PODIUM: არც სალონს დავხურავ, არც ჯარიმას გადავიხდი - დახურვა გაკოტრებას ნიშნავს

PODIUM: არც სალონს დავხურავ, არც ჯარიმას გადავიხდი - დახურვა გაკოტრებას ნიშნავს

access_time2020-11-20 15:30:06

სილამაზის სალონი „პოდიუმის“ ხელმძღვანელი ნელი ავილოვი აცხადებს, რომ მთავრობის მიერ სილამაზის სალონების დახურვის გადაწყვეტილება მისი ბიზნესისთვის გაკოტრების ტოლფასი იქნება. მისი სამივე ფილიალი მოლში (2-სითი მოლში, 1-გალერია თბილისში) მდებარეობს, სადაც მაქსიმალურადაა დაცული ყველა ნორმა, მათ შორის 2 მეტრიანი დისტანცია და ასე შემდეგ.

 

„მეტრო დაკეტონ, ავტობუსები შეზღუდონ. ვისაც ჰყავს საკუთარი მანქანა ან ტაქსის საშუალება აქვს ივლის ის სალონში, თუ არ აქვს, ხალხი ტყუილად არ მოვა. მოლში ჯამურად დადის იმდენი ხალხი, რაც  ორ ავტობუსში დგას და ერთ მეტროს ვაგონში. გააჩერონ ის და ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენივე თანამშრომლებზე, მოვიყვანთ სამსახურში ტაქსით თუ მანქანით ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვისაც სჭირდება ის მოვა,“ - აცხადებს ნელი ავილოვი.

 

მისი ინფორმაციით, სილამაზის სალონს გასულ წელთან შედარებით შემოსავლები ისედაც მკვეთრად, დაახლოებით 70%-ით  შეუმცირდა, დახურვა კი მათ სუნთქვის საშუალებას მოუსპობს.

 


„რომ დავიხურო, მუშაობას ვეღარ განვაახლებ, ამიტომ სალონს არ დავხურავ. არც ჯარიმას გადავიხდი, მილიონი ადამიანი დააჯარიმეს და მაქედან არავის გადაუხდია ეს თანხა, მეც მასე ვიმუშავებ. სალონები რომ დაიხუროს, ყველა თავის სტილისტთან სახლში ივლის, რა მნიშვნელობა აქვს სახლში ივლიან თუ მე ვიმუშავებ და გავაგრძელებ ჩემს ბიზნესს, რომელიც 20 წელი ვაშენე. ყველას იჯარის დავალიანება გვაქვს, გადასახდელია ბანკის სესხები. რა მომკლავს მე და ჩემს 100 თანამშრომელს, კორონავირუსი თუ უმუშევრობა აღარ ვიცი,“ - აცხადებს ნელი ავილოვი.

 

მისი ინფორმაციით, მთავრობისგან სალონს ამ დრომდე არანაირი ოფიციალური შეტყობინება დახურვასთან დაკავშირებით არ მიუღია.

 

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს გავრცელებული ინფორმაციით ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დამძიმების გამო შესაძლოა დაიხუროს როგორც დიდი სავაჭრო ქსელები (მოლები), ასევე სალონები. საუბარია, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვაზეც.


business-partner.ge


თეგები:
PODIUM



„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“

„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“
access_time2020-11-27 10:00:55
ლოქდაუნი ლოქდაუნის გამოცხადების გარეშე, საქართველოს მთავრობა „წერტილოვანი შეზღუდვებით“ ქვეყანას სრულად კეტავს. ხვალიდან გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიხურება ფიტნეს დარბაზები, აუზები და სავაჭრო ცენტრები. სტუმრებს ვეღარ მიიღებენ ვერც რესტორნები და კვების ობიექტები. გამოცხადებულ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ელოდება, რომ ეს ფასი მხოლოდ მშპ-ს 0.7%-0.8% იქნება და არა ათი ათასობით ახალი უმუშევარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-26 21:00:26
დღის ტოპ 10 საინტერესო ამბავი: 1.  ორთვიანი შეზღუდვები - რა იკრძალება 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე? საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი...

26 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

26 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-26 18:15:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3137 ლარი გახდა....

რა არის „შავი პარასკევი“ და სად დაიწყო დიდი ფასდაკლებების ტრადიცია

რა არის „შავი პარასკევი“ და სად დაიწყო დიდი ფასდაკლებების ტრადიცია
access_time2020-11-26 20:00:13
შავი პარასკევი - არის პირველი პარასკევი ამერიკის ერთ-ერთი ეროვნული დღესასწაულის - მადლიერების დღის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს, როგორც წესი 23-დან 29-რიცხვამდე. სწორედ ამ დღეს იწყება...

გიორგი ხანიშვილი: 2020 წელს აგროექსპორტი მკვეთრად გაიზარდა

გიორგი ხანიშვილი: 2020 წელს აგროექსპორტი მკვეთრად გაიზარდა
access_time2020-11-26 19:00:14
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2020 წლის 3 კვარტალში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. რასთან არის ეს დაკავშირებული და შეიძლება თუ არა ეს გამოკვეთილ ტენდენციად ჩაითვალოს?   აგრარული პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით 2020 წელს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო წელი, როდესაც 2013 წელს დაწყებულმა აგროსექტორის მხარდაჭერის სახელმწიფო  პროგრამებმა შედეგები გამოიღეს.   ერთ-ერთი ასეთი პროექტია „დარგე მომავალი“, რომელიც ხილის და...


მსგავსი სიახლეები

up