პოლიციელის დღესთან დაკავშირებით შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება

access_time2016-05-31 10:38:59

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისში, 2016 წლის 31 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ ნოე რამიშვილის ქუჩაზე, ასევე კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ „სამგორამდე", ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

 


გზის გადაკეტვის დროს ავტომანქანები იმოძრავებენ ალტერნატიული მარშრუტით - კახეთის გზატკეცილიდან ქალაქის ცენტრისკენ ჯავახეთის ქუჩით, მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით.

 


2 ივნისს, ღონისძიების დღეს, დილის 09:00 საათიდან ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება ნოე რამიშვილის ქუჩაზე, ასევე კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ „სამგორამდე". 10:00 საათიდან კი - ჯორჯ ბუშის ქუჩის დასაწყისიდან, კახეთის გზატკეცილზე ე.წ. ჯავახეთის ხიდებამდე.


 


ავტომანქანები აღნიშნულ მონაკვეთზე თბილისის ცენტრიდან აეროპორტისკენ იმოძრავებენ ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირების გავლით, ჯავახეთის ქუჩით, კახეთის გზატკეცილის მიმართულებით.

 


ავტომანქანების მოძრაობა 2 ივნისს ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.

 



ხვალ ვიხსნებით და დავიწყბეთ მუშაობას, ასე არაა - „მეტრო ჯორჯიას“ მუშაობა არ განუახლებია

ხვალ ვიხსნებით და დავიწყბეთ მუშაობას, ასე არაა - „მეტრო ჯორჯიას“ მუშაობა არ განუახლებია
access_time2021-02-25 17:00:22
3 თვის შემდეგ საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგა, თუმცა მგზავრობა გაძვირდა. ტარიფი დაახლოებით 2-დან 5 ლარამდეა გაზრდილი. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად მგზავრების საქალაქთაშორისო გადაადგილებას არ ახორციელებს „მეტრო ჯორჯია“. კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ რეგულაციების შემსუბუქების მეორე დღეს მუშაობის განახლება მათთვის შეუძლებელია. „მეტრო ჯორჯია“ ადასტურებენ იმას, რომ მგზავრობის ტარიფი გაიზრდება, თუმცა კონკრეტული თანხის დასახელება ამ ეტაპზე არ შეუძლიათ. კომპანიაში ახლა იმ ეტაპებს გადიან,...

კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი

კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი
access_time2021-02-25 15:00:01
სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 27,769 მილიარდი ლარის უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელია დატვირთული. ამის შესახებ მონაცემები კომერციული ბანკების 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.   კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე მეტი - 12,2 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული „საქართველოს ბანკში“. შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“, რომლის სასარგებლოდაც 2020 წლის მდგომარეობით ჯამში, 9,614 მლრდ ლარის ღირებულების...

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე
access_time2021-02-25 12:40:07
„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული ავიაკომპანიის „Air Georgia“-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა. ბიზნესმენი მედიაჰოლდინგთან ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ - პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა სწორად უნდა განვითარდეს და ევროპული პროექტებით კიდე უფრო უნდა მიუახლოვდეს დასავლეთს.   „შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ნულოვანი ეკონომიკა. როდესაც გერმანიამ მეორე სამამულო...

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს
access_time2021-02-25 12:01:24
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს.   როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 ათას მფლობელს შეეხება.   „მოგეხსენაბათ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე...

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-25 10:55:13
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის სხდომის ფარგლებში საქართვლოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სექტორში არსებულ იმ პრობლემებზე, რომელმაც Covid-19 გამოწვეული პანდემიის ფონზე მწვავედ იჩინა თავი  და რომელთა მოგვარებაშიც ბიზნესს საკუთარი წვლილი შეტანა შეუძლია. კომიტეტის სხდომაზე შეეხნენ იმ გლობალურ ტენდენციებს, რომელიც სექტორის რეფორმირების კუთხით მსოფლიოში გამოიკვეთა და მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის გასაზრდელად....


მსგავსი სიახლეები

up