პოლიციამ ქვემო ქართლში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან  2 კილომდე ჰეროინი ამოიღო

პოლიციამ ქვემო ქართლში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან 2 კილომდე ჰეროინი ამოიღო

access_time2019-07-21 11:00:56

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ო.რ., ასევე ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული შ.ბ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, სამართალდამცველებმა შ.ბ. თბილისში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ, ნახევარი კილო ჰეროინი ამოიღო.

რაც შეეხება ო.რ.-ს, რუსთავის პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 10 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ნ. სამართალდამცველებმა რუსთავში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, 700 გრამამდე ნარკოტიკული საშუალებაა ამოღებული.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


თეგები:
ჰეროინი



კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო
access_time2019-12-13 16:33:47
ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე...

შეხვდი დღესასწაულებს განსაკუთრებულად და დაზოგე გონივრულად

შეხვდი დღესასწაულებს განსაკუთრებულად  და  დაზოგე გონივრულად
access_time2019-12-13 16:30:34
ახალი წელი hotsel.ge-ზე ! ახალ წელს ისე არაფერი უხდება, როგორც სადღესასწაულო ფუსფუსი, ნობათისა თუ საჩუქრების შეძენა, განსაკუთრებით გვახარებს საჩუქრების შერჩევისა და საახალწლო დეკორაციების შეძენა, რომ ჩვენი სახლი და ნაძვის...

კინოთეატრ „აპოლოს” რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა

კინოთეატრ „აპოლოს”  რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა
access_time2019-12-13 15:30:31
 კინოთეატრ „აპოლოს“ ფასადი რამდენიმე დღის წინ  ჩამოინგრა,  „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაშია  ისტორიული შენობა-ნაგებობა და  გიორგი გეგელიას დაუკავშირდა, რომელიც  კინოთეატრ  „აპოლოს“ 100%-იანი წილის  მფლობელია და კომპანია „კონფიდენს გრუპის“ ხელმძღვანელია.  როგორც გეგელია  აღნიშნავს,  შენობის ფასადი  სიცოცხლისთვის საშიში არ არის, რადგან  დაზიანებული ფასადის დემონტაჟი...

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა
access_time2019-12-13 13:17:09
„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა.აღნიშნულის შესახებ რეესტრში მონაცემები უკვე აისახა. კერძოდ, სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი - „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვის“ გადაწყვეტილებით, საბჭოს დატოვებს დავით შონია. როგორც რეესტრშია მითითებული, შონიამ წასვლის შესახებ კომპანიას თავად მიმართა. შეგახსენებთ, რომ დავით შონია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს....

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას
access_time2019-12-13 09:10:25
Wizz Air-მა, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრულმა და წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, დღეს დააანონსა, რომ აბუ-დაბის დეველოპმენტ ჰოლდინდგის კომპანია PJSC (“ADDH”)-თან პარტნიორობით დაარსდება Wizz Air  Abu Dhabi, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ახლადშექმნილი ავიკომპანია იქნება Wizz Air-ის პირველი ავიახაზი ევორპის...


მსგავსი სიახლეები

up