პოლიციამ გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

პოლიციამ გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

access_time2021-03-03 11:30:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი -1996 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.


მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა.



აღნიშნული საქმეზე სამართალდამცველებმა ორი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, 1996 წელს დაბადებული თ.ა. კი პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ცხელ კვალზე დააკავა.



გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია დაკეტილები ვართ, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ -Dinner In The Sky

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია დაკეტილები ვართ, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ -Dinner In The Sky
access_time2021-04-09 17:30:01
      “ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია არასტაბილურია და ველოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას და ჯერ არ ვაპირებთ გახსნას. მოთხოვნა იმდენად დიდია, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ,” _   ტურისტული ატრაქცია Dinner In The sky Goergia, იგივე „ვახშამი ცაში” ერთი წელია დახურულია. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რესტორანი რეგულაციებისა და შეკრებების აკრძალვის გამო ოპერირების განახლებას ვერ ახერხებს, თუმცა როგორც კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს,...

8 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა

8 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-04-08 18:00:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 8 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 15 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 68 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი 16 პუნქტით გაუფასურდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 9 აპრილისთვისაა) ეროვნული...


მსგავსი სიახლეები

up