„Pokemon Go“ „ნინტენდოს“ აქციებს რეკორდულად ზრდის

„Pokemon Go“ „ნინტენდოს“ აქციებს რეკორდულად ზრდის

person access_time2016-07-18 09:59:57

კომპანია ნინტენდომ ახალი თამაშის Pokemon Go-ს მეშვეობით საკუთარი აქციების ყოველკვირეული ზრდის მაქსიმუმს მიაღწია. მისი აქტივები 70%-ით გაიზარდა,  რამაც მისი საბაზრო ფასი 13 მილიარდიდან 19.6 მილიარდ ევრომდე გაზარდა. 1989 წლის აგვისტოში, როცა იაპონურმა კომპანიამ ამერიკაში თამაში Dragon Quest ჩაუშვა, მისი აქტივები დაახლოებით 35%-ით გაიზარდა.


Pokemon Go რეალურ ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული ვირტუალური თამაშია, რომელშიც მოთამაშე ნადირობს მონსტრებზე, რომლებიც მათ სმარტფონებზე ჩნდებიან. “Pokemon Go” -წარმოადგენს ე.წ. “დამატებული რეალობის” კატეგორიის თამაშს, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაში ეფუძნება რეალურ სამყაროს, თუმცა მას ზემოდან ემატება  ვირტუალური რეალობაც . მომხმარებელი თამაშის მეშვეობით, ამ ორი სამყაროსგან კომბინირებულ რეალობაში მოქმედებს.

თამაშმა უკვე დაიკავა პირველი ადგილი უფასო აპლიკაციების რეიტინგებში. 



თამაშის ავტორია  “Pokemon Company”-ი რომლის 32%-ს “ნინტენდო” და “ნიანტიკი” ფლობს, რომელიც შარშან საძიებო სისტემების გიგანტს Google-ს გამოეყო. ამის შემდეგ ამ სამმა კომპანიამ “ნიანტიკში” 30 მილიონი დოლარი ჩადო Pokemon Go-ს შესამუშავებლად.


თამაშის წარმატების მიუხედავად ამბავს გაუგებრობების გარეშე არ ჩაუვლია. როგორც ჩანს, ე.წ. პოკემონების მანიამ მუზეუმის ხელმძღვანელობა შეაწუხა. ვაშინგტონში მდებარე „ამერიკის ჰოლოკოსტის მუზეუმის“ ხელმძღვანელობამ საზოგადოებას მოუწოდა თავი შეიკავონ თამაშისგან მუზეუმში სტუმრობის დროს,  მათი თქმით ეს „რბილად რომ ვთქვათ შეუფერებელი საქციელია“.

იქვე მდებარე არლინგტონის ეროვნული სასაფლაოს ხელძღვანელობამაც გააფრთხილა პოკემონის მოთამაშეები. ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯერ ჯერობით არანაირი პრობლემა არ შექმნიათ, თუმცა თავს წინასწარ იზღვევენ თავს. სპიკერმა განაცხადა, რომ “ისეთი თამაშების თამაში როგორიც Pokemon Go-ა, შეუფერებელი იქნება წმინდა ადგილისთვის”.


სმარტფონის ახალ თამაშში ორივე ლოკაცია გამოჩნდა.



Forbes: Signal და Telegram - თავშესაფარი გაბრაზებული კონსერვატორებისთვის

Forbes:  Signal და Telegram - თავშესაფარი გაბრაზებული კონსერვატორებისთვის
access_time2021-01-19 19:00:53
2021 წლის 6-10 იანვარს მესენჯერ Signal-ს დღეში საშუალოდ 250 000, ხოლო Telegram-ს 1,1 მლნ. მომხმარებელი ემატებოდა, რაც ამ სერვისების 409% და 61%-ით ზრდას ნიშნავს. ასეთი ინტერესი მათ მიმართ, მსხვილი სოციალური ქსელების მიერ დონალდ ტრამპის და მისი მომხრეების წინააღმდეგ მიღებულმა ზომებმა გამოიწვია. Signal-ის ერთ-ერთი უპირატესობაა, მისი უსაფრთხოება, რადგანაც ის განსაკუთრებით რთულ შიფრებს იყენებს, რომელთა დაბლოკვა თითქმის...

სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება

სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება
access_time2021-01-19 13:00:20
სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის ნაწილია. გადაწყვეტილების შესახებ ეროვნულ ბანკს ოფიციალურად ჯერ არაფერი უთქვამს და მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია ამის შესახებ მომდევნო კვირებში გავრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების შესახებ...

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს
access_time2021-01-19 16:00:38
1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განუცხადა, დღესღეობით 1 ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარამდეა გაზრდილი, ამიტომ 10 ლარიანი სუბსიდია ფასის შესანარჩუნებლად საკმარისი აღარაა. „პროგრამაში თავიდანვე ჩადებული იყო რისკები, რომ მაგალითად, რუსეთს 15 თებერვლიდან შემოაქვს კვოტირება, ასევე სავალუტო რისკი, ელექტროენერგიის გაძვირების...

10 000 რესტორნიდან 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია - რესტორატორთა ასოციაცია

10 000 რესტორნიდან 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-19 15:00:03
10 000 რესტორნიდან, 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია, - ასე აფასებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძე სარესტორნო ბიზნესის ამჟამინდელ მდგომარეობას. მისი განმარტებით, რეგისტრირებული 10 000 რესტორნიდან 95% უმოქმედო და გაკოტრებულია. „ფაქტობრივად მკვდარია, ამას რა გააცოცხლებს არ ვიცი. ჩავთვალოთ, რომ რესტორნის მფლობელმა ახალი კაფე/რესტორანი უნდა გახსნას და არა მუშაობა განაახლოს. უამრავი კაფე/რესტორანი დაიცალა იმის გამო, რომ მეპატრონეს...

„გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია“ - MYWAY ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმაზე

„გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია“ - MYWAY ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმაზე
access_time2021-01-19 14:00:39
ავიაკომპანიები მთავრობისგან საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის გეგმის წარდგენის მოლოდინში არიან. როგორც Myway Airlines-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თამარ ქობულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია და მთავრობას გეგმა ამ დრომდე უნდა წარედგინა. „ამ ეტაპზე მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას ველოდებით, რომელიც შემსუბუქებაზე იქნება ორიენტირებული. სანამ ეს გეგმა არ გვეცოდინება,...


მსგავსი სიახლეები

up