პოლიციამ ბრიტანელი მოგზაურის, როუან კემპბელისთვის მოპარული ველოსიპედი იპოვა და პატრონს დაუბრუნა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2020 წლის 25 იანვარს პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დროებით მცხოვრებ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, როუან კემპბელს სახლთან გაჩერებული ველოსიპედი მოჰპარეს.
პოლიციამ საქმე სსკ-ის 177-ე მუხლით აღძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრიტანელი მოგზაურის ველოსიპედს თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მიაკვლიეს და სატრანსპორტო საშუალება კანონიერ მფლობელს დაუბრუნეს.
გამოძიება გრძელდება.
imedinews