრობაში ფიქრობენ, რომ ამბულატორიებს, რომელსაც 5000-7000-ზე ნაკლები პაციენტი ჰყავს, არ შეუძლია მომსახურების სრულად გაწევა. დარგისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სელექციური კონტრაქტირება, რომლის პირობებშიც საშუალება გვექნება, ადამიანური რესურსი სწორად და ოპტიმალურად გამოვიყენოთ. დღესდღეობით ოჯახის ექიმის რესურსი არათანაბრად არის გადანაწილებული და მოსახლეობას სერვისს ფრაგმენტულად აწვდის.


ხშირად იმის გამო, რომ ექიმის გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე დროს მოითხოვს და შეიძლება დროულად ვერც მივიდეს გადაუდებელ შემთხვევებში დანიშნულების ადგილამდე. ასეთი რისკები სრულად მოიხსნება, რადგან ექიმი იმუშავებს ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, თავის დროს მოახმარს იქ და ექნება ადეკვატური შრომის ანაზღაურებაც, - განუცხადა ბიზნეს-რეზონანსს ასათიანმა და დასძინა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე ამბულატორიების რაოდენობა, მინიმუმ, განახევრდება.



,,როდესაც პოლიკლინიკას ჰყავს 1500-სა და 2000-ზე ნაკლები პაციენტი, ხარისხის მხრივ იქ ყოველთვის შეიძლება იყოს პრობლემა. რამდენადაც ვიცი, ევროკავშირის დირექტივა იყო, ზღვარი 20 000 პაციენტამდე გაზრდილიყო, რაზეც ბევრი იმსჯელეს და საბოლოოდ 13 000-მდე შეამცირეს. ამაზე დაბლა ვერ დასწევენ. ჩემი მიდგომა ასეთია: შენ თუ კარგი სტრუქტურა გაქვს, კარგი აღჭურვილობა, მოვა შენთან პაციენტი, თუ არადა, არ არის აუცილებელი ყველამ მიიღოს მონაწილეობა, სახელმწიფომ არ უნდა კვებოს კერძო დაწესებულებები”, - განაცხადა ასათიანმა.


სახელმწიფოს მიდგომას, რომ რეფორმა უნდა განხორციელდეს და მომსახურების ხარისხი დაიხვეწოს, არასამთავრობო ორგანზიაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს” დამფუძნებელი მარინა ბერაძეც იზიარებს. მისი შეფასებით, სფერო სახელმწიფოს მხრიდან სისტემატურად უნდა კონტროლდებოდეს.


ჩვენ გვაქვს ბევრი კერძო დაწესებულება, ძალიან რთულია ამის კონტროლი, ამიტომ არის მოდელი, რა შემთხვევაშიც შეიძლება იყოს ესა თუ ის კლინიკა საიმედო. პატარა პოლიკლინიკის დაფინანსება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. არ არის ხარჯთეფექტური, როგორც მაგალითად, 15-საწოლიანი ჰოსპიტალი ვერ იქნებოდა რენტაბელური და უნდა იყოს 130 საწოლი მაინც, რადგან მას აქვს თავისი შენახვის წესები. დაახლოებით ასეთი არგუმენტი აქვთ აქაც და არც თუ ურიგო, ტრაგიკულად ნუ შევხედავთ. მთავარია, რომ ინფორმირება მოხდეს სწორად როგორც ექიმების, ასევე მომსახურე პერსონალის, რაც მოქალაქეების და პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია”, - განუცხადა ბიზნეს-რეზონანსს ბერიძემ და აღნიშნა, რომ აუცილელად უნდა იყოს გათავლსიწინებული ექიმების ანაზღაურება.


,,ექიმის დატვირთვა შეფასებული უნდა იყოს სწორად და ხელფასი მოემატოთ. როდესაც ის იქნება უზრუნველოფილი, ექნება ნორმალური ხელფასი, არ იქნება დამოკიდებული თავის მიერ გამოწერილი წამლების რაოდენობაზე და სამედიცინო მომსახურება იქნება უსაფრთხო.


დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევთ პოლიკლინიკებს, რათა არ დაიხურონ. ალბათ ერთ-ერთი გამოსავალია შერწყმა მოხდეს ან მოიზიდოს ექიმები, შექმნას კარგი პირობები, ბევრს ამის შესაძლებლობა არ ექნება, - უთხრა ბერაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს”.


პოლიკლინიკებში, სადაც პაციენტების რაოდენობა 13 ათასს ვერ აღწევს, რეფორმის მიმართ მღელვარება იგრძნობა. ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე მათგანს, თუმცა კომენტარზე უარი გვითხრეს. პირად საუბრებში კი აცხადებენ, რომ შეუძლიათ ხარისხის გაუმჯობესება და კარგი სერვისის მიწოდება, თუმცა ამისთვის სჭირდებათ, რომ ზღვარი მინიმუმ 7000 ბენეფიციარზე ჩამოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმები შიშობენ, რომ სამუშაო ადგილებს დაკარგავენ და მათთან ერთად, პოლიკლინიკების ასობით მომუშავე პერსონალი უმუშევარი დარჩება.


რაც შეეხება მსხვილ კლინიკებს, მთავრობის 520-ე დადგენილება 3 თვეა, რაც ძალაშია და მან პირველი შედეგი, არასახარბიელო, უკვე აჩვენა.


„ღია გულის კარდიოანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი გრიგოლიას ინფორმაციით, ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, შემცირდა ხელფასები და პაციენტს მომსახურება გაუძვირდა. არის ოპერაციები, რომლის გაკეთება კლინიკამ დაფინანსების შემცირების გამო შეაჩერა.


,,ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ყველა სერვისს 30-40%-ით მოაკლდა სახელმწიფო დაფინანსება, რაც აისახა კლინიკების შემოსავლებზე და შედეგად ძალიან ბევრმა კლინიკამ შეამცირა მედპერსონალი ან ჯერჯერობით არ შეამცირა და ხელფასები მოაკლო 15%-იდან 38%-მდე. შესაბამისად, დარგის განვითარება აბსოლუტურად ჩავარდა იმიტომ, რომ კლინიკებს მოაკლდა შემოსავალი რეინვესტირებისა და ახალი აპარატურის შესყიდვისთვის. შედეგად, პაციენტს გაუარესდა სერვისი, ზოგიერთ შემთხვევაში კი გაუძვირდა“, - განაცხადა გრიგოლიამ.


მისი აზრით, საქართველოს ბიუჯეტი საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯს ვერ უძლებს და ცვლილები საჭიროა.


,,საყოველთაო ჯანდაცვა არ არის ის მოდელი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო გაუმკლავდეს. ევროპაში გაცილებით უფრო მძლავრი სახელმწიფოები უარს ამბობს ასეთო მოდელზე. იმ ქვეყნებში კი, სადაც ეს სისტემაა, ხარჯი მატულობს ყოველწლიურად 5%-დან 15%-მდე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ რომ გამართულად იმუშაოს, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი კონტროლია განსახორციელებელი.


თავიდან უცებ დაინერგა ეს მოდელი. პირველი წელი კარგად მიდიოდა საქმე, მერე კი ნახეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი ფულის წამოღება შესაძლებელია და გაიზარდა კლინიკების რაოდენობა. საავადმყოფოებს ხსნიდა ყველა და ყველგან, ვისაც ეს არ ეზარებოდა. მიიღეს სავალალო შედეგი, კლინიკა ბევრია და ბიუჯეტი არ გვყოფნის. ყოველწლიურად იზრდება საჭირო ხარჯი, რასაც ჩვენმა ბიუჯეტმა ვერ გაუძლო და ჯანდაცვის სამინისტრომ მარტივად, ბიუჯეტის სეკვესტრის გადაწყვეტილება მიიღო“, - განუცხადა ბიზნეს-რეზონანსს გრიგოლიამ.


გაზეთი „რეზონანსი“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up