PMCG კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი - საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა და 49 მილიარდ ლარს მიაღწია

PMCG კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი - საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა და 49 მილიარდ ლარს მიაღწია

access_time2020-02-26 13:25:20

თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020-ს ფარგლებში საქართველოში ეკონომიკური ზრდის და ექსპორტ იმპორტის მაჩვენებლების შესახებ ისაუბრა PMCG კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა.


„საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა და 49 მილიარდ ლარს მიაღწია. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 13 273 ლარია. 2019 წლის მდგომარეობას, წინასწარი პროგნოზით თუ შევაფასებთ ზრდა 5.2%-ს შეადგენს. ეკონომიკური ზრდა უკანასკნელი წლების განმავლობაში სიჯანსაღით გამოირჩევა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს -აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.


PMCG კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორის განცხადებით, საერთაშორისო ვაჭრობის მთლიანმა მაჩვენებელმა 2019 წელს 12.8 მილიარდი დოლარი შეადგინა და წინა წელთან 3 პროცენტიანი ზრდა გვაქვს.



„ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებში დადებითი ტენდენცია გვაქვს, 12 %-ით გაზრდილია ექსპორტი. იმპორტი კი 1 %-ით შემცირდა, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენს სავაჭრო ბალანსზე ნახევარ მილიარდიანი შემცირებით გამოიხატა, რაც, ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა, - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.


კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020-ის ეგიდით და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება. კონფერენციაში მონაწილეობს მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლეშეკ ბალცეროვიჩი.




Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად

Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად
access_time2020-03-29 20:00:11
  შიდა კარანტინი არაა საკმარისი კორონავირუსთან გამკლავებისთვის - მიიჩნევს ჰარვარდი უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკის პროფესორი სიუნ ლინი.   მისი თქმით,იმისთვის რომ პირველ ეტაპზე ინფიცირების ინტენსიურობა შემცირდეს, საჭიროა გაცილებით უფრო მკაცრი ქმედებები, ვიდრე უბრალოდ ადამიანების გამოკეტვა სახლებში - ამ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა ჯგუფი ლინის ხელმძღვანელობით, იმის შემდეგ, რაც შეისწავლა კორონავირუსით დაავადებულ 26 000 პაციენტთა...

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე
access_time2020-03-29 18:30:38
პრობლემა არის ფუნდამენტალური - ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. ეს პოლიტიკა შესაცვლელია - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფინანსისტი თემურ ბასილია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას და ეროვნული ბანკის...

იტალია - კოლაფსის ზღვარზე

იტალია - კოლაფსის ზღვარზე
access_time2020-03-29 17:00:03
  22 მარტს იტალიის ხელისუფლებამ შემოიღო საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა - დაიხურა ყველა საწარმო, დაწესებულება, და ორგანიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის გარდა. აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიტანის სამსახურები, და პირველადი აუცილებლობის პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები.   1 თვის მანძილზე იტალია გადაიქცა აყვავებული ნახევარკუნძულიდან მთლიანად ჩაკეტილ ქვეყანად, კოლაფსის მდგომარეობასთან მიახლოებული...

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში
access_time2020-03-29 15:00:11
კორონავირუსის წინააღდეგ ბრძოლაში ევროპული სოლიდარობა თითქმის არ ჩანს და ამ ნიშას სწრაფად ავსებენ რუსეთი და ჩინეთი -  ყველაფერთან ერთად ისინი იღებენ ამით დიდ პროპაგანდისტულ სარგებელს. ათობით ათასი დაინფიცირებული, ათასობით გარდაცვლილია, შოკისმომგვრელი ციფრები, რომლებიც ყოველდღიურად იზრდება, კოლაფსის მდგომარეობაში მყოფი ჯანდაცვის სისტემა - ეს არის დღევანდელი იტალია, რომელსაც შექმნილ ვითარებაში გამოადგება ნებისმიერი დახმარება. და ის მას იღებს - რუსეთისგან  - 9...

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას
access_time2020-03-29 12:00:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს...


მსგავსი სიახლეები

up