PMCG: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიუხედავად ევროკავშირიდან და ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი შემცირდა

PMCG: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიუხედავად ევროკავშირიდან და ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი შემცირდა

access_time2020-07-15 12:00:51

საქართველოს მიერ ჩინეთთან და ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ეფექტურობაზე PMC კვლევითი ცენტრის მიერ კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით „ჩინეთის, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთკავშირი: ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ანალიზის“ კვლევა ჩატარდა. შედეგების მიხედვით პრობლემებია ევროკავშირთან ვაჭრობის თვალსაზრისით, დადებითი ეფექტი კი ჩინეთთან ვაჭრობას აქვს. კვლევის მიხედვით საქართველო არ არის იმდენად კონკურენტული რომ ევროკავშირის ბაზარზე გაუწიოს კონკურენცია ადგილობრივ მოთამაშეებს, მაგრამ საკმარისად კონკურენტული აღმოჩნდა იმისთვის რომ ჩინეთთან ვაჭრობა გააძლიეროს.


კვლევის თანახმად, ევ­რო­კავ­შირ­თან 2014 წლის ივ­ნის­ში ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბასა (DCFTA) და 2017 წლის მაისს ხელ­მო­წე­რილი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ შეთანხმებას (FTA) ჩი­ნეთ­თან, ზემოქმედება არ მოუხდენია ყველა სექტორზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველო ჯერ არ არის სრულად ინტეგრირებული და დამკვიდრებული ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზრებზე.


„შედეგებმა გვიჩვენა, რომ DCFTA და ჩინეთთან FTA ერთნაირი ეფექტებით ხასიათდება, ე.ი. სავაჭრო ნაკადების შექმნისა და გადართვის (Trade Creation & Diversion) თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სხვაობა არ აღინიშნება ამ ორი შეთანხმების ზემოქმედებას შორის. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საქართველოს იმპორტი კარგად არის დაბალანსებული და საქართველოს, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მომავალში გაფორმებული შეთანხმებებთან დაკავშირებით, სავაჭრო ნაკადების გადართვის (Trade Diversion) მნიშვნელოვანი საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნულია კვლევაში.


აღსანიშნავია, რომ საქართველომ კეთილდღეობის ზრდის მიმართულებით სარგებელი მიიღო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით (FTA), ვინაიდან სავაჭრო ნაკადების შექმნის ეფექტი, საერთო ჯამში, აღემატება სავაჭრო ნაკადების გადართვის ეფექტს. ზოგიერთ შემთხვევაში, სავაჭრო ნაკადების შექმნისა ან გადართვის ეფექტის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, ვინაიდან ევროკავშირიდან და ჩინეთიდან იმპორტის ნაკადების კლება შეინიშნება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების (FTA) ამოქმედების შემდეგაც. გარდა ამისა, რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იმპორტის სტატისტიკურად მნიშვნელოვან კლებას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აღნიშნული შეთანხმებების (FTA) ამოქმედების შედეგად.


მიუხედავად იმისა, რომ DCFTA-ს ამოქმედებიდან 5 წელია გასული, მნიშვნელოვანი ზემოქმედება პროდუქტების უმრავლესობაზე არ მოუხდენია. რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან DCFTA-ს ხელმოწერამდე და მისი ამოქმედების საწყის ეტაპზე, მკვლევარები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ პროცესი ეტაპობრივი იყო და საგრძნობი ზემოქმედება გრძელვადიან პერიოდში იქნებოდა.



გარდა იმისა, რომ DCFTA-ს შედეგად გაიზარდა ექსპორტი ისეთი ტრადიციული პროდუქტების ნაწილში, როგორიცაა ღვინო და სპირტიანი სასმელები, DCFTA-მ ასევე გამოიწვია ექსპორტის მკვეთრი ზრდა რადიკალურად განსხვავებული პროდუქტების ნაწილში, როგორიცაა თვითმფრინავები, კოსმოსური ხომალდები და მათი ნაწილები, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია აწარმოოს ამ ტიპის მაღალტექნოლოგიური პროდუქტი და ექსპორტზე წარმატებით გაიტანოს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ევროკავშირის ქვეყნები.


კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც DCFTA-ს უკავშირდება, არის ის, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (FTA) ამოქმედებასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ აღნიშნული შეთანხმების ამოქმედების შედეგად ევროკავშირიდან იმპორტი მეტად იზრდება ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი, საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული ტენდენცია არ დასტურდება. იმპორტი შემცირდა სხვადასხვა სექტორში და სხვადასხვა პროდუქტებზე.


PMC-ის კი­დევ ერ­თი დას­კვნით, ჩი­ნეთ­თან FTA-მ სტა­ტის­ტი­კუ­რად და ეკო­ნომი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზე­მოქ­მე­დე­ბა იქო­ნია ექ­სპორ­ტზე. რაც იმის მანიშ­ნე­ბე­ლია, რომ ძა­ლიან მოკ­ლე დროის მო­ნაკ­ვეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლომ მნიშვნე­ლო­ვა­ნი სარ­გე­ბელი მიი­ღო აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბის ამოქ­მე­დე­ბით.


„DCFTA-სა და ჩინეთთან FTA-ს ზემოქმედებებს შორის აღნიშნული სხვაობები შესაძლებელია აიხსნას ბაზრებზე წვდომის „სიმარტივის“ დონით, მაშინ როცა ევროკავშირს შედარებით მკაცრი რეგულაციები აქვს, ჩინეთის ბაზარი უფრო მარტივად ხელმისაწვდომია ექსპორტიორებისათვის ან შესაძლებელია, DCFTA-ს ამოქმედების პერიოდში, რამდენიმე წლის განმავლობაში, ქართველი ექსპორტიორები არ იყვნენ შესაბამისად მომზადებული და ამის გამო, მათ გარკვეული დროის შემდეგ მოახერხეს ევროკავშირის ბაზარზე შესვლა, მაშინ როდესაც 2018 წელს ექსპორტიორებს უკვე ჰქონდათ გამოცდილება იმისა, თუ როგორ უნდა შესულიყვნენ ახალ ბაზრებზე, და შედეგად, უფრო სწრაფად მოახერხეს ჩინეთის ბაზარზე შესვლა“, - ნათქვამია კვლევაში.



სპეციალისტების პროგნოზით, ჩინეთთან FTA-ს წარმატებული თანამშრომლობა, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (FTA) წარმატების შანსებს ზრდის, ვინაიდან ბაზრის თვალსაზრისით ჩინეთსა და ინდოეთს შორის დიდი მსგავსებაა და მათთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ (FTA) ხელი უნდა შეუწყოს მოკლევადიან პერიოდში საქართველოს ექსპორტის დაუყოვნებელ ზრდას.

 

ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up